• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

რენოდელი პიერ

რენოდელი პიერ (19.XII.1871, ნორმანდია  – 1.IV.1935 - პალმა დე მალიორკა) ფრანგი სოციალისტი. საფრანგეთის პარლამენტის წევრი. მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის  ერთ-ერთი ლიდერი.  განათლება მიიღო საექიმო სასწავლებელში. ახალგაზრდობიდანვე ჩართული იყო პოლიტიკურ საქმიანობაში. 1899-ს შეუერთდა საფრანგეთის სოციალისტურ პარტიას. მარსელ სამბასთან ერთად იყო რადიკალური მემარცხენე ბლანკისტური სოციალ-რევოლუციონური ფრაქციის (პარტიის) ლიდერი. წლების განმავლობაში პარტიის დავალებით ეწოდა პროპაგანდისტულ საქმიანობას. აქტიურ მოანწილეობას იღებდა საფრანგეთის სოციალისტური პარტიისა და სოციალისტური ინტერნაციონალის კონგრესებში. 1906-დან იყო საფრანგეთის სოციალისტური პარტიის მთავარი პოლიტიკური გამოცემის „l'Humanité“-ს რედაქტორი. 1914-ს ფრანგ სოციალისტთა ლიდერის ჟან ჟორესის მკვლელობის შემდეგ გახდა ჟურნალის დირექტორი და პარტიის ლიდერი.  1914-ს არჩეული იქნა საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის პარლამენტის წევრად.

            პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აგრძელებდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას სოციალისტურ პარტიასა და სოციალისტურ ინტერნაციონალში, 1919-ს დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში. მხარს უჭერდა რუსეთის იმპერიის მცირე ერთა დამოუკიდებლობის იდეას. პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი  ნ. ჩხეიძე რენოდელს მოიხსენიებს როგორც ყველაზე ერთგულ მეგობარს, რომელიც ეხმარება ფრანგ და ევროპელ სოციალისტებთან კავშირების დამყარებაში. 1920-ს როგორც  მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის წევრი იმყოფებოდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. საქართველოს მოქალაქეებს საზეიმო მიტინგებზე სიტყვით მიმართა თბილისსა და გურჯაანში.  სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჟურნალ „La vie Socialiste”-ში, რომელსაც თავადვე რედაქტორობდა არაერთი დადებითი სტატია გამოაქვეყნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ.  

            საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ აკრიტიკებდა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმს. დახმარებას უწევდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილ მთავრობას.  XX-ს 20-30-იან აგრძელებდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, 1924-1935-ში იყო საფრანგეთის პარლამენტის წევრი. 1932-დან იყო ნეო-სოციალისტური მიმართულების ჯგუფის ლიდერი.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates