• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

რაჭველიშვილი  ქრისტეფორე ლუკას ძე

რაჭველიშვილი  ქრისტეფორე ლუკას ძე (1894, სოფ. სხვავა, რაჭის მაზრა -17. I. 1938). ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი (პუბლიცისტური ფსევდონიმი - რაჭველი). საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრი (1917-დან). ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი (1914-1927). სწავლობდა თბილისის ქართული გიმნაზიასა და ხარკოვის უნივერსიტეტში, საიდანაც სტუდენტთა მანიფესტაციაში მონაწილეობისათვი ს გარიცხეს და დააპატიმრეს, შემდეგ კი გაგზავნეს თავისუფალ გადასახლებაში. 1914-1917-ში სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ამ პერიოდში თანამშრომლობდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან და გ. მაჩაბელის დავალებით ახდენდა ქართველ სტუდენტებში პროგერმანული ორიენტაციის პროპაგანდას.                                                      

             სამშობლოში დაბრუნების შემდგომ მიიწვიეს საქართველოს ეროვნულ საბჭოში. ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. მონაწილეობდა აფხაზეთში ეროვნული საბჭოს მიერ გაგზავნილ სპეციალურ დელეგაციაში. 1917 მისი მონაწილეობით დაარსდა „ქართველ სამხედროთა კავშირი“.           

            საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იყო მემარჯვენე ფედერალისტთა არალეგალური ორგანიზაციის წევრი და თანამშრომლობდა პარიტეტულ კომიტეტთან. ჩეკამ დააპატიმრა და მეტეხის ციხეში იჯდა 1923 ნოემბრიდან 1924 ივნისამდე. შემდეგ პოლიტიკას ჩამოშორდა და ეწეოდა სამეცნიერო-პუბლიცისტურ  მოღვაწეობას. სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელგამში, ჟურნალ „ლიტერატურული მემკვიდრეობის“ რედაქციაში; „ქართული სიტყვიერების საუნჯის“ კოლეგიის წევრად; ენობრივი ნორმების დამდგენ სახელმწიფო კომისიაში. დაპატიმრებამდე მუშაობდა საქართველოს სატელეგრაფო სააგენტოს სტილისტად. 1937 ქრ. რაჭველიშვილი კვლავ დააპატიმრეს და დახვრიტეს შინსახკომის სამეულის დადგენილებით. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 1956-ის 5 იანვრის გადაწყვეტილებით რეაბილიტირებულია. მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates