• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

პაჭკორია კირილე

პაჭკორია კირილე (1888 –28. II. 1957). ლოტბარი. ხალხური სიმღერის შემსრულებელი. გუნდების ხელმძღვანელი.დაიბადა წალენჯიხის რაიონის სოფ. ლიაში. დაწყებითი განათლება ფოთის საქალაქო სასწავლებელში მიიღო. 1903-1907  ავქსენტი მეგრელიძის გუნდში მღროდა. 1908 ფოთი დატოვა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გუდაუთაში გადავიდა. იმავე წელს, როგორც დამოუკიდებელი ლოტბარი, პირველად წარსდგა საზოგადოების წინაშე. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის ფილიალის თავმჯდომარის - მაშო დადიანი-ანჩაბაძის წინადადებით მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა. ხშირად ჩადიოდა სოხუმში და მონაწილეობას იღებდა ძუკუ ლოლუას გუნდის გამოსვლებში.

1918 ოჩამჩირეში, ხალხური სიმღერის გუნდი შექმნა და მას, დამოუკიდებელ საქართველოში ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით, აღნიშნული გუნდის თავკაცობა პლატონ ფანცულაიას გადააბარა.

1921-დან საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. 1925  ძუკუ ლოლუას სახელობის გუნდს ჩაუდგა სათავეში. 1927 გუნდი მოსკოვში გამოვიდა. 1929 თბილისში გამართულ II რესპუბლიკურ ოლიმპიადაში I პრემია მოიპოვა და საკონცერტო ტურნე გამართა მაშინდელი სსრკ-ს სხვადასხვა ქალაქებში. 1934  გუნდმა ამიერკავკასიის ხალხთა ოლიმპიადაზე უმაღლესი ჯილდო მიიღო. 1935 წარმატებით გამოვიდა მოსკოვში. 1938-39 წლებში რუსეთის ოლქებში კნცერტების სერია ჩაატარა. იმავე წლის ბოლოს, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სახელმწიფო ეთნოგრაფიული გუნდები გაერთიანდა. 1940 წ. 15. VI. დაარსებული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ლოტბარი გახდა. 1946 წ. მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვწის წოდება. 1950 წ. 9. V. დაბადებიდან 70 და მოღვაწეობის 50 წლისადმი მიძღვნილი იუბილე აღუნიშნეს. გარდაიცვალა თბილისში. დაკრძალულია ვაკის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates