• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

პერინი მარია

პერინი მარია (10.III.1873 ტურინი, იტალია - 1939 ნიცა, საფრანგეთი) ბალერინა, ბალეტმეისტერი, ქართული საბალეტო დასის ფუძემდებელი, პედაგოგი. მხატვარ ჰენრიკ ჰრინევსკის მეუღლე. 1890 დაამთავრა ტურინის სამეფო საბალეტო სკოლა. იყო იტალიელი მოცეკვავის, ენრიკო ჩეკეტის მოსწავლე. ასწავლიდა პეტერბურგის სამეფო ბალეტის სკოლაში. 1891-დან მოიწვიეს საქართველოში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სოლისტად. 1897-1907 იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის პრიმა ბალერინა. ეწეოდა პედაგოგოიურ საქმიანობას.

1916 თბილისში დააარსა საბალეტო სკოლა. 1920-დან სტუდიას ,,სახელმწიფო თეატრის საბალეტო სკოლა“ ეწოდა, რომლის დირექტორადაც თავად დაინიშნა.

1922 ახლადდაარსებულ სამხატვრო აკადემიაში საბალეტო სკოლა გახსნა. 1927 საქართველოში გადაუხადეს საბალეტო-პედაგოგიური მოღვაწეობის 30 წლის იუბილე. 1937-მდე სამხატვრო აკადემიის სივრცეში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. მარია პერინის მოწაფეები იყვნენ: ვ. და თ. ჭაბუკიანები, ნ. რამიშვილი, ი. სუხიშვილი, ი. და დ. ალექსიძეები, ე. გვარამაძე, ს. ვირსალაძე, ვ. ვრონსკი-ნადირაძე, ე. ჩიკვაიძე, მ. ბაუერი. 1937 საბჭოთა რეპრესიები შეეხო მის ოჯახს. იძულებული გახდა საქართველოდან წასულიყო. დასახლდა ჯერ ტურინში, შემდეგ კი ნიცაში, სადაც დის პანსიონში  გარდაიცვალა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates