• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

პაშალიდი (ფაშალიდისი) ივანე (იონის) გეორგის ძე

პაშალიდი (ფაშალიდისი) ივანე (იონის) გეორგის ძე  (25. X. 1885, ამასიის პროვ. ოსმალეთის იმპ.   14. III. 1968,  თესალონიკი, საბერძნეთი).  სოციალ-დემოკრატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. საბერძნეთის სოციალისტური პარტიის დამფუძნებელი.  დაიბადა ბერძენი გლეხის ოჯახში,  საშუალო განათლება მიიღო თბილისის რუსულ გიმნაზიაში. პროფესიით ექიმი, უმაღლესი განათლების მისაღებად ჯერ ოდესის უნივერსიტეტში სწავლობდა საიდანაც სტუდენტური მოძრაობის წევრობისათვის გარიცხეს, ხოლო შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტში მოიპოვა ექიმის დიპლომი.  1903-დან რსდმპ-ს წევრი.  ექიმად მუშაობა დაიწყო ქალაქ სოხუმში, აქტიურად მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების საქმიანობაში. 1917-დან შეუერთდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას.

 1919-ის არჩეული იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად  სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო აფხაზეთის ეროვნული საბჭოს წევრი.  თანამშრომლობს ქართულ და საქართველოში გამომავალ ბერძნულ გაზეთებთან.

1921-ს წავიდა ემიგრაციაში, ცხოვრობდა სტამბოლსა და ბერლინში, საბოლოოდ დასახლდა თესალონიკში და აქტიურად ჩაება საბერძნეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, პარალელურად ეწოდა სამედიცინო საქმიანობასაც. ემიგრაციაში არ წყვეტდა კავშირს  ამიერკავკასიელ ემიგრანტებთან.  1931-ს  იოანის პაშალიდისმა სხვა ბერძენ მემარცხენე პოლიტიკოსებთან ერთად დააარსა „საბერძნეთის სოციალისტური პარტია“, 1951-ს კი „მემარცხენე დემოკრატიული გაერთიანება“, რომლის თავმჯდომარეც იყო 1952-1964 წლებში, ამავე პერიოდში არაერთხელ გახდა საბერძნეთის პარლამენტის წევრი. 1967-ს სამხედრო გადატრიალების შემდეგ იყო შინაპატიმრობაში ქალაქ თესალონიკში, გარდაიცვალა 1986-ს, დაკრძალულია თესალონიკში. 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates