ჭანეთისა და ლაზისტანის განმათავისუფლებელი კომიტეტი - დაარსდა 1919 წ-ის 1 მარტს, ქ. ფოთში. მიზნად ისახავდა იდეოლოგიური მუშაობის დაწყებას ლაზეთში პროქართული განწყობის გასაზრდელად. გამოუშვა სხვადასხვა მოწოდება ლაზებისადმი. არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, კომიტეტმა მალევე შეწყვიტა არსებობა.
ლიტ. გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №50.