• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

წითელი ჯვრის საქართველოს საზოგადოება

წითელი ჯვრის საქართველოს საზოგადოება - საქართველოს წითელი ჯვარი დაარსდა 1918 წ-ის 16 ივლისს. საქართველოს წითელი ჯვრის საორგანიზაციო სამუშაოებს  სათავეში ექიმი მიხეილ ზანდუკელი ჩაუდგა. ორგანიზაციის გამგეობაში შედიოდნენ: გიგო დიასამიძე, აპოლონ ურუშაძე, მიხეილ მგალობლიშვილი, მინადორა ხოშტარია, თევდორე ქარცივაძე, ნინო ნაკაშიძე და სხვები.

წითელი ჯვრის საზოგადოებამ აქტიური მუშაობა გააჩაღა წითელი ჯვრის დათა თემის ჩამოყალიბებისათვის. ორგანიზაციამ  სიმბოლოდ აირჩია საერთაშორისოდ აღიარებული  წითელი ჯვარი. ორგანიზაციაში არსებული ქალთა კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა  მიუსაფარ ბავშვებს. წითელი ჯვარი   ეხმარებოდა 1918 ოსმალეთის შემოსევის მხრივ დაზარებულ მოსახლეობას, აქტიურ კამპანიას აწარმოებდა გორის მიწისძვრის დროს. ორგანიზაცია აგროვებდა თანხას და სხვადასხვა პროდუქციას,  რათა დახმარებოდა დაჭრილ და ფრონტზე მყოფ ჯარისკაცებს. 1921 წ-ის საბჭოთა ოკუპაციის დროს წითელი ჯვარი ცდილობდა ქალაქში წესრიგის დამყარებასა და     დაჭრილი მეომრებისთვის დახმარების გაწევას.  1921- 1923 წწ-ში  საქართველოში წითელმა ჯვარმა  იატაკქვეშა ორგანიზაციებთან კავშირი დაამყარა,  1922 წ-დან წითელი ჯვრის პოლიტიკური მოღვაწეობა  ჩეკას ყურადღების ცენტრში მოექცა.   ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ელენე მაისურაძის,  გადაბირებას  ჩეკას უფროსი კოტე ცინცაძე ცდილობდა.

პოლიტიკური წითელი ჯვარი ცდილობდა,  ქართულ არალეგალურ ორგანიზაციებს დახმარებოდა საქართველოს დევნილ მთავრობასთან დაკავშირებაში.  ორგანიზაციის წევრები პოლიტიკურ პატიმრებს ეხმარებოდნენ იურიდიულად და ასევე ცდილობდნენ,  არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ დასავლური პრესისათვის. მიუხედავად იმისა, რომ 1922 წ-დან სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ბრძანებით პოლიტიკურ წითელ ჯვარს მოღვაწეობა აეკრძალა, ორგანიზაციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს,  პეშკოვას, ნება მისცეს, დახმარება გაეწია პოლიტპატიმრებისათვის.  ოფიციალურად, საბჭოთა ხელისუფლების განკარგულებით,  1923  ხელი მოეწერა  საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, ბელორუსიის და აზერბაიჯანის  წითელი ჯვრის ორგანიზაციის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილებას. მიზანი იყო შიმშილობის, დაავადებებისა და სტიქიური უბედურებების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates