• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

წარჩინებულ სტუდენტთა საზღვარგარეთ მიმვ­ლი­ნებელი კომისია

წარჩინებულ სტუდენტთა საზღვარგარეთ მიმვ­ლი­ნებელი კომისია - საქართველოს დე­მოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ ჩამოყალიბებული კომისია. მის ხე­ლ­მძ­ღვა­ნე­ლად ით­ვ­ლებოდა საქართველოს დემოკრა­ტი­უ­ლი რესპუბლიკის მთავ­რო­ბის თავმჯ­დო­­მარე ნოე ჟორდანია, თუმცა კომისიის მუშაობას ფაქ­ტო­­ბ­რივად წარმარ­თა­ვდა ნიკო ნიკო­ლა­ძე. კომისია არჩევდა საზღვარგარეთ გასაგზავნი წარჩინებული სტუ­დე­ნტების კონტი­ნგენტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორების პეტრე მელიქიშ­ვი­ლისა და ივანე ჯავახიშვილის სათანადო რეკომენდაციების საფუძ­ვე­ლზე. კომი­სი­ის მიერ შერჩეულ სტუდენტებს საქართველოს დემოკრატიული რეს­პუ­ბ­ლიკის მთავრობა უნი­შნავდა სტიპენდიას და სწავლის გასაგრძელებლად აგ­ზავ­ნი­და დასავ­ლეთ ევროპის მოწინავე ქვეყნების უნი­ვე­რსიტეტებში. თბილისის იმდ­რო­ი­ნდელი გენერალ-გუ­ბე­­რნატორი შალვა მაღლაკელიძე იგონებდა: „შევდიოდი საზღ­ვა­რგარეთ სტუდენტთა მიმვლინებელ კომისიაში. თავმჯდომარე ჟორდანია იყო, მა­გ­რამ საქმეს ნიკო ნი­კო­ლა­ძე წარმართავდა. ისე გამოვიდა, რომ ძირითადად სულ დასავლეთ საქართ­ვე­ლო­დან ვუშვებდით სტუდენტებს. მე ვთქვი: ქართლ-კახეთის მო­სახლეობა ისედაც გვი­ჩივის, რომ მთელი ადმინისტრაციული თანამდებობანი სულ გუ­რულებს და იმერ­ლებს უკა­ვი­ა­თო და ახლა ამას ნუ ვიზამთ, სტუდენტებად პრო­პო­რ­ციულად აღმო­სა­ვ­ლეთ საქართველოდანაც გავუშვათ ევროპაში-მეთქი. მით უმეტეს, რომ მათგან ვინც კაცად გამოდის, ყველა ნაღდი და სერიოზული მეცნიერი ხდება-თქო. აი, ასეთი ვითარება იყო და დაგვადგა თავზე ნიკურაძეების მამა სამტრედიიდან მე და ნიკო ნიკოლაძეს, როგორც იქაურ ხალხს. მე, ბატონოო, უბრალო კაცი არ გე­გო­ნო­თო, სამტ­რედიაში ორთქმავლის წამყვანი ვარო, თეთრი „პერჩატკებითო“ და „პო­მო­შნიკი“ მყავსო... მე მყავს ორი ვაჟიო და გთხოვთ, ორივე გაუშვათ სასწავლებლადო. გაეცინა ამაზე ნიკოს და უთხრა: ორი რა ამბავიაო! ჩვენ სტიპენ­დი­ე­ბი არ გვყოფნის და თანაც აყაყანდება აღმოსავლეთ საქართველოო! - ბატონოო, უთხრა ნიკურაძემ, ორივე ჩემი ვაჟი ჩია ტანისაა და ცივ მჭადზე გაზრდილიო. გაუშვით ესენი ერთ სტიპენ­დი­ა­ზე და ერთ „პორციაზე“ იცხოვრებენო. - ერთ „პორ­ცი­ა­ზე“ როგორ იქნებიანო, უთხრა ნიკომ, გერმანელები მეორესაც დაუსხამენ საჭმელსო! - აბა თქვენ ყოფილხართ ბა­ტო­ნები და ჩვენ მონებიო, გაცხარდა ნიკურაძე, მაშინ არცერთს არ გავუშვებო, ამათ ერ­თ­მა­ნეთის გარეშე არ შეუძლიათ და დარჩნენ უსწავლელნიო! აი, საბოლოოდ, ასეთ ვი­თა­რებაში გავუშვით ნიკურაძეები გერმანიაში და არც შევმცდარვართ - გვასახელეს იქ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენი მთავრობის სტიპენდიას... მერე მოეხსნათ მათ ის (თვითონ მთა­ვრობა გაიქცა ემიგრაციაში)“.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates