• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

უმაღლესი ეკონომიკური საბჭო

უმაღლესი ეკონომიკური საბჭო - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკაზე მძიმე ზეგავლენას ახდენდა ბიუჯეტის დეფიციტი, ინფლაციის ტემპების ზრდა და, საერთოდ, ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური  მდგომარეობა. პირველ რიგში აუცილებელი იყო ქვეყანაში  ეკონომიკის რეალური სექტორის (მრეწველობა, სოფლის მეურნეობა) ამოქმედება და ეროვნული მოთხოვნილების დიდწილად ადგილობრივი რესურსებით დაკმაყოფილება. ამ მიზნით აუცილებელი გახდა პროფესიონალთა გამოცდილების გამოყენება, რასაც მოჰყვა უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს („საბჭო") პროექტის შემუშავება.  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ 1920 წ-ის 9 სექტემბერს განიხილა და მოიწონა „საბჭოს" დებულების პროექტი და იგი განსახილველად გადასცა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს. მან, თავის მხრივ,  1920 წ-ის 1 ნოემბერს „საბჭოს" პროექტი განსახილველად გადასცა საბიუჯეტო-საფინანსო და იურიდიულ კომისიებს. „დებულების" მიხედვით: უმაღლეს ეკონომიკურ საბჭოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე ეფექტიანი ზეგავლენა უნდა მოეხდინა და ამ მიზნით უნდა შეემუშავებინა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროექტი; მისი გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულო იყო ადრესატებისთვის; დავის წარმოშობის შემთხვევაში საკითხს განიხილავდა მთავრობა.       

უმაღლეს ეკონომიკურ საბჭოში გათვალისწინებული იყო სამი  - მრეწველობის, ვაჭრობის და ფინანსების განყოფილებების შექმნა; უნდა ემოქმედა ოთხ  სექციას - სახელმწიფო, მუნიციპალური, კოოპერატივების და კერძო „თაოსნობის" მიმართულებებით. „საბჭოს" უხელმძღვანელებდნენ თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი. მის შემადგენლობაში წევრად ასევე გათვალისწინებული იყო რამდენიმე მინისტრი და სახელმწიფო კონტროლიორი.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates