• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე - 1919 - 1930

ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე - 1919 - 1930. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები.  რედაქტორები ა.შანიძე და ს. ყაუხჩიშვილი. გამომცემელი უნივერსიტეტის გამომცემლობა.  1919-1920 წლებში ,,ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“, გამოვიდა ერთ წიგნად, რომელშიც მასალა დაიბეჭდა  ქართულ და ფრანგულ ენებზე. სარჩევიც ორენოვანია. შედგება სამი განყოფილებისაგან: 1. სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი; 2. სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი; 3. სამკურნალო ფაკულტეტი.   რედაქციის წინასიტყვაობაში ნათქვამია: რომ „ტფილისის უნივერისტეტის მოამბე“ დაიბეჭდა 400 ცალი. ამათგან 250 ცალი ერთ  წიგნად გამოიცა, ხოლო დანარჩენი 150 ცალი გაყოფილია სამ-სამ ნაწილად და ცალკე ნაკვეთებად, ფაკულტეტების მიხედვით.   „რადგან უნივერსიტეტს თავის სტამბა არ აქვს და სხვა სტამბები ტექნიკურად ისე არ არის მოწყობილი, რომ უნივერსიტეტის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, ამიტომ პროფესორთა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ამიერიდან თვითოეულმა ფაკულტეტმა ცალკე გამოსცეს თავისი საკუთარი მოამბე“.  კრებულში ფაკულტეტების მიხედვით იბეჭდება ცალკეული გამოკვლევები და  შრომები მაგ., სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის განყოფილებაში იბეჭდება: ი. ყოფშიძის „ასიმილაციისა და დისიმილაციის წესი ქართულსა და მეგრულში“,  შ. ნუცუბიძის „ბუნებისათვის ცნებისა“,  კ. კეკელიძის „ნაწყვეტი ქართული ჰაგიოგრაფიის ისტორიიდან (ცხოვრება ილარიონ ქართველისა)“, დ. უზნაძის „ლეიბნიცის Petites perceptions-თა ადგილი ფსიქოლოგიაში“,  აკ. შანიძის „ნასახელარი ზმნები ქართულში“, ს. ავალიანის „ხიზანი“, ე. თაყაიშვილის „შენიშვნები ზარზმის ეკლესიისა და მის სიძველეთა შესახებ“. მეორე განყოფილებაში - სამათემატიკო -  იბეჭდება პ. მელიქიშვილის ორი გამოკვლევა: „ჩვენი სასმელ-საჭმელის ქიმიური შემადგენლობა“ და „ჩვენი ღვინის ქიმიური შემადგენლობა“.   ნ. ციციშვილის ამონიაკის განსაზღვრა ყველში“, ასევე, თ. ბებურიშვილისა და ნ. ციციშვილის „კახური ღვინოების ანალიზი“ -  საკმაოდ ვრცელი ნაშრომი, რომელსაც თან ახლავს ცხრილები, ანალიზების  შედეგები და სხვ.  ამ განყოფილებაში  ორი ნაშრომი ფრანგულ ენაზეა დაბეჭდილი: მ. ნიკოლაძის „Sur une method nouvelle de la georgie analytique” და ა. რაზმაძის „Deux propositions du calcul des variations“. მესამე განყოფილებაში - სამკურნალო - იბეჭდება სამი ნაშრომი მედიცინიდან. ესენია: მ. წინამძღვრიშვილის „შემთხვევა Biermer-ის პერნიციოზული ანემიისა“, ნ. მახვილაძის „პელლაგრის ოთხი შემთხვევა ტფილისში“ და ზ. მაისურაძის „თირკმელების თანდაყოლილი ანომალია (ნალისებრი თირკმელი)“.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates