• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

„ტფილისი“ (#1, 1920, თბილისი)

„ტფილისი“ (#1, 1920, თბილისი) -  ხელოვნებათა და ლიტერატურის ყოველკვირეული ჟურნალი. რედაქტორი - სარედაქციო კოლეგია. 14 გვერდიანი გამოცემის ერთადერთ ნომერში ძირითადად იბეჭდება მხატვრული ნაწარმოებები, მათ შორის: გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „ტფილისი“, გიორგი სავანელის უსათაურო ლექსი, არტემ გაბუნიას ნოველა „ფანტაზია“ და სხვ.

 ჟურნალში დიდი ადგილი უჭირავს  თარგმნილ ლიტერატურას. იბეჭდება  ფარნჩესკო პეტრარკას „ორი ნაწყვეტი“, რიჰარდ საუკალის „უსათაურო ნოველა“, ედგარ პოს „კოლიზეი“, პიერ ლუისის „ ეპიტაფია“, შარლ ბოდლერის „ფანჯრები“,  რაშილდის „სამი ყვავილი“. გამოცემაში „ი.ი–ანის“ ფსევდონიმით (ი. ლორთქიფანიძის ცნობით, ფსევდონიმი ეკუთვნის ივანე იოსელიანს) ქვეყნდება წერილი  „გენიალური გალაკტიონი“, რომელშიც ავტორი ქართულ პოეზიაზე საუბრობს და ცდილობს მასში გალაკტიონის ადგილი განსაზღვროს. 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates