• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სოხუმის თეატრი

სოხუმის თეატრი  -  სოხუმში ქართული წარმოდგენები 1889-დან სცენის მოყვარეთა ძალებით იმართებოდა, 1911-დან ნახევრადპროფესიული თეატრი გახდა, 1928-დან პროფესიული. 1911-დან ,,დრამატული ხელოვნების მოყვარეთა წრის“ სახელწოდებით ჩამოყალიბდა დასი, რომელსაც შალვა დადიანი ხელმძღვანელობდა. დასში შედიოდნენ: ელო ანდრონიკაშვილი, ვასო აღულიშვილი, მოგვიანებით ეველინა წუწუნავა და დავით კობახიძე. დასი თანამშრომლობდა ძუკუ ლოლუას მომღერალთა გუნდთან. დასის მუშაობას ეხმარებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილება და მისი გამგეობა. გამგეობის ხელმძღვანელი იყო მარიამ (მაშო) დადიანი-ანჩაბაძისა. შ. დადიანის და. შ. დადიანის წასვლის შემდეგ დასი დაიშალა, შეიქმნა ფინანსური პრობლემები. მოგვიანებით, სოხუმის დრამატული დასი და სოხუმის სახალხო უნივერსიტეტი გაერთიანდ ა და დაერქვა ,,სოხუმის სახალხო უნივერსიტეტთან არსებული ქართული დრამატული სექცია“. 1914-დან თეატრალური მუშაობა შეფერხდა, თუმცა, წარმოდგენები მაინც იმართებოდა. რეჟისორი იყო ი. ბარველი. მსახიობები: ნატალია ჯავახიშვილი და მიხეილ სულთანიშვილი.                   

 1918-დან თეატრის რეჟისორად ზაქარია ურუშაძე დაინიშნა. დაიდგა შ. დადიანის ,,შვილი ან სიყვარული“. 20.XI.1920 ჰაჯიბეგოვის ,,არშინ მალ-ალან“ დაიდგა ქართულ, რუსულ, სომხურ და თურქულ ენებზე. 8.XI.1920-ს. ერთაწმინდელის ,,სიკვდილით დასჯა“, დ. აწყურელის ,,ცოლ-ქმრობის წინააღმდეგ“. 1920-1921 სეზონი რეჟისორ მ.ქორელის ხელმძღვანელობით დაიწყო. დასში შედიოდნენ: ნუცა ჩხეიძე, ნიკო გოძიაშვილი, მიხეილ სულთანიშვილი, ალექსანდრე მგალობლიშვილი. ადგილობრივ სცენის მოყვარეთა დასთან ერთად მათ დადგეს დ. ერისთავის ,,სამშობლო“, ენგელის ,,ზღვასთან“, ალ. ყაზბეგის ,,არსენა“, სუვარინინის და ბურენინის ,,მედეა“. ნ.შიუკაშვილის ,,ციცინათელა“, ვ. შალიკაშვილის ,,უნიადაგო“ და სხვ.           

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates