• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სენატი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა

სენატი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა. 1918 ოქტომბერში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ერთერთი სხდომა საქართველოს სენატის - უმაღლესი სასამართლოს შექმნის საკითხს მიეძღვნა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის გ. გველესიანის თავმჯდომარეობით შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ სენატის დებულების ძირითადი პრინციპები შეიმუშავა. დიდი სჯა-ბაასის შემდეგ დებულების პროექტი გადაეცა განსახილველად საქართველოს დამფუძნებელ კრებას. იგი მუხლობრივად 1919 25 ივლისს განიხილეს. 29 ივლისს დამფუძნებელმა კრებამ სენატის დებულება დაამტკიცა. 1919 2 აგვისტოს საქართველოს დამფუძნებელკრებაშიშეიქმნა სპეციალური კომისია  „სენატორების კანდიდატთა სიის შესამუშავებლად“. კომისიაში შედიოდნენ ფრაქციის წარმომადგენლები. 1919 6 ოქტომბერს დამფუძნებელ კრებას სარეკომენდაციო კომისიის მიერ წარედგინა სენატორთა შემადგენლობის სრული სია - სულ 15 წევრი. 7 ოქტომბერსკრებამ ერთხმად მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანდიდატებს და ისინი სენატის წევრებად აირჩია. ესენი იყვნენ: დ. ხელთუფლიშვილი (სენატის თავმჯდომარე), ი. ჯაფარიძე (თვმჯდომარის მოადგილე), ი. ზურაბიშვილი, ს. მიქელაძე, ვ. დემიდოვი, ლ. ასათიანი, ვ. ქუთათელაძე, დ. კალანდარიშვილი, გ. გველესიანი, მ. ქორქაშვილი, ნ. მაჭავარიანი, ი. როინიშვილი, გ. სიდამონ-ერისთავი, გ. მაღანარაძე, გ. ხარაზიშვილი და ნ. ქიქოძე. 1919 23 ოქტომბერს სენატორებმა და სენატის თავმჯდომარემ დადეს საჯარო ფიცი: „საჯაროდ აღვსთქვამ ვიყო ერთგული საქართველოს დემოკრატიული რესუბლიკის, ვასრულო მტკიცედ რესპუბლიკის ყველა კანონები, თვალყური ვადევნო კანონის დაცვას და სისწორით ასრულებას მთავრობის ყველა დაწესებულების და თანამდებობის პირის მიერ, თვით ვქნა სამართალი წმინდა სინდისისამებრ მიუდგომლად და პირუთვნელად და ავასრულო მტკიცედ ყოველივე ჩემს მიერ ნაკისრი მოვალეობა, მახოვს რა, ამაში პასუხი უნდა ვაგო კანონის და ჩემი სინდისის წინაშე“. 1919 23 ოქტომბერს თბილისის სასამართლო დაწესებულებათა შენობაში (დღევანდელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა, რომელიც დააპროექტა პოლონელმა არქიტექტორმა ალექსანდრე შიმკევიჩმა. შენობა საზეიმოდ გაიხსნა 1895 3 იანვარს) გაიხსნა საქართველოს სენატის საზოგადო კრების საჯარო სხდომა. სხდომაზე წაკითხულ იქნა დამფუძნებელი კრების 1919 27 ოქტომბრის კანონი სენატის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ. 1919 26 ნოემბერს სენატმა დაადგინა, რომ ყოველი საკითხის შესახებ უნდა გამოსულიყო ცალკე მომხსენებელი.

სენატი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ზედამხედველობდა კანონების დაცვას. იგი ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პარლამენტის წინაშე. უმაღლეს სასამართლოში იქმნებოდა სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საკასაციო დეპარტამენტები. სამოქალაქო სამართლის დეპარტამენტში შედიოდა საადმინისტრაციო განყოფილება. სენატის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა ერთ საკასაციო განყოფილებას, ხოლო მისი მოადგილე მეორეს. სენატის უმაღლესი ორგანო იყო საზოგადო კრება. კრება ნიშნავდა საერთო სასამართლოებში მოსამართლეებს, მოსამართლეთა თავმჯდომარეებს და მოადგილეებს. საზოგადო კრება განიხილავდა ყველაზე რთული კატეგორიის საქმეებს. სისხლის სამართლის დეპარტამენტში მოღვაწეობდა 5 სენატორი, სამოქალაქოში რვა. ორივე დეპარტამენტს ჰყავდა პროკურორი, ხოლო პროკურორებს მოადგლეები.

დამფუძნებელი კრების 1920 3 აპრილის სხდომაზე განიხილეს მომავალ კონსტიტუციაში სენატის გათვალისიწნების საკითხი. სხდომაზე უარყვეს წინადადება, რომ სენატის ყოფილიყო შეტანილი კონსტიტუციაში დამოუკიდებელ მუხლად. დამფუძნებელი კრების 22 მაისის სხდომაზე ამ საკითხზე კვლავ იმსჯელეს. ამჯერად, კომისიის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი პ. საყვარელიძის ინიციატივას. სენატი აისახა კონსტიტუციაში. 76-ე მუხლი ამბობს: საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე არსებობს ერთი უმაღლესი სასამართლო - სენატი, რომელსაც ირჩევს პარლამენტი და რომელიც მოვალეა: ა) თვალყური ადევნოს კანონის დაცვას და სისწორით ასრულებას, და ბ) განაგოს სასამართლო ნაწილი, როგორც საკასაციო სასამართლომ.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates