• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სამხედრო საბჭო 

სამხედრო საბჭო  - დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიამ 1919-ის 30 მაისს გამოიტანა დადგენილება, შექმნილიყო სამხედრო საბჭო.მასში უნდა შესულიყო სამხედრო მინისტრის მიერ დანიშნული სამი პირი სამხედრო სამინისტროდან და სამი სახალხო გვარდიიდან. საბჭოს თავმჯდომარეობდა სამხედრო მინისტრი. სამხედრო საბჭოს უნდა მოეხდინა შეიარაღებული ძალების ინსპექტირება. საბჭოს დაექვემდებარა სამნეო კომიტეტი, რომელსაც უნდა უზრუნველეყო არმიისა და გვარდიის მომარაგება.  მოგვიანებით, 1919-ის 29 ივლისს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული შეიარაღებულ ძალთა მმართველობის ახალი კანონის მიღების შემდეგ, სამხედრო საბჭოს წევრთა დანიშვნის წესი შეიცვალა, საბჭოს წევრებს ნიშნავდა მთავრობა, სამინისტროსა და გვარდიის შტაბისაგან წარდგენილი სამ-სამი კანდიდატისაგან.  სამხედრო საბჭოს პირველ სხდომაზე 1919-ის 2 ივნისს, ახლადშექმნილი ორგანოს წევრებად დაინიშნენ სამხედრო სამინისტროდან: გენერლები ი. ოდიშელიძე, კ. ქუთათელაძე, ერისთავი; სახალხო გვარდიიდან კი  - გ. მახარაძე; ი. ქარცივაძე და ვ. ჯიბლაძე; მათ მოადგილეებად, რ. აუშტროვი და ა. ჭიაბრიშვილი. საბჭოს თავმჯდომარის სამხედრო მინისტრ ნ. რამიშვილის მოადგილედ დაინიშნა გენერალი ი. ოდიშელიძე.  საბჭოს წევრების შემადგენლობა ხშირად იცვლებოდა. 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates