• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

„სამუსლიმანო საქართველო“ (1919 -1921,ბათუმი)

სამუსლიმანო საქართველო“ (1919 -1921,ბათუმი) - ყოველდღიური პოლიტიკურ-ეკონომიკური და ლიტერატურული გაზეთი.გამოცემა წარმოადგენდა „სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის“ ორგანოს. სულ გამოვიდა 500 ნომერი, მოზრდილი ფორმატის ქაღალდზე, ოთხ (იშვიათად ორ) გვერდზე. გაზეთი ორენოვანია. პირველი ორიგვერდი ქართულენოვანია, მესამე და მეოთხე – თურქულენოვანი, არაბული შრიფტით. იბეჭდებოდა ნიკო ხვინგიას სტამბაში. ჩვენამდე მოაღწია მისმა არასრულმა ნომრებმა.

გაზეთის თავდაპირველ სახელწოდებად „აჭარა“ შეურჩევიათ. როგორც პირველი ნომრის მეთაური წერილიდან („ჩვენ ბოდიში“) ირკვევა, შემდგომ სახელი „სამუსლიმანო საქართველოთი“ შეუცვლიათ. მართალია, მიზეზზე წერილში არაფერია ნათქვამი, მაგრამ ისედაც ნათლად ჩანს, რომ ახალი სახელდება მეტი სისრულით გამოხატავს გაზეთის იდეას, მოიცვას არა მხოლოდ ერთი კუთხის, არამედ მთელი სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს პრობლემატიკა.  „სამუსლიმანო საქართველოს“ პირველი ნომერი გამოვიდა 1919 წლის 11 იანვარს. მისმა დამაარსებელმა, „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელმა კომიტეტმა“გაზეთის რედაქტორად ჯერ დაამტკიცა თ. ხიმშიაშვილი, 1919 წლიდან კი მესვეურობა მემედ აბაშიძეს დააკისრა. გამოცემა მთავარ მიზნად ისახავდა მაჰმადიანი ქართველების ეროვნული თვითშეგნების ამაღლებასა და საქართველოს გაერთიანებაზე ზრუნვას. ამ საჭირბოროტო თემატიკის შემცველია პუბლიკაციათა უმეტესობა, რომელთა გვერდით ქვეყნდება აგრეთვე საქართველოსა და უცხოეთში მომხდარი სიახლეები, განცხადებები, დეპეშები. გაზეთი ობექტურად ასახავდა რეგიონში მომდინარე პოლიტიკურ პროცესებს; ამხელდა საოკუპაციო ხელისუფლების ანტიქართულ პოლიტიკას, რამაც ამ უკანასკნელის გულისწყრომა გამოიწვია. სწორედ ეს გახდა მიზეზი მეორე ნომრიდანვე გაზეთის აკრძალვისა, თუმცა  მიუხედავად წინააღმდეგობისა, რედაქციამ შეძლო საკუთარი პოზიციის შენარჩუნება. უნდა ითქვას, რომ მისი დამოკიდებულება ანტიქართული ძალების მიმართ იყო მტკიცე და შეუვალი. იმ დროისთვის მეტად საშიშ ძალას წარმოადგენდა პროთუქრული ორგანიზაცია „სედაი მილეთი“, რომელიც  ამავე სახელწოდების გაზეთსგამოსცემდა. „სამუსლიმანო საქართველოს“ დაარსების პირველივე დღიდან სასტიკი ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული ამ ანტიქართული ორგანიზაციის წინააღმდეგ. 1920 წლის 367-ე ნომერში დაბეჭდილ კრიტიკულ სტატიაში „გვეყო შეცდომა... გვეყო მონობა“ ნათქვამია: „ჩვენი ხალხის შეუგნებლობამ, ჩვენი ქვეყანა უცხოელების სათარეშოთ გადააქცია“.  „სამუსლიმანო საქართველოში“ არაერთი სტატიაა დაბეჭდილი  ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში სამულიმანო საქართველოს ავტონომიის იდეისშესახებ. ამით იგი მტკიცედ უპირისპირდებოდაპროთურქული და პრორუსული ორიენტაციის პარტიებს. გაზეთი ილაშქრებდა პროვოკატორთა წინააღმდეგ, რომლებიც მტრულ სახელმწიფოთა სასარგებლო აგიტაციას ეწეოდნენ მოსახლეობაში. გამოცემის ფურცლებიდან მუდმივად ისმოდა მოწოდებებისამულიმანო საქართველოს მკვიდრთა მიმართ, არ აჰყოლოდნენ პროვოკაციებს, არ დასდგომოდნენ მუჰაჯირობის გზას. გაზეთის  მხრიდან მწვავე რეაგირება მოჰყვაბათუმის ოლქის ხელში ჩასაგდებად მეზობელი ქვეყნების, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ გაცხადებულ პრეტენზიებს, რასაც,სამწუხაროდ, საერთაშორისო პოლიტიკურ წრეებშიც ჰქონდა დიდი მხარდაჭერა. აღნიშნულ საკითხს მანმრავალი წერილი მიუძღვნა. გარდა აღნიშნული პრობლემატიკისა, გამოცემა განიხილავდა აგრეთვე ქალაქის თვითმართველობის არჩევნების თემას, ასახავდა სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უმძიმეს ეკონომიკურ პირობებს, რასაც  კრიმინალური ბანდების თარეშიერთვოდა. გაზეთის რედაქცია სწრაფ რეაგირებას ითხოვდა საოკუპაციო ხელისუფლებისაგან, მოუწოდებდა - ყაჩაღებისაგან  დაეხსნაყოფითი პრობლემებით ისედაც გაწამებული მოსახლეობა.

     „სამულიმანო საქართველოს“მყისიერად ეხმაურებოდა და საკუთარ პოზიციას გამოხატავდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ; მსჯელობდაქვეყნის თავდაცვითუნარიანობაზე, დემოგრაფიულ სიტუაციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. სათანადო ადგილს უთმობდაკულტურისა და განათლების პრობლემებს, ამ მხრივ  ბათუმის ოლქში არსებული ვითარების ანალიზს; ასევე საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის საკითხებს, ლიტერატურულ ნაწარმოებებს და ა.შ.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates