სამოსწავლო საბჭო შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია, გაუქმებული კავკასიის სამოსწავლო კომისარიატის ნაცვლად. სამოსწავლო საბჭოს დებულების პროექტი შეადგინა და 1919-ის 15 ივნისს განსახილველად წარუდგინა განათლების მინისტრს - აl. ჯავახიშვილმა. დებულების პროექტი სამინისტრომ დაამტკიცა. `სამოსწავლო საბჭოს~ პირველი შეკრება მოხდა 20 ივნისს. სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: მიხეილ ზანდუკელი, სარგის კაკაბაძე, ალ. ჯავახიშვილი, ე.ჭოღოშვილი, პ. დგებუაძე, კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ალ. ჯავახიშვილი, მდივნად - ს. კაკაბაძე. სამოსწავლო საბჭოს „სამეცნიერო კომიტეტი“ უნდა ჩარიცხულიყო განათლების სამინისტროს შემადგენლობაში. მასში შედიოდნენ ცნობილი მეცნიერები, პედაგოგები, ხელოვნების მუშაკები. სამოსწავლო საბჭოს ჰქონდა განყოფილებები: საზოგადო ისტორიის; საქართველოს ისტორიის; ქართული ენისა და ლიტერატურის; უცხოური ლიტერატურების; მათემატიკის; ფიზიკისა და ქიმიის; გეოგრაფიის; ბიოლოგიურ მეცნიერებათა; ჰიგიენის; ფილოსოფიური საგნების და სხვ. კომიტეტი შეადგინა განათლების სამინისტრომ. კომისიის წევრები გაწეული მუშაობისათვის გარკვეულ ჰონორარს იღებდნენ.