• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

საკონსტიტუციო კომისია

საკონსტიტუციო კომისია. საქართველოს ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში 1918  6 ივნისს შეიქმნა სახელმწიფო კომისია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შესადგენად“.  ამ კომისიის შემადგენლობას დაევალა პროექტის შედგენა. როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, საბჭოში ყოფილა წინადადება, რომ კონსტიტუციის პროექტის შედგენა ერთი რომელიმე პირისთვის მიენდოთ, რაც, მათი აზრით, უზრუნველყოფდა „კონსტიტუციის მთლიანობას“. თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ეს ინიციატივა დაიწუნა და კონსტიტუციის პროექტის ჩამოყალიბება სპეციალისტებისაგან შემდგარ კომისიას დაავალა. საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა 14 წევრით განისაზღვრა, კომისიაში შედიოდნენ როგორცპარტიის წარმომადგენლები, ისეუ პარტიონი დამოწვეული პირები, თუმცა ამ თოთხმეტიდან უმრავლესობას მაინ ცსოციალ-დემოკრატები წარმოადგენდნენ, უფრო მეტიც, კომისიის თავმჯდომარეც და მდივანიც სოციალ-დემოკრატები იყვნენ. კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ: ს. ჯაფარიძე (კომისიის თავმჯდომარე), პ.საყვარელიძე (კომისიის მდივანი), რ. არსენიძე, ნ. ჟორდანია, ი. ჩერქეზიშვილი, გრ. რცხილაძე, ს. დადიანი, გ. გვაზავა. კ. მაყაშვილი, გ. ქიქოძე, სპ. კედია., მ. ჩხეიძე, ალ. წერეთელი და ლ. ნათაძე. კომისიაში ექსპერტებად იყვნენ მოწვეულები: გიორგი ნანეიშვილი, კონსტანტინე მიქელაძე, ზურაბ ავალიშვილი და ივანე ჯავახიშვილი.

კომისია დაკომპლექტებული იყო მხოლოდ ქართველი სპეციალისტებით, რომლებიც ზედმიწევნით იცნობდნენ საზღვარგარეთის, განსაკუთრებით კონტინენტური ევროპის კონსტიტუციონალიზმის გამოცდილებას, პროექტის შედგენაში არც ერთ უცხოელ ექსპერტს არ მიუღია უშუალო მონაწილეობა, რასაც ადასტურებს კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორის, იუსტიციის მინისტრის რაჟდენ არსენიძის სიტყვები: „უნდა აღვნიშნო ერთი რამ: ჩვენ არ გვყვანან სპეციალისტები, არც გარედან მოგვიყვანია, როგორც ჩვეულებრივ საჭიროა ხოლმე, რომელსაც შეეძლო კონსტიტუციის მთავარი დებულებისისე მკაფიოდ, მოკლედ და სხარტად ჩამოყალიბება, და მისი პრინციპების შესახებ, დაწვრილებითი მოხსენების გაკეთება. როგორც იცით, არც ჩვენ ვართ შინ მეტად მდიდარი მეცნიერებით, არც მეცნიერული ძალით და არც გარედან შეგვეძლო ისეთი ელემენტების მოყვანა, რომელნიც დიდად, მართლაც საბუთიან დახმარებას აღმოგვიჩენდნენ. ამიტომ კომისიას უხდებოდა თავისი საკუთარი შინაური ძალებით მუშაობა, თვითონ უნდადა ეგროვებინა ყოველგვარი მასალა, დაემუშავებინა საკითხი...“  ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიამ მეტად ნაყოფიერი მუშაობა აწარმოა კონსტიტუციის პროექტის შესადგენად. კომისიამ სულ ათითვე იარსება, 1919 მარტამდე, დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის ჩამოყალიბებამდე.

დამფუძნებელმა კრებამ თავის მესამე სხდომაზე ჩამოაყალიბა ოთხი კომისია, მათ შორის საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც დაევალა ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის მიერ დაწყებულ პროექტზე მუშაობის გაგრძელება. კონსტიტუციის პროექტთან დაკავშიორებული მასალები და დოკუმენტები კრების საკონსტიტუციო კომისიას გადაეცა. კომისიის შემადგენლობაში მცირეოდენი ცვლილებები განხორციელდა, არჩეულ იქნა ახალი თავმჯდომარე და მდივანი. საკონსტიტუციო კომისიაში შედიოდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან: რ. არსენიძე, ს. ჯაფარიძე, პ. საყვარელიძე, ლ. ნათაძე, კ. ჯაფარიძე, კ. ანდრონიკაშვილი, რ. ჩიხლაძე, მ. რუსია, გ.ფაღავა, პ. წულაია; სოციალ-ფედერალისტური პარტიიდან: ი. ბარათაშვილი და გ. ლასხიშვილი; ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან: ს. კედია და გ. გვაზავა; სოციალ-რევოლუციონერთა პარტიიდან: ი. გობეჩია. კომისიაში კონსულტანტები იყვნენ გ. ნანეიშვილი და კ. მიქელაძე.

ამ პერიოდისათვის პირველი კონსტიტუციის პროექტის შედგენაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიასა და იუსტიციის მინისტრს რაჟდენ არსენიძეს. კონსტიტუციის პროექტის შემუშავების პროცესში ნოე ჟორდანიას როლს თავად ეროვნულ-დემოკრატებიც აღიარებდნენ. გიორგი გვაზავა წერდა: „ბატონ ნოე ჟორდანიას აზრს და შეხედულებას ექნება დიდი მნიშვნელობა და თითქმის გადამწყვეტი ზეგავლენა საკონსტიტუციო საკითხების განხილვის დროს დამფუძნებელ კრებაში“. პირველი კონსტიტუციის პროექტის მომზედაბაში აქტიური მონაწილეობა მიიღო კომისიის თავმჯდომარემ პავლე საყვარელიძემ, რომელმაც პროექტის არა ერთი დებულება შეიმუშავა. საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი საქართველოს დამფუძნებელ კრებას გადაეცა 1920  ნოემბერში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates