• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

საკათალიკოსო საბჭო  1918-1921 წლებში

საკათალიკოსო საბჭო  1918-1921 წლებში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი მმრთველი ორგანო 1917-1934 წლებში, შედგებოდა როგორც სასულიერო ისე საერო პირებისაგან. საკათალიკოსო საბჭოს წევრების არჩევნები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ ადგილობრივი კრების დასრულებისთანავე 1917 წლის 17 სექტემბერს მოხდა. საბჭოს შექმნით, საქართველოში გაუქმდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური მმართველობა. საბჭოს დაარსებისთანავე საეკლესიო კრებაზე აირჩიეს ოთხი საბჭოს წევრი: რაფიელ ივანიცკი, პავლე ინგოროყვა, პეტრე ბარათაშვილი და ქრისტეფორე კაპანაძე, რომელთაც დაევალათ შეემუშავებინათ ეკლესიის მიმდინარე მდგომარეობა, ჩამოეყალიბებინათ მისი მართვა-გამგეობის ფუნქციები, თვალყური ედევნებინათ თუ რამდენად შესაბამისობაში იქნებოდა საეკლესიო კრების მიერ მირებული მართვა-გამგეობის დებულებანი და წლის თავზე მოწვეულ საეკლესიო კრებაზე გაეკეთებინათ მოხსენება. 1918-21 წლებში საკათალიკოსოს მოუწია აქტიური მუშაობა, მისი საქმიანობა იყო რამდენამდე რთულ მდგომარეობაში, რადგან მას ერთის მხრივ ახლად ავტოკეფალია არდგენილი ეკლესიის მდგომარეობა უნდა გაეთვალისწინებინა, მეორეს მხრივ პასუხი უნდა გაეცა რუსეთის ეკლესიის პრეტენზიებისათვის და ადეკვატური დამოკიდებულება მოეძებნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის რელიგიურ პოლიტიკაზე. საკათალიკო საბჭო ცდილობდა საეკლესიო განათლების გავრცელების ორგანიზებას ქვეყნის მასშტაბით რასაც ხელს უშლიდა ცენტრალური ხელისუფლების მკვეთრი სეკულარისტული პოლიტიკა. გარდა ამსია საკათალიკოსო საბჭომ 1918-21 წლებში სცადა კონტაქტები დაემყარებინა სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან.

საკათალიკოსო გაუქმდა 1934  31 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეშვიდე ადგილობრივ კრებაზე, ხოლო მის ნაცვლად შეიქმნა საქართველოს წმინდა სინოდი, რომლის წევრები მხოლოდ სასულიერო პირები უნდა ყოფილიყვნენ.

ლიტ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბ., 1976; ქ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1918-1921 წლებში. თბ. 2000; ქ. პავლიაშვილი, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელური ეკლესიის ისტორია (1800-1945). ნაწ. პირველი. თბ., 2008.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates