• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

რესპუბლიკის ჯარი

რესპუბლიკის ჯარი . პირველი რესპუბლიკის  სამხედრო სამინისტროს ყოველკვირეული სამხედრო ჟურნალი გამოიცემოდა 1918-1919 წლებში.  სულ გამოიცა 17 ნომერი. ჟურნალის ერთი ნომერის ფასი იყო 1 მანეთი და 50 კაპიკი. ჟურნალში მოთავსებული იყო სამხედრო სამინისტროს მიერ გაცემული ოფიციალური ბრძანებები. ჟურნალში იბეჭდებოდა პროპაგანდისტული ხასიათის შეგონებები და ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებიც ეძღვნებოდა ოფიცერთა და ჯარისკაცთა დამოკიდებულებას, ჯარში სამსახურის მნიშვნელობას დემოკრატიულ სახელმწიფოში, დისციპლინის, დეზერტირობის პრობლემას. ჟურნალში იბეჭდებოდა რესპუბლიკის სამხედრო-პოლიტიკური მეთაურების ფოტოები, მასალები საქართველოს და მსოფლიოს  სამხედრო ისტორიიდან, მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ქრონიკა. განიხილავდნენ ი სხვადასხვა საბრძოლო ტაქტიკას.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates