• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

„პარნასი“  (1920, თბილისი)

პარნასი“  (1920, თბილისი) -  ყოველთვიური სალიტერატურო ჟურნალი. გამომცემელი, პერიოდულობა, სტამბა  არ არის ჟურნალში მითითებული. გამოცემას რედაქტორობდა შალვა მეფანდურე. ჟურნალის წინათქმაში: „წინასიტყვაობის ნაწყვეტი“ გაცხადებულია მისი მიზანდასახულობა და ნათქვამია, რომ „ჩვენი თავისუფალი ერის შემოქმედების პარნასის მთა ჯერ კიდევ არ გაცისკროვნებულა... ჩვენი ერის პარნასი ბინდით არის მოცული!...ჩვენი ჟურნალი ერთი ასეთი სხივთაგანია, რომელიც ვით წმინდა სანთელი, ანთებულა რწმენით აღსავსე გულით და უერთდება საერთო სხივთა კონას... ჟურნალი ვიწროპროფილურია. მისი ერთადერთი ნომერი (1920, #1) წარმოდგენილია მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოებებით, რომელთა უმრავლესობა მაღალი მხატვრული ღირებულებით არ გამოირჩევა.  „პარნასში“ დაიბეჭდა ლექსები ი. მჭედლიშვილის, კ. რატიშვილის, ლ. ძიძიგურის, აქილესის, შალვა მეფანდურეს, Chale Romie-ს და ჰერკულეს ყანჩელის ავტორობით; ასევე ნოველები - არჩილ მაჭავარიანის, ლენა პარნასელის, სანდრო რუშაველის, შალვა გომართელის, კ. გერგესელისა და სხვათა შემოქმედებიდან.

ჟურნალის ყდა გაფორმებულია მოსე თოიძის მიერ.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates