მუსულმანთა ეროვნული საბჭო - საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოქმედებდა მუსლიმთა ეროვნული საბჭო, რომელიც 1919 მონაწილეობას იღებდა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოლიტიკურმა სუბიექტმა ქართულ და რუსულ ენაზე შედგენილი 5-კაციანი საკანდიდატო სია წარუდგინა. საკანდიდატო სია დამოწმებული იყო მუსლიმთა ეროვნული საბჭოს ბეჭდითა და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, საკანდიდატო სიის პირველი ნომრის, ალიბეგ ასლან აღა ოღლ ბაირამოვის ხელმოწერით. დამფუძნებელი კრების ძირითად არჩევნებში პოლიტიკურმა სუბიექტმა ყველაზე ცოტა, 6 ხმა მიიღო. საბოლოოდ, ორი დამატებითი არჩევნების შედეგად, ჯამში 106 ხმა მოაგროვა.