• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

თბილისის ობსერვატორია

თბილისის ობსერვატორია - თბილისში ე. წ. „საფიზიკო ობსერვატორია“ დაარსდა 1850. მას ევალებოდა არა მარტო თბილისში, არამედ მთელ კავკასიაში „კლიმატოლოგიური და საფიზიკო გამოკვლევა“. მის მიერ მრავალწლიანი დაკვირვებების შედეგად მიღებული დასკვნები შევიდა 60-ტომიან ნაშრომში - „დაკვირვებანი ტფილისის საფიზიკო ობსერვატორიისა“ და 25-ტომიან ` „ტფილისის საფიზიკო ობსერვატორიის თვიურ ბიულეტენში“, „ნიკოლოზის მთავარ საფიზიკო ობსერვატორიის მატიანეში“ და „სეისმურ ბიულეტენში“. XIX ს-ში პროფესორებმა ვოეიკოვმა, დოკუჩაევმა, კუზნეცოვმა, ფიგუროვსკიმ  და სხვ. ამ კვლევებზე დაყრდნობით შეისწავლეს კავკასიის კლიმატი, ნიადაგი და შეიმუშავეს სუბტროპიკული და სხვა კულტურების დანერგვის თეორია. 1918 ობსერვატორიას ჰქონდა თბილისში განყოფილება სამეცნიერო დაკვირვებებისათვის, სადაც მუშაობდა გამგე, 2 ფიზიკოსი და 4 დამკვირვებელი. ობსერვატორიას ეკუთვნოდა 6 სეისმოგრაფი, სეისმური სადგური ბორჯომში, რომელიც აკვირდებოდა მიწისძვრასა და მინერალური წყლების „ინტერმიტეციას“. ობსერვატორიასთან იყო მექანიკური სახელოსნო, სადაც შეაკეთებდნენ დაზიანებულ ხელსაწყოებს, ზოგჯერ ამზადებდნენ ახალსაც, რადგან უცხოეთიდან ამ ხელსაწყოთა გამოწერა ჭირდა. ობსერვატორიას მაგნიტური გან-ბა ჰქონდა ქარხანაში, მცხეთასთან ახლოს. აქ იკვლევდნენ დედამიწის მაგნიტურ მდგომარეობას, ადგენდნენ ცვლილებების შკალას. თბილისის ობსერვატორიის დირექტორი იყო გ. ა. ფონ ლემლეინი.  1919 წ-ის ზაფხულში, მთავრობის დავალებით, დამფუძნებელი კრების განათლების კომისიის მიერ გამოყოფილმა მცირე კომისიამ შეამოწმა თბილისის ობსერვატორია, გამოავლინა მის სამეცნიერო და ტექნიკურ მუშაობაში მთელი რიგი ხარვეზები. ამის საფუძველზე დამფუძნებელი კრების 1919 წ-ის 28 ივლისის სხდომაზე გადაწყდა, თბილისის ობსერვატორია გაუქმებულიყო, მის ნაცვლად დაარსებულიყო „საქართველოს ფიზიკური ობსერვატორია“, დაწესებულება გადასცემოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, გათავისუფლებულიყო მისი გამგე დაკავებული თანამდებობიდან და ეს ადგილი დაეკავებინა უნ-ის პროფესორს ანდრია მიხეილის ძე ბენაშვილს.  გაუქმდა ძველი შტატები, უნ-მა შეიმუშავა ობსერვატორიის ახალი დებულება და შტატები.     

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates