• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ერობა და ქალაქი

ერობა და ქალაქი (1919-1920) - ერობათა და ქალაქთა კავშირის ორგანო. ორკვირეული გამოცემა [მუნიციპალური კითხვების შესახებ],   ჟურნალი გამოდიოდა თბილისში, ქართულ და რუსულ ენებზე. გამოცემის რედაქტორები იყვნენ: ა. ს. ბრიტნევი და ლ. მ. ნათაძე. გამომცემელი - საქართველოს ქალაქთა და ერობათა კავშირი.  ჟურნალი  თავისი შინაარსითა და მიმართულებით, არსებითად,  ჟურნალ „კავკასიის ქალაქის“ პირდაპირი გაგრძელებაა. სახელის გარდა, შეიცვალა ჟურნალის რედაქციაც. „კავკასიის ქალაქის“ გამომცემელი იყო მხოლოდ ქალაქთა კავშირი, „ერობა და ქალაქს“ კი დაემატა ერობათა ცენტრალური ბიურო. როგორც ქალაქის, ისე ერობის საკითხები ერთნაირად შეეხებოდა თვითმმართველობას.  ჟურნალის ძირითადი თანამშრომლები იყვნენ:   ს. ავალიანი, ბ. თევზაია, ვ. ახობაძე-ტკაჩევი, პ. გამყრელიძე, ვ. ხახანაშვილი და სხვ. გამოცემის მიზანია ადგილობრივ მმართველობის თეორიული და პრაქტიკული საკითხების გარკვევა-გაშუქება, მისი იდეების განმტკიცება-გაფართოება. ჟურნალში  გამოქვეყნებული წერილები ეხება შემდეგ საკითხებს: ქალაქისა და ერობის ორგანიზაცია, ქალაქების თვითმმართველობები, ფინანსები, წარმოების მუნიციპალიზაცია, მუნიციპალური უფლება, მედიცინა, სანიტარია, სახალხო განათლება, გზები და სხვ. იბეჭდება სხვადასხვა რეგიონიდან გამოგზავნილი კორესპონდენციები. გვხვდება რუბრიკები:  ,,ქრონიკა“, ,,ბიბლიოგრაფია“, ,,სავალდებულო დადგენილებები“.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates