ელინთა დემოკრატიული პარტია - 1919 წ-ის დამფუძნებელი კრების არჩევნებისთვის შექმნილი პოლიტიკური ჯგუფი, რომლის საარჩევნო ნომერი იყო 15. წარდგენილი იყო ათკაციანი პარტიული საარჩევნო სია: სიის პირველი ნომერი იყო ეროვნული საბჭოს წევრი, ექიმი ალექსანდრე მიხაილოვი. არჩევნებში ამ ჯგუფმა საქართველოს მასშტაბით მიიღო მხოლოდ 14 ხმა.