• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი

დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი - დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი წარმოადგენდა საკანონმდებლო ორგანოს მმართველ რგოლს, უძღვებოდა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას, გეგმავდა და წარმართავდა კრების საქმიანობას. პრეზიდიუმის წევრები საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთის მოვალეობასაც ასრულებდნენ. პრეზიდიუმი შედგებოდა თავმჯდომარის, მოადგილეებისა და მდივნებისგან. თავმჯდომარის ადგილი წამყვანი პარტიის (სდპ) კვოტა იყო. პრეზიდიუმში ძირითად საპარლამენტო ფრაქციებს ჰქონდა გამოყოფილი თითო ადგილი (თავმჯდომარის მოადგილის). პრეზიდიუმის წევრები აირჩიეს დამფუძნებელი კრების პირველ სხდომებზე, 1919 წ-ის 12, 14 და 18 მარტს. დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმში პირველ სესიაზე აირჩიეს: თავმჯდომარე - კარლო ჩხეიძე (სდპ), უფროსი მოადგილე - ალექსანდრე ლომთათიძე (სდპ), უმცროსი მოადგილეები - სიმონ მდივანი (სფპ), ექვთიმე თაყაიშვილი (ედპ). უფროსი მდივანი - კოტე ჯაფარიძე; უმცროსი მდივნები - გრიგოლ ნათაძე (სრპ) და ქრისტინე შარაშიძე (სდპ). მოგვიანებით გრიგოლ ნათაძე ესერთა პარტიის კვოტით აირჩიეს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ.

დამფუძნებელი კრების მეორე სესიის დასაწყისში, 1920 წ-ის 16 მარტს დეპუტატებმა კვლავ აირჩიეს პრეზიდიუმი. თავმჯდომარე - კარლო ჩხეიძე (სდპ), მოადგილეები - ალექსანდრე ლომთათიძე (სდპ), სიმონ მდივანი (სფპ), ექვთიმე თაყაიშვილი (ედპ), მდივნები - კოტე ჯაფარიძე და ქრისტინე შარაშიძე (ორივე სდპ). ვინაიდან ესერთა პარტიამ უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, პრეზიდიუმში მათი კუთვნილი ადგილი თავისუფალი დარჩა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates