დამფუძნებელი კრების თვითმმართველობის კომისია - შეიქმნა 1919 წ-ის 29 მარტს. მასში გაწევრიანდნენ: სოციალ-დემოკრატები - დავით ონიაშვილი, მელიტონ რუსია, ივანე ჭავჭანიძე, ილია კოპალეიშვილი, გაბრიელ ცისკარაშვილი, ნიკოლოზ ელიავა, იოსებ სალაყაია. სოციალ-ფედერალისტი - სამსონ ფირცხალავა. ეროვნულ-დემოკრატი - სპ. კედია. სოციალისტ-რევოლუციონერი - ივ. გობეჩია.
კომისია აქტიურად იყო ჩართული თვითმმართველობის რეფორმაში, სამაზრო და სათემო ერობების ფუნქციების ფორმირებაში. 1920 წ-ის მიწურულს საქართველოს დამფუძნებელი კრების თვითმმართველობის კომისიამ განიხილა და დადებითი რეკომენდაცია მისცა საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ახალ პროექტს, რომლის ავტორი იყო პავლე ინგოროყვა.