• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1926

1926

უკან

  

ო ქ მ ი #6

26 იანვარი 1926 წელი.

დაესწრენ: პროფესორები და დოცენტები: პრორექტორი კ. კეკელიძე, შ. ნუცუბიძე, ვ. მოსეშვილი, ს. გოგიტიძე, ა. ნათიშვილი, ი. მოსეშვილი, მ. შალამბერიძე, ჟღენტი, დ. უზნაძე, გ. ჯავახიშვილი, ს. ყიფშიძე, ს. ვირსალაძე, ნ. იოსელიანი, ა. ალადაშვილი, ი. თულაშვილი, გ. ნათაძე, ფ. გოგიჩაიშვილი, მ. პოლიევკტოვი, ა. ჯანელიძე, წერეთელი, გ. ჩუბინაშვილი, ი. თიკანაძე, გ. გეხტმანი, გ. ახვლედიანი, ბ. ღოღობერიძე, ა. ჯავახიშვილი, მ. ასათიანი, ს. ქურდიანი, დ. გედევანიშვილი, ნ. მუსხელიშვილი, ე. ტატიშვილი, ს. ამირეჯიბი, ს. დანელია, ა. ბენაშვილი, გ. ნიკოლაძე, გ. წერეთელი.
უმცროს მასწავლებელთა წარმომადგენელნი: ნიკ. ყიფშიძე, მ. ბექაია, ა. წერეთელი, დ. იოსელიანი, ი. ლომოური, ივ. ყიფშიძე, ს. ყაუხჩიშვილი, ბ. ყავრიშვილი, გ. რცხილაძე, ზ. ყანჩაველი.

თავმჯდომარე: კ. კეკელიძე მდივანი: ვ. ჟღენტი

მოისმინეს: პრორექტორ კ. კეკელიძის მიერ ხსენებული უნივერსიტეტის საქმიანობის წლიური ანგარიში.
დაადგინეს: მოხსენებული ანგარიში დამტკიცდეს.

ა. ბენაშვილი, ზ. ყანჩაველი, ი. მოსეშვილი, ალ. ჯავახიშვილი, ბ. ღოღობერიძე, მ. ბექაია, ივ. თულაშვილი, გეხტმანი, ფ. გოგიჩაიშვილი, ალ. წერეთელი, ს. ყაუხჩიშვილი, კ. კეკელიძე, ვლ. ჟღენტი, ალადაშვილი, გ. ჩუბინაშვილი, ნ. მუსხელიშვილი, ს. ამირეჯიბი, ალ. ნათიშვილი, ს. გოგიტიძე, გ. ახვლედიანი, თიკანაძე, გ. ნათაძე, ვ. მოსეშვილი, მდივანი პროფ. ქუთათელაძე

 

 



ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოს სხდომის
დღიური
#7 მარტი ,,19,, 1926 წ.

დაესწრენ: პროფესორდოცენტები: ივ. ჯავახიშვილი, ა. ბენაშვილი, ა. შანიძე, ი. მოსეშვილი, სვ. გოგიტიძე, ი. ქუთათელაძე, შ. ნუცუბიძე, ა. თვალჭრელიძე, კ. კეკელიძე, ი. თულაშვილი, ჩუბინაშვილი, გეხტმანი, ფ. გოგიჩაიშვილი, ა. ჯანელიძე, ვ. მოსეშვილი, გ. წერეთელი, მ. პოლიევკტოვი, გ. ნათაძე, ი. თიკანაძე, ლ. მელიქსეთბეგი, სვ. ყიფშიძე, ს. ვირსალაძე, მ. ასათიანი, ა. ხარაძე, გ. მუხაძე, ა. ალადაშვილი, გ. ჯავახიშვილი, ნ. კახიანი, ა დიდებულიძე, ა. წერეთელი, ს. ამირეჯიბი, დ. უზნაძე, ნ. მუსხელიშვილი, გ. ახვლედიანი, ალ. ჯავახიშვილი, ვ. ჟღენტი, ა. ნათიშვილი, ბ. ღოღობერიძე, მ. წინამძღვარიშვილი, გედევანიშვილი.
უმცროს მასწავლებელთა წარმომადგენელნი: ზ. ყანჩაველი, მ. ბექაია, ვ. ყიფშიძე, ე. ტატიშვილი, ს. ყაუხჩიშვილი, ნ. ყიფშიძე, ი. ყიფშიძე, კომისარიატების წარმომადგენელნი: ვ. ხოფერია.

თავმჯდომარე: პროფ. ი. ჯავახიშვილი
მდივანი: პროფ. ი. ქუთათელაძე

სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი:
1. განიხილეს: დამტიკცდეს ექ. პეტრე ქავთარაძე ნერვიულ კლინიკის უფროს ასისტენტად. [ფაკ. დადგ. 7/XII 25 წ.]
დაადგინეს: დამტკიცდეს ექ. პ. ქავთარაძე უფროს ასისტენტის მოვალეობის დროებით აღმასრულებლად 3 წლის ვადით.
დაევალოს ფაკულტეტს წარმოადგინოს 1 თვის ვადაში მოსაზრებანი ასისტენტების მოვალეობის შესახებ.
2. განიხილეს: დამტიკცდეს ექ. გრიგოლ გრიგორაშვილი ნერვიულ კლინიკის უმცროს ასისტენტად [ფაკ. დადგენილ. 7/XII 25 წ.]
დაადგინეს: ფორმალურ მოსაზრების გამო შუამდგომლობა დაუბრუნდეს ფაკულტეტს.
3. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ალექსანდრე რუხაძე ნერვიულ კლინიკის ორდინატორად. [ფაკ. დადგ. 7/XII 25 წ.]
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
4. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ანტონ სიჭინავა ბავშვთა კლინიკის ქირურგიულ განყოფილების ორდინატორად, ნაცვლად ექ. ნ. ჭიჭინაძისა. [ფაკ. დადგ. 7/XII 25 წ.]
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
5. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. თადეოზ მამალაძე ჰოსპიტ. თერაპ. კლინიკის ორდინატორად [ფაკ. დადგ. 7/XII 25 წ.]
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს:
6. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. არკადი გოცირიძე ფსიქიატრიულ კლინიკის უმცროს ასისტენტად. [ფა. დადგ. 1/II 26 წ.]
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. დადგენილებას ხმა მისცა 17მა, (13) ცამეტი წინააღმდეგია და 11 (თერთმეტმა) თავი შეიკავა.
7. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ალექსანდრე ოსიძე ქირურგიულ პროპედევტიულ კლინიკის ორდინატორად. სარგო მიეცეს დღიდან ექ. ჯაფარიძის სამსახურიდან განთავისუფლებისა [ფაკ. დადგ. 9/XI და 23/XI 25 წ.]
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
8. განიხილეს: უნივერსიტეტთან დატოვებულს ექ. ლეონტი ელიაშვილს დაენიშნოს სტიპენდია, რომელიც ექ. აბაკელიას მიერ განთავისუფლებულია [ფაკ. დადგ. 8/II 26 წ.]
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
9. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. სერგო ჩახუნაშვილი პროპედევტიულქირურგიულ კლინიკის ორდინატორად. სარგო მიეცეს დღიდან ექ. ბურნაძის თანამდებობიდან განთავისუფლებისა. [ფაკ. დადგ. 22/II 26 წ.]
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
10. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ქეთევან მირიანაშვილი კანის და ვენერიულ კლ. ორდინატორად. სარგო მიეცეს დღიდან ექ. პ. მგალობლიშვილის მიერ თანამდებობის განთავისუფლებისა [9. დადგ. 26/II 26 წ.]
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
11. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ზ. ხუსკივაძე კანისა და ვენერიულ კლინიკის ორდინატორად. სარგო მიეცეს დღიდან ექ. ფხალაძის მიერ თანამდებობის განთავისუფლებისა [ფ. დადგ. 22/II 26 წ.]
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
12. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. თამარ ქალანთაროვის ასული ჰოსპიტ. თერაპევტიულ კლინიკის ორდინატორად [ფ. დადგ. 22/II 26 წ.]
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.

პედაგოგიურ ფაკულტეტის მოხსენებანი:

13. განიხილეს: არჩეულ იქმნეს პროფ. გრიგოლ წერეთელი დამსახურებულ პროფესორად მისი მოღვაწეობის 30 წლის თავის შესრულების გამო. გამოიცეს საიუბილეო სამეცნიერო კრებული ჰუმანიტარული შინაარსისა რომელშიდაც მონაწილეობის საშუალება მიეცეს ყველა მეცნიერს როგორც საქართველოში ისე მთელ საბჭოთა რუსეთში და დასავლეთ ევროპაში.
დაევალოს საგამომცემლო კომისიას კრებულის შესახებ დადგენილების სისრულეში მოყვანა. [ფაკ. დადგ. 16/XII 26 წ.]
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
14. განიხილეს: არჩეულ იქმნეს დოც. ა. ჯანელიძე პროფესორად გეოლოგიის კათედრაზე [ფაკ. დადგ. 16/XII 26 წ.]
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. დადგენილება მიღებულია ერთხმად.
15. განიხილეს: დამტკიცდეს სოფიო ჭრელაშვილი რაოდენობითი და ორგანიული ქიმიის ლაბორატორიის ასისტენტად [ფაკ. დადგ. 12/XI 25 წ.]
დაადგინეს: ფორმალურ მოსაზრების გამო დაუბრუნდეს უკან ფაკულტეტს.
16. განიხილეს: დამტკიცდეს შალვა ამირანაშვილი ხელოვნების ისტორიის კათედრის ასისტენტად [ფაკ. დადგ. 12/XI 25 წ.]
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.

აგრონომიული ფაკულტეტის მოხსენებანი:
17. განიხილეს: აღიარებულ იქმნეს თანახმად თანდართული სიისა აგრონომიულ ფაკულტეტის კურსდამთავრებულად 37 კაცი. [ფაკ. დადგ.]
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.

სოციალურეკონომიურ ფაკულტეტის მოხსენება:
18. განიხილეს: მიენიჭოს გიორგი გამყრელიძეს ეკონომიურ დარგის დამთავრების დიპლომი, დატოვებულ იქმნას იგი საფინანსო მეცნიერების კათედრასთან სამეცნიერო მუშაობისათვის და დაენიშნოს მას სტიპენდია.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
19. განიხილეს: პროფ. ა. ნათიშვილის მოხსენება ვეტერინ. ექიმის ფარცვანიძის მიერ საზოგადოებრივი მედიცინის ხარისხის მოპოვების შესახებ.
სალექტორო გამოცდების ჩაბარება მოხდეს საექიმო ფაკულტეტთან საზოგადოებრივ მედიცინის ბაქტერიოლოგიის ნაწილში. ძირითადი საგნები: ბაქტერიოლოგია და პროტოზოოლოგია. დამხმარე საგნები: ზოგადი პათოლოგია, პათოლოგიური ანატომია, ეპიზოოტოლოგია და ზოოტექნია. აღნიშნულ საგნების ჩაბარება მისცემს ფარცვანიძეს უფლებას წარმოადგინოს სადისერტაციო შრომა საზოგადოებრივი მედიცინის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.
დაადგინეს: დამტკიცდეს როგორც გამონაკლისი.
20. განიხილეს: საქართველოს საკვლევო ინსტიტუტის მომართვა აღნიშნულ ინსტიტუტის საბჭოში უნივერსიტეტის წარმომადგენელის დანიშვნის შესახებ.
დაადგინეს: არჩეულია პროფ. ანდრია ბენაშვილი.
21. განიხილეს: ტფ. სახელმწიფო უნივერსიტეტთან იურისტსტუდენტთა იურიდიული სამეცნიერო წრის გამგეობის მომართვა აღნიშნულ წრის წესდების დამტკიცების შესახებ.
დაადგინეს: წესდება გადაეცეს სოც. ეკონ. ფაკულტეტს განსახილველად.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი
წევრები: კ. კეკელიძე, დ. გედევანივშილი, ზ. ყანჩაველი, გეხტმანი, ი. მოსეშვილი, ს. ამირეჯიბი, ალადაშვილი, ა. ხარაძე, ვირსალაძე, მ. პოლიევქტოვი, მ. წინამძღვრიშვილი, ი. ყიფშიძე, გ. რცხილაძე, ივ. თულაშვილი ივ. თიკანაძე, ს. გოგიტიძე, ვ. ჟღენტი
მდივანი პროფ. ი. ქუთათელაძე

 



ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საბჭოს სხდომის დღიური
#[8]

7 მაისი 1926 წ.

დაესწრენ პროფესორდოცენტები: ა. ალადაშვილი, კ. კეკელიძე, ი. ქუთათელაძე, ა. დიდებულიძე, ი. მოსეშვილი, დ. უზნაძე, გ. ნათაძე, ს. ქურდიანი, მ. შალამბერიძე, ი. თულაშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, გ. გეხტმანი, ს. ვირსალაძე, მ. პოლიევკტოვი, გ. ჯავახიშვილი, ს. ამირეჯიბი, ი. ჯავახიშვილი, ს. დანელია, ვ. მოსეშვილი, ალ. ჯანელიძე, ა. მაჭავარიანი, ი. თიკანაძე, გ. მუხაძე, ს. გოგიტიძე, ვ. ჟღენტი, გ. ახვლედიანი, ლ. ანდრონიკაშვილი, ს. ყიფშიძე, ნ. კახიანი, დ. გედევანიშვილი, ა. ხარაძე, ა. რაზმაძე, მ. წინამძღვრიშვილი, გ. ჩუბინაშვილი, ბ. ღოღობერიძე, დანელია.
უმცროს მასწავლებელთა წარმომადგენელნი: მ. ბექაია, ილ. ყიფშიძე, გ. რცხილაძე, ზ. ყანჩაველი, ს. ყაუხჩიშვილი, ე. ტატიშვილი, მ. მგალობლიშვილი, ვ. ყიფშიძე, ა. წერეთელი, ი. ლომოური, ა. ვაჩეიშვილი.
სტუდენტთა წარმომადგენელი: ს. კიკაბიძე.

თავმჯდომარე: პროფ. ივ. ჯავახიშვილი
მდივანი: პროფ. ი. ქუთათელაძე

განიხილეს: დებულებანი სამეცნიერო ხარისხის მოპოვებისათვის.
დაადგინეს: დამტკიცდეს შემდეგი დებულებანი შემდეგი შესწორებებით:
განიხილეს: მუხლები 1, 2, 3, 4, 5, და 6
დაადგინეს: მუხლები 1, 2, 3, 4, 5 და 6 დამტკიცდეს.
განიხილეს: მუხლი 7.
დაადგინეს: მუხლი 7. სადოქტორო ზეპირი გამოცდების ჩაბარება შეიძლება უნივერსიტეტში სწავლის დამთავრებიდან არა უადრეს ორი წლის.
პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე: უმაღლეს სწავლის დამთავრების შემდეგ საიჭროა მიღება 3 წლის პრაქტიკული სტაჟი სადოქტორო გამოცდებზე დასაშვებათ.
განიხილეს: მუხლი 8
დაადგინეს: მუხლი 8. გამოსაცდელმა უნდა წარუდგინოს უნივერსიტეტის რექტორს თხოვნა, უმაღლესი განათლების საბუთებისა და ერთი შრომის თანდართვით.
ამ მუხლის შესახებ პროფ. ა. ჯანელიძე განსაკუთრებულ აზრისა არის. პროფ. ა. ჯანელიძის აზრით მეცნიერული მუშაობის ბუნების და ყველა განათლებულ ქვეყნის პრაქტიკის მიხედვით, საბუნებისმეტყველო დარგებში სრულიად შეუძლებელია გამოცდებზე დაშვებულ იქმნას პირი, რომელსაც ერთი წლის სალაბორატორიო სტაჟი მაინც არა აქვს.
განიხილეს: მუხლი 9.
დაადგინეს: მუხლი 9. სადოქტორო გამოცდების საგნები განიყოფებიან მთავარსა და დამხმარე საგნებად, რომელთა ნუსხას და წესრიგს იმუშავებს ფაკულტეტი, ხოლო ადასტურებს პროფესორთა საბჭო.
განიხილეს: მუხლი 10.
დაადგინეს: მუხლი 10 დამტკიცდეს.
განიხილეს: მუხლი 11.
დაადგინეს: მუხლი 11. ამ მუხლში სიტყვა ,,გამოყოფილი~ შეიცვალოს სიტყვით ,,შედგენილი~. მე11 მუხლს დაემატოს: გამოცდები შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს სამი სემესტრისა.
განიხილეს: მუხლი 12, 13 და 14
დაადგინეს: მუხლები 12, 13 და 14 დამტკიცდეს.
განიხილეს: მუხლი 15.
დაადგინეს: მუხლი 15. ზეპირი გამოცდების გათავების შემდეგ, არაუგვიანეს ხუთი წლისა დოქტორის ხარისხის მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს ფაკულტეტში დაბეჭდილი სადისერტაციო შრომა, ორმოცდა ათ ცალად მაინც მის მიერ არჩეული სამეცნიერო დარგიდან.
სამეცნიერო ხარისხის მოპოვებისათვის დებულებათა შემდეგი მუხლების განხილვა გადაიდო შემდეგი სხდომისათვის.

თავმჯდომარე: კ. კეკელიძე, ს. გოგიტიძე, ალადაშვილი, ს. დანელია, ივ. თულაშვილი, გეხტმანი, ა. დიდებულიძე, ვლ. ჟღენტი, გ. მუხაძე, გ. ჯავახიშვილი, ვ. მოსეშვილი, ს. ამირეჯიბი, ს. ქურდიანი, ბ. ღოღობერიძე, გ. ჩუბინაშვილი, ივ. თიკანაძე, ასათიანი, ა. რაზმაძე
მდივანი: ი. ქუთათელაძე

 

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საბჭოს სხდომის ოქმი
# [9]

,,28~ მაისი, 1926 წ.

დაესწრენ: პროფესორები და დოცენტები: კ. ბახტაძე, ა. შანიძე, გ. ნათაძე, გ. ჩუბინაშვილი, ჟღენტი, გ. ჯავახიშვილი, მ. შალამბერიძე, გეხტმანი, მ. პოლიევკტოვი, ივ. თულაშვილი, კ. კეკელიძე, შ. ნუცუბიძე, გ. ახვლედიანი, ნ. იოსელიანი, გ. წერეთელი, ს. ქურდიანი, პ. მელიქიშვილი, ს. გოგიტიძე, ვ. მოსეშვილი, ი. მოსეშვილი, ნ. მუსხელიშვილი, ა. რაზმაძე, ა. ბენაშვილი, დ. უზნაძე, სვ. ყიფშიძე, ა. მაჭავარიანი, ჭიჭინაძე, ი. ჯანდიერი, ალადაშვილი, ასათიანი, ნიკოლაძე, ი. ქუთათელაძე, გ. მუხაძე, ბ. ღოღობერიძე
უმცროს მასწავლებელთა წარმომადგენელნი: ილ. ყიფშიძე, ალ. წერეთელი, ე. ტატიშვილი, ზ. ყანჩაველი, ს. ყაუხჩიშვილი, ა. ვაჩეიშვილი, მ. ბექაია, მ. მგალობლიშვილი.
სტუდენტთა წარმომადგენელი: იროდი ბელქანია, ბესარიონ ჟღენტი, ბუაჩიძე პ.

თავმჯდომარე: პროფ. კ. კეკელიძე
მდივანი: პროფ. ი. ქუთათელაძე

1. განიხილეს: დებულებანი სამეცნიერო ხარისხის მოპოვების შესახებ.
დაადგინეს: გადაიდოს შემდეგი სხდომისათვის:

პედაგოგიური ფაკულტეტის მოხსენებანი:

2. განიხილეს: შემოღებულ იქმნეს პედაგოგიურ ფაკულტეტზე ტექნიკურ ქიმიის კურსი და მისი წაკითხვა მიენდოს ორგანიულ ქიმიის კათედრის ასისტენტს მელქისედექ ბექაიას.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
3. განიხილეს: დატოვებულ იქმნეს უნივერსიტეტში ბ. სერგი ჯიქია თურქული ენის შესასწავლად და დაენიშნოს მას სტიპენდია ა.წ. 1 მარტიდან, რომელიც განთავისუფლდა სვ. ჯანაშიას ლექტორად დამტკიცების გამო.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
4. განიხილეს: ახალ ისტორიის კათედრასთან დატოვებულს ბ. ა. ნამორაძეს გაუგრძელდეს ვადა კიდევ ერთი წლით.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
5. განიხლეს: წარვლინებულ იქმნეს დოცენტი გ. ნიკოლაძე იტალიაში სამეცნიერო მიზნით 1 წლის ვადით და გამოთხოვილ იქმნეს ამ მიზნისათვის სახ. განათლების კომისარიატიდან სათანადო თანხა.
დაადგინეს: წარვლინებულ იქმნეს გ. ნიკოლაძე იტალიაში სამეცნიერო მიზნით მის ხარჯით.
6. განიხილეს: დამტკიცდეს ორგანიულ ქიმიის და რაოდენობითი ანალიზის ლაბორატორიის ასისტენტად სოფიო ჭრელაშვილი 1925 წ. 1 ნოემბრიდან /ფაკ. დადგ. 1925 წ. 24/12/.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
7. განიხილეს: დამტკიცდეს უნივერსიტეტში დატოვებული სვ. ჯანაშია აფხაზურ ენის ლექტორად ა.წ. 1 მარტიდან /ფაკ. დადგ. 13/3 26 წ.)
დაადგინეს: დამტკიცდეს.

სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი:
8. განიხილეს: დამტკიცდეს დებულება სამკურნალო ფაკულტეტის პრივატდოცენტთათვის.
დაადგინეს: გადაიდოს
9. განიხილეს: დამტკიცდეს ფაკულტეტის წევრებათ: მგალობლიშვილი მ., წულუკიძე ალ., ყიფშიძე ნიკ.., ქავთარაძე პ., ზაქარაია ეფრემი, და დიდებულიძე გრ. კანდიდატებათ: მაისურაძე ზ. და ტყავაძე მ.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
10. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. თ. კობიაშვილი დიაგნოსტიკის კლინიკის ორდინატორად. /ფაკ. დადგ. 15/3, 26 წ./
დაადგინეს: დამტკიცდეს.
11. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ვ. ოთხმეზური ფაკულტ. ქირურგიულ კლინიკის ორდიანტორად /ფაკ. დადგენ. 15/3 26 წ./
დაადგინეს: დამტკიცდეს.
12. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ვ. ვეფხვაძე ჰოსპიტ. ქირურგიულ კლინიკის ორდინატორად /ფაკ. დადგენ. 15/3 25 წ./
დაადგინეს: დამტკიცდეს.
13. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ნ. ჩირაძე შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კლინიკის ორდიანტორად /ფაკ. დადგ. 5/4 1926 წ./
დაადგინეს: დამტკიცდეს.
14. განიხილეს: დატოვებულ იქმნას ჰოსპიტალურ ქირურგიულ კლინიკასთან ექ. ვ. ხაზარაძე მოსამზადებლად ერთი წლის ვადით უსტიპენდიოთ საერთო წესით /ფაკულტ. დადგენ. 15/326 წ./
დაადგინეს: დამტკიცდეს.
15. განიხილეს: დატოვებულ იქმნას ექ. დ. ბერეჟიანი მოსამზადებლად ფაკულტეტის ქირურგიულ კლინიკასთან უსტიპენდიოთ ერთი წლის ვადით. /ფაკ. დადგენილება 15/326 წ./
დაადგინეს: დამტკიცდეს.
16. განიხილეს: დამტკიცდეს პროფ. ვ. ჟღენტი ფაკულტეტის მდივნად ა.წ. 17 მაისიდან /ფაკ. დადგ. 17 526 წ./
დაადგინეს: დამტკიცდეს.
განიხილეს: პოლიტექნიკური ფაკულტეტის მოხსენებანი:
17. განიხილეს: დამტკიცდეს ინჟ. ალ. ჭრელაშვილი ღრმა ბურღვის და ნავთის ექსპლოატაციის კურსის ლექტორად.
18. განიხილეს: დამტკიცდეს ინჟ. ნიკოლოზ გვარამაძე ხის და ქვის ხიდეების კურსის ლექტორად.
19. განიხილეს: დამტკიცდეს ინჟ. შალვა ლიაძე მელიორაციის კურსის ლექტორად.
20. განიხილეს: დამტკიცდეს ინჟ: ალ. ჩიქოვანი მასალათა გამძლეობის კურსის ლექტორად.
21. განიხილეს: დამტკიცდეს დავით პაპიტაშვილი რკინის გზის ექსპლოატაციის კურსის ლექტორად.
22. განიხილეს: დამტკიცდეს ინჟ. ლევან ხიზანაშვილი უმაღლეს დამძაფრულობის ტექნიკის და ელექტრო ენერგიის გადაცემის კურსის ლექტორად.
23. განიხილეს: დამტკიცდეს ნიკოლოზ აკინფიევი თერმოდინამიკის და ჰიდრავლიკის კურსის ლექტორად.
დაადგინეს: 17, 18, 19, 20, 21, 22, 23 საკითხები ფორმალურ მოსაზრების მიზეზისა გამო დაუბრუნდეს ფაკულტეტს.
24. განიხილეს: დამტკიცდეს ივანე გვარაშვილი მექანიკა[...]/ასისტენტად 1925 წ. 1 დეკემბრიდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
სოციალურ ეკონომიური ფაკულტეტის მოხსენებანი:
25. განიხილეს: ფატმან გოკიელს და იოსებ მრევლიშვილს, რომელთაც დაამთავრეს იურიდიული დარგი მიეცეთ სათანადო დიპლომი.
დაადგინეს: მიეცეს.
26. განიხილეს: ვიქტორ მხეიძეს, ვასილ კორძაიას და აკაკი კალაძეს, რომელთაც დაამთავრეს ეკონომიური დარგი მიეცეს მათ სათანადო დიპლომი.
დაადგინეს: მიეცეს.
აგრონომიული ფაკულტეტის მოხსენებანი:
27. განიხილეს: მოიხსნას ანალიტიკურ ქიმიაში ზეპირი გამოცდები.
დაადგინეს: ანალიტიკურ ქიმიაში ზეპირი გამოცდების მოხსნაში უარი ეთქვას ფაკულტეტს.
28. განიხილეს: აღიარებულ იქმნას ე. ასათიანი აგრონომიული ფაკულტეტის სრულ კურს დამთავრებულად და მიეცეს სათანადო დიპლომი.
დაადგინეს: მიეცეს დიპლომი.

თავმჯდომარე: კ. კეკელიძე, ი. ჯანდიერი, გ. ნათაძე, ს. ყაუხჩიშვილი, ნ. იოსელიანი, გიორგი ჯავახიშვილი
მდივანი პროფ. ი. ქუთათელაძე

 

 



ტფილისის სახელმწ. უნივერსიტ. რექტორის და გამგეობის წევრთა არჩევის ოქმი[#10]

თანახმად უნივერსიტეტ. ახალი წესდებისა
21 ივნისი, 1926 წ.

თანახმად განათლების სახალხო კომისრის მოწერილობისა ა/წ 16/VI #1388 და 18/VI 13955 საბჭოს სხდომას დაესწრენ:
ძველი გამგეობის წევრები: კ. კეკელიძე, შ. ნუცუბიძე, პ. მელიქიშვილი, გრ. მუხაძე, გრ. ნათაძე, ა. ბენაშვილი, ი. თალაკვაძე, ა. იოვიძე, ალ. თათარიშვილი, მონიავა და ცხაკაია.
პროფ. წარმ. საბჭოში: ა. რაზმაძე, ალ. ნათიშვილი, ნ. მუსხელიშვილი, გ. გეხტმანი, ნ. იოსელიანი, უნცრ. მასწ. წარმ: მ. მგლოველი, ალ წერეთელი, ნ. ყიფშიძე, ი. ყიფშიძე, თ. ლომოური, დაინტ. კომის. წარმომადგენელნი: პ. საყვარელიძე [...] , ნ. კახიძე(შ.ს. კომი), არ. მიქაძე, მ. კვარაცხელია (მ./მ. ინსპექტ), ლ. ფანცხავა (ფინ. კომის), ძამნაშვილი /მიწ. მ/კომ/, ნ. კუჭავა (იუსტ.კომ.), მ. ტოროშელიძე (კოოპერაცია), ექ. ი. ჭიჭინაძე (ჯანმრ. სახ.კომ.), პროფ. კავ. წარმომადგენელნი: მარიამიძე (კოპ. მეურნ. კ), ერ. კალანდაძე [...] , ივ. პოღოსოვი, სტ. წარ. კიკაბიძე ნიკ., კიკაბიძე ს., მდივანი სერგო, [...]

თავმჯდომარე: კ.კეკელიძე მდივანი:

1. განიხილეს: რექტორის თანამდებობაზე კანდიდატის დასახელების საკითხი.
მალაქია ტოროშელიძის მიერ დასახელებულ იქნა აღნიშნულ თანამდებობაზე თევდორე ღლონტი.
დაადგინეს: თევდორე ღლონტი რექტორის თანამდებობაზე ერთხმად იქნა არჩეული თანახმად წესდებისა. წარედგინოს განათლების სახალხო კომისარს დასამტკიცებლად.
2. განიხილეს: გამგეობის წევრების თანამდებობაზე კანდიდატების დასახელების საკითხი.
წარმოდგენილია ორი სია, პირველი პ. საყვარელიძის მიერ: კ. კეკელიძე, შ. ნუცუბიძე, პ. მელიქიშვილი, ა. რაზმაძე, გრ. მუხაძე, ი. ყიფშიძე, ი. თალაკვაძე, ალ. ერქომაიშვილი, სულაქველიძე (ერთიც გაერთიანებულ მუშფაკიდან). მეორე სიაში: ალადაშვილი, ნუცუბიძე, ჯანდიერი, მუხაძე, წერეთელი ალ., ყიფშიძე ნიკ., თალაკვაძე ი., ერქომაიშვილი ალ., ი. ლომიძე [...] .
დაადგინეს: გამგეობის წევრებად არჩეულ იქმენ შემდეგი პირნი: დამს. პრ. პ. მელიქიშვილი (ერთხმად), შ. ნუცუბიძე (38 ხმა), პრ. გრ. მუხაძე [...] , ი. თალაკვაძე (35 ხმა), ალ. ერქომაიშვილი (34 ხმა), ა. რაზმაძე 31 ხმა – 9 თავი შეიკავა, კ. კეკელიძე, 31 ხმა – 9 თავი შეიკავა, ი. ყიფშიძე – 26 ხმა – 10 თავი შეიკავა, სულაქველიძე 23 ხმა, დანარჩენმა თავი შეიკავა. კანდიდატებად არჩეულ იქნენ: ნიკ. ყიფშიძე 31 ხმა – 9 თავი შეიკავა, სტ. დ. ცხაკაია 30 ხმა – 10 თავი შეიკავა, სტუდ. ი. მონიავა 28 ხმა. წარედგინოს განათლების სახალსო კომისარს დასამტკიცებლად როგორც ამას ახალი წესდება მოითხოვს.

კ.კეკელიძე, ნ. ოკუჯავა, შ. ნუცუბიძე, პ. საყვარელიძე, ი. იოვიძე, [...] , მ. ტოროშელიძე, მ. კვარაცხელია, ნ. კახიძე, მ. ძამნაშვილი, ერმ. კალანდაძე, არჩილ მიქაძე, ი. თალაკვაძე, პ. მელიქიშვილი, ალ თათარიშვილი, [...] , ვ. პოღოსოვი, ი. მოსეშვილი, ს. მდივანი, ალექს. ფანცხავა, ნ. მუსხელიშვილი, ა. რაზმაძე, ნ. ურუშაძე, ა. ბენაშვილი, ივ. ყიფშიძე, მ. მგელაძე, ნ. კიკაბიძე, დ. ცხაკაია, [...] , გ. მუხაძე

 

 

  წყარო:  "ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფესორთა საბჭოს ოქმები", გამოსაცემად მოამზადეს მანანა ლილუაშვილმა და ზურაბ გაიპარაშვილმა, თბ., უნივერსალი, 2006

 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates