• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები

1918

უკან

ქ ა რ თ უ ლ ი  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.

საბჭო

ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი

N-06                                      

“3” იანვარს 1918 წ.

                სხდომა დაიწყო დღისით “12.30” საათზე

დაესწრენ: ე. თაყაიშვილი, კ. კეკელიძე, პ. მელიქიშვილი,  ი. ყიფშიძე, ა. შანიძე, ი. ჯავახიშვილი.

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი             მდივანი: ა. შანიძე

1. განსახილველი საგანი: ლექციების ნუსხა პირველ სემესტრში და მათი განაწილება:

 ივ. ჯავახიშვილმა წაიკითხა კომისიის მიერ შედგენილი ნუსხა პირველი სემესტრის ლექციებისა და მათი განაწილება.

განაჩენი: მოწონებული იქმნა.

2. განსახილველი საგანი: სტუდენტებისა და თავისუფ. მსმენელთა სალექციო წიგნაკების შედგენა და დაბეჭდვა.

განაჩენი: მიენდო ი. ყიფშიძეს და ა. შანიძეს ამ საქმის მოგვარება.

3.  განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის წესდების განხილვა.

  ივ. ჯავახიშვილმა დაიწყო მის მიერ შედგენილი საუნივერსიტეტო წესდების კითხვა, მაგრამ დროს უქონლობის გამო წესდების მთლად განხილვის საქმე სხვა დროისთვის გადაიდო. ახლა კი წაკითხულ იქმნა მხოლოდ ის თავი, რომელიც ორგანოებს შეეხება.

განაჩენი: უნივერსიტეტის ორგანოების შესახებ აზრთა გაცვლაგამოცვლის შემდეგ მიენდოს ბ. ივ. ჯავახიშვილს კრებაზე გამოთქმული აზრების მიხედვით რამოდენიმე ცვლილება შეიტანოს წესდებაში და წარმოადგინოს შემდეგ კრებაზე დასამტკიცებლად.

4. განსახილველი საგანი: ბოდბის მონასტერში არსებულ სასწავლებელში კურსდამთავრებულთა მიღების შესახებ.

განაჩენი: მიღებულ იქმნან საოსტატო სემინარიაში კურსდამთავრებულთა მსგავსად (იხ. 19 დეკემბრის ოქმი).

  მდივანი: ა. შანიძე

 

ქ ა რ თ უ ლ ი  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.

საბჭო

ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი.

N-07                                      

“10” იანვარს 1918 წ.

სხდომა დაიწყო შუადღის  “12” საათზე

დაესწრენ: ი. აბულაძე, ფ. გოგიჩაიშვილი, ე. თაყაიშვილი, პ. მელიქიშვილი, შ. ნუცუბიძე, კ. კეკელიძე, ი. ყიფშიძე, ა. შანიძე,    ი. ჯავახიშვილი.

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი              მდივანი: ა. შანიძე

1. განსახილველი საგანი: აუდიტორიების მოწყობა (საჯდომები, ელექტრონი, გათბობა)

განაჩენი: დაუკვეთოთ საჯდომი სკამების გაკეთება ჴელოსანს კაკაბაძეს, რომელიც სულ მოკლე ხანში, უნივერსიტეტის გაჴსნამდე, გვპირდება 40 ცალი საჯდომის ჩაბარებას.

  ელექტრონის შესახებ მოლაპარაკება გაიმართოს ელექტრონის სადგურთან და გიმნაზიის გამგე კომიტეტთანაო (ეს საქმე მიენდო ა. შანიძეს). გათბობას ჯერჯერობით თავი დავანებოთო. 

2. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის გაჴსნის თადარიგი.

გამოითქვა აზრი, რომ გაჴსნილ იქმნას 26 იანვარს (დავით აღმაშენებლის დღეს, რომლის სახელზეა აშენებული ქართ. გიმნაზიის ეკლესია), რადგან 14 იანვრისათვის ვერ მოესწრება.

  უნივერსიტეტის გაჴსნაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ქ. საუნივერსიტეტო საზოგადოების გამგეობამ და გაჴსნის დროს მოწვეულ უნდა იქმნეს ეროვნული საბჭო, უმაღლეს სასწავლებლების (პოლიტეხნიკუმი, ქალთა უმაღლესი კურსები) წარმომადგენელნი და სხვა და სხვა კულტურულგანმანათლებელ საზოგადოებათა წარმომადგენლები და აგრეთვე უცხოელები.

განაჩენი: საბოლოოდ არაფერი დადგენილება ყოფილა ამის შესახებ.

3. განსახილველი საგანი: კვლავ ლექტორების შესახებ:

  დასახელებულ იქმნენ ლექტორებად: ინგლისური ენისათვის ქნი ვანდა ღამბაშიძე, ფრანგულისათვის  ქნი ელისაბედ ორბელიანი და გერმანულისათვის ბატ. ილია ყიფშიძე.

განაჩენი: საბოლოოდ არაფერი დადგენილება ყოფილა ამის შესახებ.

4. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის წიგნთსაცავისათვის.

  ივ. ჯავახიშვილმა წაიკითხა მისი წერილი შავი ქვის საბჭოსადმი მიწერილი, სადაც ნათხოვნია, რომ საბჭომ უნივერსიტეტს დაუთმოს ის წიგნები, რომელიც მას საგანგებოდ ჰქონდა შეძენილი საქართველოს წარსულისა და აღმოსავლეთის ქვეყნების შესახებ.

  მსჯელობის დროს გამოირკვა, რომ შავი  ქვის საბჭოს ჰქონია აგრეთვე მინერალოგიური კაბინეტი და ფისიკური და ქიმიური ლაბორატორიები.

განაჩენი: საბოლოოდ არაფერი დადგენილება ყოფილა ამის შესახებ.

5. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის ბლანკების დაბეჭდვა.

განაჩენი: დაიბეჭდოს ბლანკები ასეთი ზეწარწერით: “ქართული უნივერსიტეტი თფილისში”.

6. განსახილველი საგანი: კრებას მოჴსენდა, რომ ილია ჭყონიას განუცხადებია სიტყვიერად, რომ უნივერსიტეტმა ნება დაჰრთოს, რომ მსმენელად ჩაწერა მასთანაც შეიძლებოდეს.

განაჩენი: წინადადება უარყოფილ იქმნა.

7. განსახილველი საგანი: იუსტინე აბულაძემ შუამდგომლობა აღძრა, სპარსეთში მივდივარ და სპარსული ნაბეჭდი და ჴელნაწერი წიგნების შესაძენად 300 მანეთი მომეცითო.

განაჩენი: დაადგინეს მიეცეს თხოვნისამებრ 300 მანეთი.

 მდივანი: ა. შანიძე

* ივ. ჯავახიშვილმა ამასთანავე კრებას მოაჴსენა, რომ ბატონ ლაგრანჟს შემოუთვლია, რომ ჩვენს უნივერსიტეტს შეუძლია საფრანგეთიდან, პასტერის ინსტიტუტიდან, ბაქტერიოლოგიური კაბინეტი მი [.........]

 

ქ ა რ თ უ ლ ი  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.

პროფესორთა  საბჭო

ს ხ დ ო მ ი ს   დ ღ ი უ რ ი

N-1                                                                        

“13” იანვარს 1918 წ.

სხდომა დაიწყო დილის  “11. 30” საათზე

(ქართ. გიმნაზიის შენობაში)

დაესწრენ: ფ. გოგიჩაიშვილი, ე. თაყაიშვილი, პ. მელიქიშვილი,  შ. ნუცუბიძე, კ. კეკელიძე,  ი. ყიფშიძე, ა. შანიძე, ი. ჯავახიშვილი.

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი             მდივანი: ა. შანიძე

1. განსახილველი საგანი: წაკითხულ იქმნა ქართული უნივერსიტეტის ძირითადი დებულებანი, უკვე დამტკიცებულნი ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ.

განაჩენი: დამტკიცება მიღებულ იქმნა ცნობად.

2. განსახილველი საგანი: წაკითხულ იქმნა ახალი (შესწორებული) რედაქცია წესდების იმ ნაწილისა, სადაც უნივერსიტეტის ორგანოებზეა საუბარი.

განაჩენი: წესდების ეს ნაწილი დამტკიცებულ იქმნა.

3. განსახილველი საგანი: აუდიტორიების მოწყობის საკითხი.

 ბ. ივ. ჯავახიშვილმა კრებას მოაჴსენა, რომ მან საჯდომი სკამები უკვე შეუკვეთა ჴელოსანს, რომელიც წერილობით დადებული ჴელშეკრულობის ძალით მოვალეა 24 ამ თვეს ჩაგვაბაროს სულ ცოტა 30 ცალი.

  სააუდიტორიო ოთახები და კორიდორები ბ. ივ. ჯავახიშვილს დაუთვალიერებია ინჟ. გ. ქურდიანთან ერთად. აქ წინად თავადაზნაურობას საავადმყოფო ჰქონია გამართული ომში დაჭრილთათვის. შენობა საშინელ მდგომარეობაში ყოფილა და მის შეკეთებას კარგა დიდი თანხა მოუნდება. ლაზარეთის სალიკვიდაციო კომისიის წევრთან ისე შეთანჴმებულან, რომ მთელს ხარჯს, რაც კი შენობის შეკეთებას მოუნდება თავადაზნაურობა გაიღებს. ხარჯთაღრიცხვის შედგენას ინჟენერი გ. ქურდიანი კისრულობს. ამ ხარჯთაღრიცხვას ჩვენ წარვუდგენთ და ფულს მივიღებთო. ამას გარდა, ჩვენს განკარგულებაში გადმოდის მთლად ელექტრონის მოწყობილობაო.

განაჩენი: მიღებულ იქმნა ცნობად.

4. განსახილვილი საგანი: ლექტორთა მოწვევის საკითხი

ა) გერმანული ენისათვის.

  ბ. ჯავახიშვილმა მოაჴსენა კრებას, რომ იგი მოელაპარაკა ბ. ართურ ლეისტს და უკანასკნელი თანახმა ყოფილა ემსახუროს ქართულ უნივერსიტეტს, რითაც კი შეუძლია.

განაჩენი: ცნობად.

ბ). ინგლისური ენისთვის.

 ბ. ივ. ჯავახიშვილმა კრებას მოაჴსენა, რომ მოლაპარაკება ჰქონია ქნ ვანდა ღამბაშიძესთან, რომელიც თანაჴმა ყოფილა, ლექტორობა იკისროს.

განაჩენი: ცნობად.

გ). არაბული ენის ლექტორის შესახებ აკაკი შანიძემ განაცხადა რომ მას ცნობა უნდა მოჰსვლოდა ბათუმიდან ჰასან აბაშიძისაგან მოლა ცივაძის შესახებ, მაგრამ ჯერ არავითარი ცნობა არ მიმიღიაო.

დ). კრებამ სასურველად სცნო ახალი სომხურისათვის ლექტორის მოწვევა.

განაჩენი: და დაადგინა, მოწვეულ იქმნას ბ. მელიქსეტბეკიანი, უკეთუ ამისთვის   ამ თავითვე ფინანსიური დაბრკოლება არ აღმოჩნდება.

5. განსახილველი საგანი: ბანკიდან ფულის გამოტანის წესრიგი.

განაჩენი: დაადგინეს: ქაღალდი ყოველთვის ხელმოწერილი უნდა იყოს რექტორისა და საბჭოს მდივნის მიერ.

6. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის გაჴსნის დრო და წესრიგი. რადგანაც უნივერსიტეტის გაჴსნა 14 იანვარისათვის, ტეხნიკურ დაბრკოლებათა გამო ვერ მოჴერხდა, ამიტომ კრებამ საბოლოოდ დაადგინა:

განაჩენი: უნივერსიტეტი გაიჴსნას 26 იანვარს, დავით აღმაშენებლის დღეს: ამ დღეს უნივერსიტეტის გაჴსნისას საგენგობო სიტყვა უნდა იყოს წარმოთქმული.

  გაჴსნის წესრიგის საბოლოოდ შემუშავება და საპატიო წევრთა მოწვევის საკითხის განხილვა შემდეგისათვის გადაიდოს.

7. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის გამგეობის წევრთა არჩევნები:

  ა. რექტორისა

  ბ. სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანისა და

  გ. პროფესორთა საბჭოს მდივნისა

განაჩენი: ერთჴმად არჩეულ იქმნენ:

  ა. რექტორად დამსახურებული პროფესორი პეტრე მელიქიშვილი

  ბ. სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანად პროფ. ივ. ჯავახიშვილი და

  გ. პროფესორთა საბჭოს მდივნად პროფ. იოსებ ყიფშიძე

8. განსახილველი საგანი: ხაზინადრის არჩევნები.

განაჩენი: ხაზინადრობა, კრების ერთსულოვანი თხოვნით, იკისრა პროფესორმა ფილიპე გოგიჩაიშვილმა.

მდივანი: ა.შანიძე

 

ქ ა რ თ უ ლ ი  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.

პროფესორთა   საბჭო

ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი

N-2                                    

“17” იანვარი, 1918 წ.

სხდომა დაიწყო დღის  “1” საათზე

დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, ანდ. ბენაშვილი, კ. კეკელიძე, ა. შანიძე, ი. ყიფშიძე,

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი            მდივანი: ი. ყიფშიძე

1. განსახილველი საგანი: წაკითხულ და დამტკიცებულ იქნა წინა კრების ოქმი.

2. განსახილველი საგანი: ლექციების განაწილება.

განაჩენი: მიენდო გამგეობას.

3. განსახილველი საგანი: პროფესორებისა და ლექტორების მოწვევა.

განაჩენი: მიენდო გამგეობას მოელაპარაკოს ნ. დუბროვსკის იკისრებს თუ არა ლექციების კითხვას მსოფლიო ისტორიიდან ქართულ უნივერსიტეტში. ა. შანიძემ იკისრა ბათუმს წასვლა და იქ ქართველ მაჰმადიანებში ისეთი პირის გამოძებნა, რომელმაც არაბული ენა იცოდეს და უნივერსიტეტში ლექტორობა შეძლოს.

4. განსახილველი საგანი: ივ. ჯავახიშვილმა მოახსენა საბჭოს, რომ არტურ ლეჲსტი თანაჴმაა გერმანული ენის ლექტორობა იკისროს მხოლოდ უფროს ჯგუფთან და უმცროსი ჯგუფისათვის კი საჭირო იქნება სხვა ვისიმე მოწვევაო, მაგ. ილია თევდორიესძის ურუშაძისა, რომელიც თანაჴმაა ამ ადგილზეო.

განაჩენი: საბჭომ შესაძლოდ ვერა სცნო უსახსრობისა გამო ერთს ენაში ორი ლექტორი მოიწვიოს და სთხოვა ივ. ჯავახიშვილს ჴელახლა მოელაპარაკოს არტურ ლეჲსტს რომ მან იკისროს ორივე ჯგუფთან მეცადინეობა თუ არა და მოიწვიოს ილია ყიფშიძე.

5. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის გახსნის მოწყობა.

განაჩენი: გაიხსნას 26 იანვარს, დაიბეჭდოს საგანგებო მოსაწვევი ბარათები სამს ენაზედ  ქართულსა, ქართულრუსულსა და ქართულფრანგულსა (იხ. “უნივერსიტეტის გახსნის დღის” ქაღალდებში). მოსაწვევ პირთა და დაწესებულებათა სიის შედგენა მიენდოს გამგეობას. პარაკლისი გადახდილ იქნას ეკლესიაში, ხოლო უნივერსიტეტი გაიხსნას საუნივერსიტეტო დარბაზში პირველ საათზედ. უნივერსიტეტი გახსნას ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარემ, შემდეგ სიტყვას წარმოსთქვამს რექტორი. მდივანი წაიკითხავს უნივერსიტეტის დაარსების მოკლე ისტორიას, დასასრულ დეკანი წარმოსთქვამს სიტყვალექციას.

6. განსახილველი საგანი: გამგეობის მდივნისა და მდივნის თანაშემწის მოწვევა. 

განაჩენი: მიენდო გამგეობას მოიწვიოს მდივნად ან დავითაშვილი ან ლადო გეგჭკორი, ხოლო მდივნის თანაშემწედ ვანო გველესიანი, ჯილდო მდივანს სამასი (300) მანეთი თვეში, თანაშემწეს კი  ხუთმეტი თუმანი (150 მ.)

7. განსახილველი საგანი: პროფესორთა და ლექტორთა ჯამაგირები.

განაჩენი: პროფესორებს მიეცეს თვეში ხუთასხუთასი მანეთი, ხოლო ლექტორებს სამასსამასი. პროფესორებს ჯამაგირები მიეცესთ 1918 წლ. 1 იანვრიდან, ლექტორებს კი იმ დღიდან როდესაც მუშაობას შეუდგებიან. ჯამაგირები რიგდებოდეს  ყოველი თვის ხუთმეტში.

8. განსახილველი საგანი: წაკითხულ იქნა ექიმის ვახტანგ ღამბაშიძის მოხსენება შესახებ იმისა, რომ მას ნება მიეცეს წაიკითხოს უნივერსიტეტში უსასყიდლოდ ხუთი ან ათი ლექცია ჰიგიენიდან.

განაჩენი: სასურველია, ხოლო რამდენად შესაძლებელი იქნება განხორციელება ადგილისა და დროჲს მიხედვით, ამის გასინჯვა მიენდოს გამგეობას.

9. განსახილველი საგანი: პროფესორთა ოჯახის წევრების უნივერსიტეტში მიღება.

განაჩენი: უსასყიდლოდ მიიღებოდნენ უნივერსიტეტში პროფესორთა ცოლშვილნი.

10. განსახილველი საგანი: ფრანგული ენის ლექტორმა ელისაბედ ჯამბაკურორბელიანისამ და ინგლისურისამ ვანდა ღამბაშიძისამ წარმოადგინეს გეგმები თუ როგორ აპირებენ სტუდენტებთან მეცადინეობას.

განაჩენი: პროგრამების განხილვა მიენდოს ი. ყიფშიძეს და ა. შანიძეს.

პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ა. შანიძე,  ი. ყიფშიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, კ. კეკელიძე, ა. ბენაშვილი

 

ქ ა რ თ უ ლ ი  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.

უნივერსიტეტის პროფესორთა  საბჭო

ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი

(პ.მელიქიშვილის ბინაზედ).

N-3                                    

“21” იანვარი, 1918 წ.

სხდომა დაიწყო დილის  “10” საათზე

დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ანდ. ბენაშვილი, კ. კეკელიძე, ა.შანიძე და იოსებ ყიფშიძე.

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი           მდივანი: ი. ყიფშიძე

1. განსახილველი საგანი: წაკითხულ და დამტკიცებულ იქნა წინა კრების ოქმი.

2.განსახილველი საგანი: სასურველია თუ არა ეხლავე ნ. დუბროვსკის პროფესორად მოწვევა?

განაჩენი: დუბროვსკის მოწვევა გადაიდოს მეორე სემესტრისთვის.

3. განსახილველი საგანი: ივ. ჯავახიშვილმა მოახსენა საბჭოს რომ მას გრიგოლ ვეშაპელმა (ვეშაპიძე) სიტყვიერად განუცხადა სურვილი უნივერსიტეტში დარჩენისა საპროფესორო ხარისხზედ მოსამზადებლად.

განაჩენი: გადაიდო ამ საკითხის გადაწყვეტა საზოგადოდ უნივერსიტეტში დასატოვებელთა საკითხის გამორკვევამდის.

4. განსახილველი საგანი: ივ. ჯავახიშვილმა განაცხადა რომ მან დეპუტატთა საბჭოდან მიიღო 3500 მანეთი უნივერსიტეტის ბინის შესაკეთებლად.

განაჩენი: გადაეცეს ხაზინადარს.

5. განსახილველი საგანი: ივ. ჯავახიშვილმა განაცხადა, რადგან სამხედრო სასწავლებლები და ბევრი სხვა დაწესებულებანი იკეტება, ზომები უნდა იყოს მიღებული, რომ უნივერსიტეტს გადმოეცეს მათი ქონებაო.

განაჩენი: აღიძრას სადაც ჯერარს შესაფერი შუამდგომლობა.

   პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ა. შანიძე, ი. ყიფშიძე, კ. კეკელიძე, ა. ბენაშვილი

 

 

ქ ა რ თ უ ლ ი  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.

 უნივერსიტეტის პროფესორთა  საბჭო

ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი

N-4                                     

“5” თებერვალი 1918 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს  “8” საათზე

დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, კ. კეკელიძე, ი. აბულაძე, ა. შანიძე, გ. ახვლედიანი და იოსებ ყიფშიძე.

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი          მდივანი: ი. ყიფშიძე

1. განსახილველი საგანი: ივ. ჯავახიშვილმა საბჭოს მოახსენა შემდეგი:

ა,  მარ. ვახტ. ორბელიანისამ მას გადასცა შემოწირულებად 4000 მან. გირავნობის ფურცლები კიტა აბაშიძის სახელობის სტიპენდიის დასაარსებლად უნივერსიტეტში

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა მ. ვ. ორბელიანისას და გირავნობის ფურცლები გადაეცეს ხაზინადარს სახელმწიფო ბანკში შესანახად.

როდის შესრულდა: 17/III, ¹35

ბ, ელენე ალექსანდრეს ასულმა აბულაძისამ  შემოსწირა 4000 მან. თავის მამის სახელობაზედ უნივერსიტეტში ერთი სტუდენტის სწავლის ფულისგან განსათავისუფლებლად.

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა ე. ა. აბულაძისას და თანხა გადაეცეს ხაზინადარს სამეურნეო ბანკში დასაცავად.

როდის შესრულდა: 9/III, ¹29

გ, მან მიიღო ხონში შეკრებილი 667 მ. 81 კ. ქართული უნივერსიტეტის  სასარგებლოდ.

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.

როდის შესრულდა: 17/III, ¹36

2. განსახილველი საგანი: მხატვარმა შევარდნაძემ წარმოადგინა უნივერსიტეტის  ბეჭედის სამგვარი ნიმუში.

განაჩენი: ერთი მათგანი არჩეულ იქნა.

3. განსახილველი საგანი: ე. თაყაიშვილმა აღძრა საკითხი მხატვარ შევარდნაძის დაჯილდოების შესახებ უნივერსიტეტის ბეჭედის ნიმუშების დახატვისათვის.

განაჩენი: მიეცეს სამასი (300) მანეთი.

4. განსახილველი საგანი: ივ. ჯავახიშვილმა აღძრა საკითხი რომ ინჟინერ ქურდიანს მადლობა გამოეცხადოს უნივერსიტეტის ბინის შეკეთების უსასყიდლოდ ჴელმძღვანელობისათვის.

განაჩენი: მადლობა გამოეცხადოს.

როდის შესრულდა: 7/II, ¹8

 პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე, ი. ყიფშიძე, კ. კეკელიძე

 

 

ქ ა რ თ უ ლ ი  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.

პროფესორთა  საბჭო

ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი

N-5                                    

“27” თებერვალს 1918 წ.

სხდომა დაიწყო...................................”.......” საათზე

დაესწრენ: რექტორი პ. მელიქიშვილი, დეკანი ივ. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, კორნ. კეკელიძე, დ. უზნაძე, ანდ. ბენაშვილი, ა.შანიძე.

თავმჯდომარეობდა: რექტ. პ. მელიქიშვილი  

მდივნის ნაცვლად იყო: ა. შანიძე

1.განსახილველი საგანი: ეროვნული საბჭოს სამკურნალო სექციის მიმართვა უცხოეთში მყოფ ქართველ პროფესორთა, დოცენტთა და მეცნიერ ჴელმძღვანელთა მიმართ სააღდგომოდ ტფილისს დაბრუნებისა და აქ კრების გამართვის შესახებ, სადაც ერთერთ საკითხად ქ. უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტის გაჴსნა უნდა იყოს დასმული.

განაჩენი: მომზადდეს მასალები და მოჴსენდეს პროფესორთა საბჭოს

2. განსახილველი საგანი: დეკანმა ივანე ჯავახიშვილმა საბჭოს მოაჴსენა, რომ:

ა) მან საჭირო ნაბიჯები გადადგა და ზომები მიიღო, რომ შავი ქვის მრეწველთა საბჭოს საქიმიო ლაბორატორია, მინერალოგიის კაბინეთი და წიგნთსაცავის ნაწილი ქ. უნივერსიტეტს გადმოეცეს.

ბ) საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს წინაშე საკითხი აღძრა, რომ ქ. უნივერსიტეტს გადმოსცენ ძველი ნაბეჭდი წიგნები, რომელნიც სასულიერო სემინარიის წიგნთსაცავში ინახებიან და სემინარიისათვის კი მაინც და მაინც საჭირონი არ არიან.

3.განსახილველი საგანი: მეორე აუდიტორიის გადაფიცრვის შესახებ (რომ წიგნთსაცავსამკითხველოს ცალკე ოთახი ჰქონდეს)

განაჩენი: ამისთვის საჭირო თანხა გაღებულ იქმნეს, მეორე აუდიტორია გადაიფიცროს და წიგნთსაცავსამკითხველო მოეწყოს.

4. განსახილველი საგანი: ბ. ევსევი ნიკოლაძის შემოკითხვა დისერტაციის დაცვის შესახებ.

განაჩენი: მიეწეროს, რომ ქართულ უნივერსიტეტში საზოგადოდ მიღებული წესის თანაჴმად, დისერტაციის დაცვის უფლება იმას აქვს მხოლოდ, ვისაც სადოქტორო გამოცდები აქვს ან ექმნება ჩაბარებული.

5. განსახილველი საგანი: ბ. გრიგოლ ვეშაპელის (ვეშაპიძის) სიტყვიერი განცხადება ქ. უნივერსიტეტთან დატოვების შესახებ (საერთაშორისო სამართალში)

განაჩენი: ეცნობოს, რომ დატოვების საკითხი შეიძლება გადაწყდეს საზოგადოდ მიღებული წესის თანაჴმად.

6. განსახილველი საგანი: თავისუფალი მსმენელის ნეოფიტე თაბუკაშვილის თხოვნა, რომ ის ნამდვილ სტუდენტად იყოს გადარიცხული.

განაჩენი: უკეთუ ორის წლის განმავლობაში დამატებით გამოცდებს დაიჭერს, მაშინ იქმნება გადარიცხული და მოსმენილი საგნებიც ჩაეთვლება.

7. განსახილველი საგანი: აბულაძის ქვრივის ალექსანდრე საგინაშვილის ასულის ელენეს განცხადება მისი მამის სახელობის სტიპენდიის დაარსების შესახებ.

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.

8. განსახილველი საგანი: ქართველთა მეშვიდე მსროლელთა პოლკის უფროსის მიერ პოლკში შეკრებილი და გამოგზავნილი თანხა 2900 მანეთი კიტას სახელობის სტიპენდიისათვის. 

განაჩენი: მადლობა გამოეცხადოს და თან ეცნობოს გამომგზავნელთ, ეს თანხა კიტას სახელობის უკვე არსებულ თანხას მიემატოს, თუ ცალკე იქმნას გადადებული?

9. განსახილველი საგანი: ეროვნულ საბჭოდან მიღებული ფულების (20.000 მან) ბანკში შენახვა, თუ ჴელზე ქონება.

განაჩენი: დარიგდეს მარტის ჯამაგირები პირველსავე მარტს.

10. განსახილველი საგანი: გამგეობის მდივნის თანაშემწის ჯამაგირის რაოდენობის გადიდება.

განაჩენი: რადგანაც იანვართებერვალში გამგეობის მდივანი ბაქოდან ვერ ჩამოვიდა და მის მოვალეობას თანაშემწე ასრულებდა, ამიტომ მიეცეს მას დამატებით ერთი იმდენივე, რაც მიღებული აქვს, რომ ამნაირად მდივნის ჯამაგირი სრულად შეუდგეს. ამას გარდა მარტიდან მიეცეს თვეში ოცოცი თუმანი.

11. განსახილველი საგანი: აკაკი შანიძის მოხსენება მისი საგრამატიკო გამოკვლევის დაბეჭდვისა და ამისთვის საჭირო თანხის გადადების შესახებ.

განაჩენი: საბჭომ პრინციპიალურად მიიღო წიგნის დაბეჭდვა და ამისთვის თანხის გამოღებაც სასურველად სცნო, მაგრამ საჭიროდ დაინახა ამ საქმის გადადება, ვიდრე ჩვენი სტრატეგიულპოლიტიკური მდგომარეობა საბოლოოდ გამოირკვეოდეს.

12. განსახილველი საგანი: ქაღალდის შეძენა სხვა და სხვა საჭიროებისათვის.

განაჩენი: შეძენილ იქმნას ქაღალდი ოცზმამდე.

13. განსახილველი საგანი: ბატონმა რექტორმა სიტყვიერი წინადადება შემოიტანა უნივერსიტეტის საპატიო წევრად პროფესორ კონდაკოვის არჩევის შესახებ.

 პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ა. ბენაშვილი, დ. უზნაძე, კ. კეკელიძე, ე. თაყაიშვილი, ა. შანიძე

 

ქ ა რ თ უ ლ ი  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.

პროფესორთა  საბჭო

ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი

N-6                                    

“8” მარტს 1918 წ.

სხდომა დაიწყო ლექციების შემდეგ საღამოს  “7.50” საათზე

დაესწრენ: დეკ. ივ. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, ანდრია ბენაშვილი, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე.

თავმჯდომარეობდა: ივ. ჯავახიშვილი მდივნის მაგიერ იყო: ა.შანიძე

1. განსახილველი საგანი: წიგნთსაცავისა და რენტგენის სხივების კაბინეთის შეძენა საფრანგეთის მისსიისაგან.

განაჩენი: რადგანაც კაბინეტიცაა და წიგნთსაცავიც სამკურნალო ფაკულტეტისათვის არის საჭირო, ამიტომ ეთხოვოს მკურნალთა და ბუნების მეტყველთა საზოგადოებას რომ ამათ შეძენას მოჴმარდეს ის თანხა, რომელიც საზოგადოებას სამკურნალო ფაკულტეტისათვის აქვს შეგროვებული და განკუთვნილი.

2. განსახილველი საგანი: პეტერბურგის უნივერსიტეტის დოცენტის ანატოლი პავლეს ძე ალავდინის მოწვევა მომავალი ენკენისთვიდან (ასურულისა და ძველი ებრაულისათვის).

განაჩენი: გადაწყდა: მოწვეულ იქმნას ენკენისთვიდან და ეხლავე ეცნობოს ამის შესახებ.

3. განსახილველი საგანი: თელავის მომჴმარებელი საზოგადოების  გადაწყვეტილება ქ. უნივერსიტეტისათვის 653 მან. და 7 შაურის გადადების შესახებ.

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.

როდის შესრულდა: 17/III, ¹37

4. განსახილველი საგანი: სოხუმში ქ. უნივერსიტეტის სასარგებლოდ გამართულ საღამოს შესახებ.

განაჩენი: საღამოს მომწყობთ გაეგზავნოს სამადლობელი დეპეშა. დეპეშა გაიგზავნოს ბ. ნიკო თავდგირიძის სახელზე.

როდის შესრულდა: 21/III,

      ივ. ჯავახიშვილი, ა. ბენაშვილი, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე, კ. კეკელიძე

 

 

ქ ა რ თ უ ლ ი  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.

უნივ. პროფესორთა  საბჭო

ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი

N-7                                    

“15” მარტი 1918 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს  “8 1/2” საათზე

დაესწრნენ: რექტორი პ. მელიქიშვილი, დეკანი ივ. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, კ. კეკელიძე, ა. შანიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, შ. ნუცუბიძე, გ. ახვლედიანი, დ. უზნაძე, ან. ბენაშვილი, ი. აბულაძე და ი. ყიფშიძე

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი            მდივანი: ი. ყიფშიძე

1. განსახილველი საგანი: წაკითხულ და დამტკიცებულ იქნა ორი წინა კრების ოქმები.

2. განსახილველი საგანი: წაკითხულ იქნა პ. მელიქიშვილისა და ივ. ჯავახიშვილის მიერ ჴელმოწერილი ქაღალდი აკადემიკოს ნიკოდიმე პავლეს ძის კონდაკოვის სამეცნიერო ღვაწლის შესახებ ჴელოვნების ისტორიაში საზოგადოდ და კერძოდ  ქართული ჴელოვნების ისტორიის შესწავლაში (იხ. “საბჭოს” ქაღალდებში ¹13). მომხსენებლებმა წინადადებით მიმართეს პროფესორთა საბჭოს კონდაკოვი ქართული უნივერსიტეტის საპატიო წევრად აერჩიათ.

განაჩენი: ერთჴმად არჩეულ იქნა. ეცნობოს აკადემიკოს კონდაკოვს ეხლავე და როდესაც შესაძლო იქნება გაეგზავნოს შესაფერი დიპლომიც.

3. განსახილველი საგანი: ივ. ჯავახიშვილმა საბჭოს მოახსენა:

  ა, რომ საფრანგეთის მისიისაგან შეძენილ იქნა უნივერსიტეტისათვის ფრანგული წიგნთსაცავი (სამკურნალო წიგნები) სამი ათას (3000) მანეთად.

 განაჩენი: ხარჯი დამტკიცებულ იქნა.

  ბ, რომ უნივერსიტეტს გადაეცა ყოფილი სამხედრო სასწავლებლის წიგნთსაცავი.

 განაჩენი: მადლობა გამოეცხადოს ივ. ჯავახიშვილს ამ საქმის მოგვარებისათვის.

  გ, რომ საჭიროა შუამდგომლობის აღძრვა რკინის გზის გამგეობის წინაშე ვაგონის მოცემის შესახებ ქუთაისიდან შავი ქვის მრეწველთა საბჭოს მიერ უნივერსიტეტისათვის დათმობილი წიგნთსაცავისა და სხვა ნივთების გადმოსატანად.

  განაჩენი: აღიძრას შესაფერისი შუამდგომლობა რკინისგზის გამგეობის წინაშე.

  როდის შესრულდა: 17/III, ¹38

4. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის წიგნთსაცავის გამგის თანაშემწე და მისი ჯამაგირი.

განაჩენი: მოწვეულ იქნას ამ თანამდებობაზე ბარბარე ყიფიანი და დაენიშნოს თვეში ოცი თუმანი.

5. განსახილველი საგანი: ე. თაყაიშვილმა განაცხადა: იყიდება ცნობილი ფოტოგრაფის აწ განსავენებული ერმაკოვის კოლექცია, რომელსაც დიდი სამეცნიერო მნიშვნელობა აქვსო, საჭიროა 80 ათასი მანეთიო. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას სურს ეს კოლექცია შეიძინოს, მაგრამ მარტო ვერ კისრულობს მთელი ფასის გადახდას და წინადადებას აძლევს უნივერსიტეტს საზიაროდ შეიძინონ ეს კოლექციაო. ამასთანავე თაყაიშვილმაიშვილმა დასძინა რომ უნივერსიტეტს ამ საქმისათვის საჭირო თანხა (40 ათასი) შეუძლია ისესხოს სამუზეუმო ფონდისაგან.

განაჩენი: საბჭომ სასურველად და საჭიროდ სცნო ამ კოლექციის შეძენა და დაადგინა  ეცნობოს უნივერსიტეტის საზოგადოების გამგეობას და ეთხოვოს რომ მან მოკლე დროში დანიშნოს შეერთებული კრება საზოგადოების გამგეობისა, საფინანსო კომისიისა და უნივერსიტეტის გამგეობისა ამ საკითხის ფინანსური მხარის გამოსარკვევად, აგრეთვე ეცნობოს ეროვნულ საბჭოს ჴელოვნების სექციას და ეთხოვოს დახმარება.

როდის შესრულდა: 17/III, ¹83

6. განსახილველი საგანი: ალექსანდრე იოსების ძის წერეთლის უნივერსიტეტში დატოვება მსოფლიო ისტორიის კათედრაზე. წაკითხულ იქნა ხარკოვის უნივერსიტეტის პროფ. ვ. ბუზესკულის წერილი (იხ. “საბჭოს” ქაღალდები ¹12) სადაც ის ამოწმებს რომ ა. წერეთელი სტუდენტობის დროს დიდის ინტერესით ეკიდებოდა ისტორიაში მეცადინეობას და კეთილსინდისიერად მუშაობდაო და თუ მას  წერეთელს პირობები ჴელს შეუწყობენ, ის შეძლებს მის მიერ არჩეულ სამეცნიერო დარგში მუშაობას.

განაჩენი: ა. ი. წერეთელი დატოვებულ იქნეს უნივერსიტეტში უსტიპენდიოდ. ანგარიშები თავის მეცადინეობის შესახებ წარმოუდგინოს ხოლმე უნივერსიტეტს ყოველ ექვს თვეში. შემდეგ თუ უნივერსიტეტი შესაძლოდ და საჭიროდ დაინახავს გაიგზავნოს საზღვარგარეთ და დაენიშნოს შესაფერი სტიპენდია.

  ეს განაჩენი ეცნობოს წერეთელს და თუ ის თანაჴმაა, გამოუგზავნოს უნივერსიტეტს სათანადო თხოვნა.

როდის შესრულდა: 17/III, ¹34

7. განსახილველი საგანი: წარმოდგენილ იქნა ა. პ. ალჲავდინის მიერ შედგენილი ასურულ და არაბულ ენათა და ლიტერატურის შესასწავლად საჭირო წიგნების სია.

განაჩენი: სია გადაეცეს წიგნთსაცავის გამგეს და შეძლებისდაგვარად წიგნებიც შეძენილ იქნენ.

8. განსახილველი საგანი: ხაზინადარმა პროფ. ფ. გოგიჩაიშვილმა განაცხადა რომ საუნივერსიტეტო თანხა, რომელიც მის ჴელშია, მას დაცული აქვს კახეთის რკინიგზის კასაში უპროცენტოდ,  ხაზინაში ან ბანკში არ შეუტანია მისთვის რომ დღევანდელ პირობებში ხაზინიდან ან ბანკიდან ფულის გამოტანა უკანვე ძლიერ გაძნელებულა და ხანდიხან შეუძლებელიცაა.

განაჩენი: საბჭომ მოიწონა ხაზინადრის მოქმედება და დაადგინა კვლავ განაგრძოს ამავე სახით თანხის დაცვა.

  პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, კ. კეკელიძე, ა. ბენაშვილი, ა. შანიძე, დ. უზნაძე, გ. ახვლედიანი, ი. ყიფშიძე

 

 

ქ ა რ თ უ ლ ი  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.

პროფესორთა  საბჭო

ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი

N-8                                    

“3” აპრილი 1918 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს  “8” საათზე

დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, კ. კეკე-ლიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, ა. შანიძე, შ. ნუცუბიძე, გ. ახვლედიანი და ი. ყიფშიძე

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი         მდივანი: ი. ყიფშიძე

1. განსახილველი საგანი: შეწყდეს თუ არა ლექციები ოსმალეთის შემოტევის გამო ბათუმის მხარეში?

განაჩენი: უნივერსიტეტი არ დაიკეტოს და ლექციების კითხვა გაგ-რძელდეს. იმ სტუდენტთა და მსმენელთათვის, რომელნიც ომში წავლენ, გამოტოვებული ლექციები განმეორებულ იქნეს.

2. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტისა და მუზეუმების დაცვის თადარიგი მოსალოდნელ საომარ მოქმედების ან არეულობის დროს.

განაჩენი: ეთხოვოს ვისაც ჯერარს - დაყენებულ იქნენ საიმედო დარა-ჯები და ყოველგვარი ზომები იქნენ მიღებული, რომ საომარი მოქმედე-ბის ასპარეზად არ გახდეს უნივერსიტეტისა და მუზეუმების ახლო-მახ-ლო მიდამოები. საშიშროების მოახლოების დროს პროფესორები უნი-ვერსიტეტის შენობაში უნდა დარჩნენ და ხელი შეუწყონ მის დაცვას.

 პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, ა. შანიძე, გ.ახ-ვლედიანი, [.......]

 

 

ქ ა რ თ უ ლ ი  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.

პროფესორთა  საბჭო

ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი

N-9                                    

“13” აპრილი, 1918 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს  “8” საათზე

დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ფ.   გოგიჩაიშვილი, დ. უზნაძე, ა. შანიძე, გ. ახვლედიანი, ან. ბენაშვილი  და ი. ყიფშიძე

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი         მდივანი: ი. ყიფშიძე

1. განსახილველი საგანი: წაკითხულ და დამტკიცებულ იქნა წინა ორი კრების ოქმები.

2. განსახილველი საგანი: წაკითხულ იქმნა შემოწირულობათა სია:

1, ზაქარია ჩხიკვაძისაგან პეტრე სუხიტაშვილის ოჯახში შეკრებილი 80 მან., 2, ალექსანდრე სპირ. ზედგინიძისაგან 1000 მან., 3, გრიგოლ ონისიმ. ქაჯაიასაგან 354 მ. და 60 კ., 4, ვარლამ ჭრელაშვილისაგან ქუთაისში გამართული საღამოს შემოსავალი 5510 მან., 5, ისიდორე გიორგის ძის კოსტავასაგან 100 მან., 6, კაჭრეთის მომხმარ. საზოგადოებისაგან 200 მან., 7, მეორე სამილიციო კომისარიატის მოსამსახურეთა შორის შეგროვილი 189 მან., 8, ქეთევან ღვთისავრიშვილისაგან შეგროვილი 17 მ. 50კ., 9, ქბ ოლღა ხოფერიასაგან სენაკში გამართული საღამოსაგან 10.063 მ. 63 კ., 10, არტემ დავ. გეგენავასაგან შეგროვილი 27 მ. და 40 კ., 11, გიორგი [...] აძესგან შეგროვილი ქ.ოდესაში [....]  მან., 12, მიხეილ ხანანაშვილისაგან ქუთაისის ისრაელთა შორის შეგროვილი კიტა აბაშიძის ხსოვნის აღსანიშნავად 200 მან., 13, მეჯვრისხევის მომხმ. საზოგადოებისაგან 115 მ., 14, ახალსენაკის საკრებულოსაგან 1000 მან., 15, სამტრედიის ოთხკლასიან გიმნაზიის მოწაფეთა შორის შეგროვილი 100 მან., 16, სამტრედიის უმაღლეს პირველდაწყებით მოწაფეთა შორის შეგროვილი 382 მ. და 60 კ., 17, მაღლაკის შემნახველგამსესხებელ ამხანაგობისგან 150 მან., 18, ქუთ. პირ. ქართულ გიმნაზიის მეექვსე კლასის მოწაფეთაგან 30 მან., 19, ტაშკენტის ქართველთა საზოგადოებისაგან 1000 მან., 20, ვინმე ჩხიკვაძისაგან 669 მ. 50 კ., 21, მალოთის (გაურკვეველია) საკრედიტო ამხანაგობისგან 150 მან., 22, კლავდია გაბუნიასაგან ნადეჟდა სახოკიას სახსოვრად 20 მან.

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.

3. განსახილველი საგანი: წიგნები და სხვაგვარი შემოწირულებანი: 1, მ. ჯანაშვილმა საეკლესიო მუზეუმის გამგე კომიტეტის სახელით შემოსწირა 33 წიგნი, მუზეუმის გამოცემანი,

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა

2, მთავრიშვილისა და ამხანაგობის მიერ გამოცემული 16 წიგნი დაპირებით რომ შემდეგშიც ყოველი თავისი  გამოცემის თითო ცალს გამოუგზავნიან უნივერსიტეტს,

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა

3, შავი ქვის მრეწველთა საბჭომ გადმოსცა უნივერსიტეტს თავისი წიგნთსაცავი საქიმიო ლაბორატორიის მოწყობილება და სამინერალოგიო კოლექცია იმ პირობით რომ ამ შემოწირულებას დაერქვას სახელი გ. ფ. ზდანოვიჩისა და მოთავსებულ იქნეს ცალკე ოთახში,

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა და ეცნობოს რომ პირობაც შესრულებული იქნება იმ მხრივ რომ ნივთებს დაერქმევა გ. ზდანევიჩის სახელი. ხოლო რაც შეეხება ცალკე ოთახს შეიძლება არ მოხერხდეს რადგან სხვადასხვა ხასიათის ნივთებია.

4, საქართველოს ეროვნული საბჭოს სამხედრო სექციის გამ[.....] ის განყოფილებამ გადმოსცა უნივერსიტეტს ჰიდროტეხნიკურ გამგეობისგან მიღებული ქონება,

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.

5, ადამ ივ. ფორაქიშვილმა დ. სარაჯიშვილისეული წიგნთსაცავი და სამი შკაფი შემოსწირა.

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.

6. ბარბარე ყიფიანმა თავის ნაწერები და ამ ნაწერების შესახებ კრიტიკაგანმარტებანი [........] 

4. განსახილველი საგანი: ფ. გოგიჩაიშვილმა აღძრა საკითხი იმის შესახებ, რომ ეთხოვოს ყველა ადგილობრივ რედაქციებს და გამომცემლებს თავიანთი გამოცემების და ჟურნალგაზეთების ორორი ცალი უფასოდ დაუთმონ უნივერსიტეტს ბიბლიოთეკაში დასაცავად.

განაჩენი: ეთხოვოს ყველას, თუ უფასოდ არ დაგვითმონ, იმ შემთხვევაში გამოწერილ იქნეს ყველაზე უფრო საჭირონი უნივერსიტეტისათვის ჟურნალგაზეთები თითო ცალი, ხოლო წიგნები რაც კი გამოიცემა ყველა შეძენილ უნდა იქნეს.

5. განსახილველი საგანი: ტფილისის ფიზიკური ობსერვატორიისაგან მოსული წინადადება  დავასახელოთ კანდიდატი ობსერვატორიის დირექტორის თავისუფალ ადგილზედ.

განაჩენი: წარდგენილ იქნას კანდიდატად უნივერსიტეტის პროფესორი გენერალმაჲორი, გეოდეზისტი, ანდრია მიხეილისძე ბენაშვილი.

6. განსახილველი საგანი: კონდრატ. ერასტისძის გაბიჩვაძის მოხსენება ყოფილ მეფისნაცვლის სასახლის სარდაფში დარჩენილ ძველსა და ძვირფას ღვინოების უნივერსიტეტისათვის გადარჩენისათვის სამეცნიერო მიზნებისთვის.

განაჩენი: ეთხოვოს მთავრობის წარმომადგენელს  გადმოსცენ უნივერსიტეტს ისეთი ღვინოები რომლებსაც სიძველითა ან სხვა ღირსებით სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს.

როდის შესრულდა: გაგზავნილია

7. განსახილველი საგანი: ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების გამგეობისაგან ნებართვის ქაღალდი რომ უნივერსიტეტმა ისესხოს სამუზეუმო თანხიდან 40.000 მანეთი და საქ. საისტ. და საეთ. საზოგადოებასთან საზიაროდ იყიდოს ერმაკოვის კოლექცია.

განაჩენი: ეცნობოს ამის შესახებ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭოს.

როდის შესრულდა: ეცნობა 3/IV

8. განსახილველი საგანი: საქართველოს ეროვნული საბჭოს ხელოვნების სექციის დადგენილება უნივერსიტეტის მიერ მიმართულ თხოვნის საპასუხოდ  დაეხმაროს სექცია ერმაკოვის კოლექციის შეძენაში: რადგანაც ხელოვნების სექციას არა აქვს საგანგებო თანხა ასეთი საჭიროების დასაკმაყოფილებლად, უნივერსიტეტის თხოვნა გადაეცეს ეროვნულ საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს და ნება დაერთოს ხელოვ. სექციის მხრივ საჭირო შუამდგომლობა და განმარტება თხოვნის დასაკმაყოფილებლად. 

განაჩენი: მიღებილ იქნას ცნობად.

9. განსახილველი საგანი: ტფილისის ქალაქის გამგეობის პასუხი უნივერსიტეტის მიერ აღძრულ შუამდგომლობაზე  შეღავათიანი ბილეთები მისცენ სტუდენტებს ტრამვაიზე სამოგზაუროდ. შეღავათიანი ბილეთები კავკასიის სამოსწავლო ოლქის კომისარიატს გაეგზავნა ღარიბ მოსწავლეთა შორის გასანაწილებლად.

განაჩენი: მიღებულ იქნას ცნობად.

10. განსახილველი საგანი: ტფილისის ქართული გიმნაზიის გამგე კომიტეტის ქაღალდი დადგენილებანი: “დაეთმოს ქართულ უნივერსიტეტს ზედა სართულში ოთახები”. 

განაჩენი: ცნობად.

11. განსახილველი საგანი: ოდესის ქართული საზოგადოებისაგან მოლოცვა ქართულ უნივერსიტეტს.

განაჩენი: მადლობა გამოეცხადოს.

12. განსახილველი საგანი: ჩრდილო ოსეთის სამოსწავლო საბჭოსაგან მოლოცვა ქართულ უნივერსიტეტს და შეკითხვა, რა ენაზე იკითხება ლექციები უნივერსიტეტში და მიიღებიან თუ არა ოსები?

განაჩენი: გაეგზავნოს მადლობა და ეცნობოს რომ ლექციები ქართულად იკითხება  ხოლო მიღებით ყველანი მიიღებიან განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა.

13. განსახილველი საგანი: ალექსანდრე იოსებისძის წერეთლისაგან თხოვნა, რომ ის თანახმაა დარჩეს უნივერსიტეტში იმ პირობებში, რომლებიც აღნიშნულია უნივერსიტეტის საბჭოს წერილში.

განაჩენი: ცნობად.

14. განსახილველი საგანი: ეროვნული საბჭოს ფურცელი საბჭოსათვის ფულით დახმარების შესახებ.

განაჩენი: ყოველთვიურად გაღებულ იქნას პროფესორებისა და სხვა თანამდებობის პირთა მიერ ჯამაგირის ერთი პროცენტი.

15. განსახილველი საგანი: გამგეობის მდივნის ჯამაგირის გადიდება.

განაჩენი: მიემატოს დროებით სიძვირის გამო თვეში ასი მანეთი, ე. ი. მიეცეს თვიურად ოთხასი მან.

16. განსახილველი საგანი: სააღდგომო საჩუქარი სამს მსახურს და დამატებითი ჯილდო საღამოს კრებებისათვის.

განაჩენი: მიეცეს თითოს ასასი მანეთი, მიღებულ იქნეს ზომები, უნივერსიტეტის მსახურებსაც ხაზინიდან მიეცესთ დამატებითი ჯილდო როგორც ეს ხდება სხვა კერძო სასწავლებლებში. საღამოს კრებებისათვის მიეცესთ ხუთი თუმანი.

17. განსახილველი საგანი: ლექციების შეწყვეტა სააღდგომოდ.

განაჩენი: შეწუყდეს ერთი კვირით დიდხუთშაბათიდან აღდგომის კვირის ხუთშაბათამდის.

  პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ა. შანიძე, ა. ბენაშვილი, გ. ახვლედიანი, დ. უზნაძე, ი. ყიფშიძე

 

 

ქ ა რ თ უ ლ ი  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.

პროფესორთა  საბჭო

ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი

N-10                                    

“2” მაისი 1918 წ.

სხდომა დაიწყო დილის  “10” საათზე

დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ე. თაყაიშვილი, ა. შანიძე, ანდრია ბენაშვილი, დ. უზნაძე, გ. ახვლედიანი და ი. ყიფშიძე

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი           მდივანი: ი. ყიფშიძე

1. განსახილველი საგანი: წაკითხულ და დამტკიცებულ იქნა წინა კრების ოქმი.

2. განსახილველი საგანი: ი. ჯავახიშვილის მოხსენება კავკასიის სხვადასხვა მთიელთა ენების შესწავლის შესახებ. მომხსენებლის აზრით ასეთ შესწავლას გარდა დიდი მეცნიერული მნიშვნელობისა, და სხვათა შორის ქართული ენის მეცნიერულად შესწავლისათვის, აქვს აგრეთვე ჩვენთვის ქართველებისათვის პოლიტიკური მნიშვნელობაც (იხ. საბჭოს საქმეები ¹ )

განაჩენი: მიღებულ იქნეს ზომები მთიელთა ენების შესასწავლად. მომავალ ენკენისთვიდანვე დაიწყოს ოსური ენის სწავლება და ამ საქმის ხელმძღვანელობა მიენდოს პროფესორის მოადგილეს გ. ახვლედიანს (აგრეთვე აფხაზური ენისა, მოწვეულ იქმნას პ. ჭარაია). შემდეგ თანდათანობით, სამეცნიერო ძალთა და საშუალებათა მიხედვით მოეწყოს დაღესტნისა და საჩაჩნოს ენების შესწავლაც.

4 . განსახილველი საგანი: ი. ჯავახიშვილისა და ი. ყიფშიძის მოხსენება “საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემსწავლელი კომიტეტი”ს დაარსების საჭიროების შესახებ (იხ. საბჭოს საქმეები ¹  )

განაჩენი: დაარსდეს “საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემსწავლელი კომიტეტი”.

5. განსახილველი საგანი: შემოწირულებანი:

ა, საგარეჯოს კოოპერატივისაგან 300 მანეთი,

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.

ბ, ხონის გიმნაზიის მ. ჭავჭიანიძისგან  426 მ. და 50 კ.,

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.

გ, ანტონ ივ. თოიძისაგან წერილი რომ სადგურ მანჩჟურიაში ქართული უნივერსიტეტის სასარგებლოდ გამართულ საღამოს შემოსავალი დარჩა 6870 მანეთი და რომ ის ამ ფულს შეიტანს ხარბინის რუსულ აზიურ ბანკში. საღამო გაუმართავთ ან. თოიძეს, სტ. თიროშვილს და მ. გაწერელიას. დახმარება აღმოუჩენიათ Aანასტასია თოიძეს, სიმ. ცეცხლაძეს, სურინოვს, საპელკინს, ქბ. გოლდფელდს, დოევასას და სხ. 

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.

  პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე, ი. ყიფშიძე, კ. კეკელიძე

 

 

ქ ა რ თ უ ლ ი  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.

პროფესორთა  საბჭო

ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი

N-11                                   

“21” მაისს, 1918 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს  “8 1/2” საათზე.

დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ა. ბენაშვილი, კ. კეკელიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, დ. უზნაძე, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე და ი. ყიფშიძე

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი         მდივანი: ი. ყიფშიძე

1. განსახილველი საგანი: წაკითხულ და დამტკიცებულ იქმნა წინა კრების ოქმი.

2. განსახილველი საგანი: ი. ჯავახიშვილის განცხადება: ერმაკოვის კოლექციის ნასყიდობის ქაღალდის სისრულეში მოსაყვანად საჭიროა საბჭომ ერთი თავისი წევრი სათანადო ნდობით აღჭურვოსო.

განაჩენი: მიენდოს ფაკულტეტის დეკანს ბ. ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილს უნივერსიტეტის მხრივ წარმომადგენლობა [.... ერ]მაკოვის კოლექციის და ფოტოგრაფიის შესყიდვის საქმე საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად სისრულეში მოიყვანოს ნოტარიალურის წესით.

 რეკტორი პ. მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ა. ბენაშვილი, დ. უზნაძე, ა. შანიძე

3. განსახილველი საგანი: სხვა ფაკულტეტების გახსნა.

განაჩენი: მომავალ ენკენისთვიდან გაიხსნეს საბუნებისმეტყველო და სამათემათიკო ფაკულტეტი. შემუშავებულ იქნეს შემდეგი მორიგი კრებისათვის ამ ფაკულტეტისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა. ხარჯთაღრიცხვის შედგენა თავსიდვა დეკანმა ი. ჯავახიშვილმა.

4. განსახილველი საგანი: რექტორმა განაცხადა რომ ქართველ ექიმთა და და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების გამგეობის წევრმა სპ. ვირსალაძემ მას სიტყვიერად გადასცა შემდეგი: თუ უნივერსიტეტი აპირებს საექიმო ფაკულტეტის გახსნას, იმ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოება ზომებს მიიღებს რომ მიხეილის საავადმყოფო ჩვენს განკარგულებაში გადმოვიდესო.

განაჩენი: ეცნობოს სიტყვიერადვე რომ უნივერსიტეტი აპირებსსაექიმო ფაკულტეტის გახსნას და რომ მიხეილის და სხვა საავადმყოფოების ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა განკარგულებაში გადასვლა ძლიერ სასურველი და აუცილებლად საჭიროა მომავალი ფაკულტეტისათვის.

5. განსახილველი საგანი: ა. შანიძემ განაცხადა, რომ მან გადაათვალიერა ოსმალურ და არაბულ ენებზე ხელთნაწერები და წიგნები ოსმალეთიდან ღვალაძის მიერ ჩამოტანილი. ჩამომტანი ათას მანეთს თხოულობსო. ხელთნაწერები მე18 საუკუნეზე უადრესი არ უნდა იყოსო. შანიძის აზრით ხუთასი მანეთის მიცემა შეიძლება.

განაჩენი: გადადებულ იქნეს ამ საქმისათვის ხუთასი მანეთი. 

 პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ა. ბენაშვილი, დ. უზნაძე, გ. ახვლედიანი, ე. თაყაიშვილი, ა. შანიძე, კ. კეკელიძე, ი. ყიფშიძე

3 . განსახილველი საგანი: წაკითხულ იქმნა შ. ნუცუბიძის წერილი ბ. რექტორის სახელობაზედ მოწერილი, რომელშიდაც ის სთხოვს საბჭოს  გაანთავისუფლონ ის ამ სემესტრში ლექციების კითხვისაგან როგორც ავადმყოფი.

განაჩენი: განთავისუფლებულ იქმნეს ლექციების კითხვისგან თანახმად თხოვნისა და შეწყვეტილი კურსის დასრულება მომავალ სემესტრში დაევალოს.

4. განსახილველი საგანი: ტფ. ფიზიკური ობსერვატორიისაგან ცნობა რომ ობსერვატორიას დირექტორის თანამდებობის დასაჭერად გამოცხადებული კონკურსის ვადა ახალი სტილის შემოღების გამო 20 მაისამდის გრძელდება.

განაჩენი: მიღებულ იქმნეს ცნობად.

5. განსახილველი საგანი: ხასანნური ყადიზადეს თხოვნა რომ უნივერსიტეტში ოსმალური ენისა და ლიტერატურის კათედრა მიეცეს.

განაჩენი: რადგან მთხოვნელმა ქართული არ იცის და უნივერსიტეტში კი სწავლა მხოლოდ ქართულად წარმოებს, ამისათვის მთხოვნელს უარეყოს.

6. განსახილველი საგანი: ქართველ მსახიობთა კავშირის საბჭოს მომართვა მსახიობის ბიქტორ გამყრელიძის 30 წლისთავის სასცენო მოღვაწეობის აღსანიშნავად გასამართავ დღესასწაულში მონაწილეობის მიღების შესახებ.

განაჩენი: ცნობად.

7. განსახილველი საგანი: შემდეგმა რედაქციებმა უფასოდ დაგვითმეს თავისი გაზეთები: 1, საქართველო (2 ც.); 2, ჰორიზონი; 3, გუშაგი; 4, სოციალდემოკრატი; 5, ხალხის ჟ; 6, რევოლჲუციონური ნობათი და, 7, Каваказское слово.

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.

8. განსახილველი საგანი: კავკასიის მასწავლებელთა კავშირის ტფ. განყოფილებისაგან მომართვა გაგზავნოს უნივერსიტეტმა თავისი წარმომადგენელი შკოლის [......] მის გეგმის შესამუშავებელად კომისიის მოსაწყობად.

განაჩენი: ცნობად.

9. განსახილველი საგანი: შემოვიდა შემოწირულება: 1, კ. დ. ლორთქიფანიძისაგან 490 მ., 2, კიტას ფონდის გასაძლიერებლად 36 მ. დუშაურაშვილისაგან და, 3, დეკანოზის იაკობ და ექიმის ნიკოლოზ ფხაკაძეებისაგან 200 მანეთი.

განაჩენი: გამოეცხადოსთ მადლობა.

10. განსახილვევლი საგანი: ლექციების კითხვის შეწყვეტა საზაფხულოდ.

განაჩენი: ლექციები შეწყდეს 12 ივნისს.

11. განსახილვევლი საგანი: ი. ჯავახიშვილის მოხსენება ე. თაყაიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ: ე. თაყაიშვილი ეს 28 წ. რაც მუშაობს ქართული არქეოლოგიის დარგში და მის წინაშე დიდი ღვაწლი მიუძღვისო და ამისთვის ის ღირსია ქართული არქეოლოგიის დოქტორობის ხარისხისა Honoris causa (იხ. საბჭოს საქმეები ¹ )

განაჩენი: საბჭომ ერთხმად მიუსაჯა ე. თაყაიშვილს ქართული არქეოლოგიის დოქტორობის ხარისხი.

 პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ა. შანიძე, დ. უზნაძე, გ. ახვლედიანი, ი. ყიფშიძე

 

 

ქ ა რ თ უ ლ ი  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.

პროფესორთა  საბჭო

ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი

N-12                                    

“30” მაისს 1918 წ.

სხდომა დაიწყო ....................”.......” საათზე.

დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, გ. ახვლედიანი, დ. უზნაძე, ი. აბულაძე, და ი. ყიფშიძე და ა. შანიძე

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი            მდივანი: ი.ყიფშიძე

1. განსახილველი საგანი: წაკითხულ და დამტკიცებულ იქმნა წინა კრების ოქმი.

2. განსახილველი საგანი: ე. თაყაიშვილმა განაცხადა რომ ერმაკოვის კოლექციასთან ერთად საჭიროა თვით ფოტოგრაფის მოწყობილობის შეძენაო და რომ ამ მიზნისთვის უნივერსიტეტმა უნდა გამოიღოს კიდევ დამატებითი 7.500 (შვიდი ათას ხუთასი) მანეთი და დაამტკიცოს და სხვა ხარჯებისთვის ხუთასი (500) მანეთიო, სულ 8.000 მანეთიო.

განაჩენი: მიღებულ იქმნას წინადადება და ეცნობოს ხაზინადარს გამოიწეროს 8.000 მანეთი ამ საქმისათვის.

3. განსახილველი საგანი: საქართველოს მთავრობასთან უნივერსიტეტის დამოკიდებულება.

განაჩენი: უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს სრული ავტონომია, მთავრობას უნდა ეკუთვნოდეს მხოლოდ ხარჯთაღიცხვის დამტკიცება და კონტროლი, აგრეთვე საჭირო ქონებრივი სახსრის განკარგვა უნივერსიტეტისათვის.

4. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტისათვის შენობის მოძებნის საკითხი.

განაჩენი: არჩეულ იქმნა კომისია შემდეგი პირებისაგან  პ. მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, ა. ბენაშვილი და ი. ყიფშიძისაგან. კომისიას დაევალა დაათვალიეროს სხვადასხვა სახელმწიფო შენობები და რომელიც უფრო შესაფერი იქნება უნივერსიტეტისათვის  იშუამდგომლოს მთავრობის წინაშე იმ შენობის უნივერსიტეტისათვის გადაცემის შესახებ.

5. განსახილველი საგანი: რუსეთის უნივერსიტეტში მოსწავლე ქართველმა სტუდენტებმა აღძრეს საკითხი გამომცდელი კომისიების მოწყობის შესახებ ქართულ უნივერსიტეტთან.

განაჩენი: ეცნობოს სტუდენტების საჭიროება მთავრობას და თან იშუამდგომლოს მის წინაშე  დაარსებულ იყოს კომისიები ყველა ფაკულტეტების საგნებში ქართულ უნივერსიტეტთან, ხოლო საექიმო ფაკულტეტების სტუდენტები უნდა გამოცდილ იქნენ ერთი წლის პრაქტიკული მუშაობის შემდეგ. 

6. განსახილველი საგანი: ყოფილი საცენზურო კომიტეტის წიგნთასაცავის საკითხი.

განაჩენი: აღიძრას მთავრობის წინაშე შუამდგომლობა რომ ყოფილი კავკასიის საცენზურო კომიტეტის წიგნთსაცავი უნივერსიტეტს გადმოეცეს.

7. განსახილველი საგანი: ა. შანიძემ აღძრა საკითხი მე 17ტე საუკუნის ერთი სპარსული ხელთნაწერის შეძენის შესახებ. ხელთნაწერი ნიზამის ნაწარმოებთ შეიცავს და დართული აქვს მინჲატურები, საჭიროა 700 (შვიდასი) მანეთი.

განაჩენი: ხელთნაწერის გასინჯვა საბოლოოდ მიენდოსო ე. თაყაიშვილსა  და ა. შანიძეს და თუ მართლა შესანიშნავი აღმოჩნდება, გაღებულ იქმნეს 700 მანეთი.

8. განსახილველი საგანი: მსახურთა თხოვნა ჯამაგირის მომატების შესახებ.

განაჩენი: ორს მათგანს  ელიზბარ მაღალაშვილს ფირან ზაალიშვილს მოემატოთ 1 ივნისიდან ოთხოთხი თუმანი, ე. ი. თვეში მიეცესთ ცხრამეტცხრამეტი თუმანი და  იაკობ ძაგანიას კი ძველებურადვე მიეცეს ოცი თუმანი.

9. განსახილველი საგანი: სამეურნეო ნაწილის გამგის ივ. გველესიანის თხოვნა ჯამაგირის მომატების შესახებ.

განაჩენი: მოემატოს 1 ივნისიდან ხუთი თუმანი, ე. ი. მიეცეს თვიურად ოცდახუთი თუმანი.

10. განსახილველი საგანი: ა. შანიძის მიერ წარმოდგენილი ანგარიში სამას ოცდაათი (330) მანეთი და 27 კაპ. წიგნების შესაძენად.

განაჩენი: დამტკიცებულ იქმნა.

11. განსახილველი საგანი: მოსკოვის უნივერსიტეტში დატოვებულის საპროფესოროდ მოსამზადებლად წმინდა მათემატიკის კათედრაზე მათემატიკურ მეცნიერების კანდიდატის არჩილ კირილეს ძის ხარაძის თხოვნა მისთვის ქართულ უნივერსიტეტში ლექტორის თანამდებობის ასრულების ნების მიცემა.

განაჩენი: მიეცეს თანახმად თხოვნისა.

12. განსახილველი საგანი: შემოწირულებანი:

ა (ფულად)

1, ქეთევან ალექსის ასულის ყანჩაველისაგან ტფ. ტელეგრაფის მოსამსახურეთა შორის შეგროვილი 750 მანეთი,

2, თელავის შემნახველგამსესხებელ ამხანაგობისაგან 1000 (ათასი) მანეთი,

ბ (წიგნები) 

1, საკათალიკოზო საბჭომ უნივერსიტეტს გადმოსცა სემინარიის წიგნთასაცავის ძველ ენებზე ნაბეჭდი წიგნები მხოლოდ სასარგებლოდ,

2, ლ. ბოცვაძისაგან “განათლების” ¹¹ 19081917 წლებისა,

3, ქ. შ. წ. კ. საზოგადოებისგან ორორი ცალი მის მიერ გამოცემული წიგნებისა.

განაჩენი: გამოეცხადოს სუყველას მადლობა. სემინარიიდან წიგნების მისაღებ კომისიაში უნივერსიტეტის მხრივ განაწილება ეთხოვოს ბ. ი. ჯავახიშვილს.

 პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე, დ. უზნაძე, ი. ყიფშიძე

 

 

ქ ა რ თ უ ლ ი  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.

პროფესორთა  საბჭო

ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი

N-9                                    

“13” აპრილი, 1918 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს  “8” საათზე

დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ფ.   გოგიჩაიშვილი, დ. უზნაძე, ა. შანიძე, გ. ახვლედიანი, ან. ბენაშვილი  და ი. ყიფშიძე

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი         მდივანი: ი. ყიფშიძე

1. განსახილველი საგანი: წაკითხულ და დამტკიცებულ იქნა წინა ორი კრების ოქმები.

2. განსახილველი საგანი: წაკითხულ იქმნა შემოწირულობათა სია:

1, ზაქარია ჩხიკვაძისაგან პეტრე სუხიტაშვილის ოჯახში შეკრებილი 80 მან., 2, ალექსანდრე სპირ. ზედგინიძისაგან 1000 მან., 3, გრიგოლ ონისიმ. ქაჯაიასაგან 354 მ. და 60 კ., 4, ვარლამ ჭრელაშვილისაგან ქუთაისში გამართული საღამოს შემოსავალი 5510 მან., 5, ისიდორე გიორგის ძის კოსტავასაგან 100 მან., 6, კაჭრეთის მომხმარ. საზოგადოებისაგან 200 მან., 7, მეორე სამილიციო კომისარიატის მოსამსახურეთა შორის შეგროვილი 189 მან., 8, ქეთევან ღვთისავრიშვილისაგან შეგროვილი 17 მ. 50კ., 9, ქბ ოლღა ხოფერიასაგან სენაკში გამართული საღამოსაგან 10.063 მ. 63 კ., 10, არტემ დავ. გეგენავასაგან შეგროვილი 27 მ. და 40 კ., 11, გიორგი [...] აძესგან შეგროვილი ქ.ოდესაში [....]  მან., 12, მიხეილ ხანანაშვილისაგან ქუთაისის ისრაელთა შორის შეგროვილი კიტა აბაშიძის ხსოვნის აღსანიშნავად 200 მან., 13, მეჯვრისხევის მომხმ. საზოგადოებისაგან 115 მ., 14, ახალსენაკის საკრებულოსაგან 1000 მან., 15, სამტრედიის ოთხკლასიან გიმნაზიის მოწაფეთა შორის შეგროვილი 100 მან., 16, სამტრედიის უმაღლეს პირველდაწყებით მოწაფეთა შორის შეგროვილი 382 მ. და 60 კ., 17, მაღლაკის შემნახველგამსესხებელ ამხანაგობისგან 150 მან., 18, ქუთ. პირ. ქართულ გიმნაზიის მეექვსე კლასის მოწაფეთაგან 30 მან., 19, ტაშკენტის ქართველთა საზოგადოებისაგან 1000 მან., 20, ვინმე ჩხიკვაძისაგან 669 მ. 50 კ., 21, მალოთის (გაურკვეველია) საკრედიტო ამხანაგობისგან 150 მან., 22, კლავდია გაბუნიასაგან ნადეჟდა სახოკიას სახსოვრად 20 მან.

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.

3. განსახილველი საგანი: წიგნები და სხვაგვარი შემოწირულებანი: 1, მ. ჯანაშვილმა საეკლესიო მუზეუმის გამგე კომიტეტის სახელით შემოსწირა 33 წიგნი, მუზეუმის გამოცემანი,

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა

2, მთავრიშვილისა და ამხანაგობის მიერ გამოცემული 16 წიგნი დაპირებით რომ შემდეგშიც ყოველი თავისი  გამოცემის თითო ცალს გამოუგზავნიან უნივერსიტეტს,

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა

3, შავი ქვის მრეწველთა საბჭომ გადმოსცა უნივერსიტეტს თავისი წიგნთსაცავი საქიმიო ლაბორატორიის მოწყობილება და სამინერალოგიო კოლექცია იმ პირობით რომ ამ შემოწირულებას დაერქვას სახელი გ. ფ. ზდანოვიჩისა და მოთავსებულ იქნეს ცალკე ოთახში,

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა და ეცნობოს რომ პირობაც შესრულებული იქნება იმ მხრივ რომ ნივთებს დაერქმევა გ. ზდანევიჩის სახელი. ხოლო რაც შეეხება ცალკე ოთახს შეიძლება არ მოხერხდეს რადგან სხვადასხვა ხასიათის ნივთებია.

4, საქართველოს ეროვნული საბჭოს სამხედრო სექციის გამ[.....] ის განყოფილებამ გადმოსცა უნივერსიტეტს ჰიდროტეხნიკურ გამგეობისგან მიღებული ქონება,

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.

5, ადამ ივ. ფორაქიშვილმა დ. სარაჯიშვილისეული წიგნთსაცავი და სამი შკაფი შემოსწირა.

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.

6. ბარბარე ყიფიანმა თავის ნაწერები და ამ ნაწერების შესახებ კრიტიკაგანმარტებანი [........] 

4. განსახილველი საგანი: ფ. გოგიჩაიშვილმა აღძრა საკითხი იმის შესახებ, რომ ეთხოვოს ყველა ადგილობრივ რედაქციებს და გამომცემლებს თავიანთი გამოცემების და ჟურნალგაზეთების ორორი ცალი უფასოდ დაუთმონ უნივერსიტეტს ბიბლიოთეკაში დასაცავად.

განაჩენი: ეთხოვოს ყველას, თუ უფასოდ არ დაგვითმონ, იმ შემთხვევაში გამოწერილ იქნეს ყველაზე უფრო საჭირონი უნივერსიტეტისათვის ჟურნალგაზეთები თითო ცალი, ხოლო წიგნები რაც კი გამოიცემა ყველა შეძენილ უნდა იქნეს.

5. განსახილველი საგანი: ტფილისის ფიზიკური ობსერვატორიისაგან მოსული წინადადება  დავასახელოთ კანდიდატი ობსერვატორიის დირექტორის თავისუფალ ადგილზედ.

განაჩენი: წარდგენილ იქნას კანდიდატად უნივერსიტეტის პროფესორი გენერალმაჲორი, გეოდეზისტი, ანდრია მიხეილისძე ბენაშვილი.

6. განსახილველი საგანი: კონდრატ. ერასტისძის გაბიჩვაძის მოხსენება ყოფილ მეფისნაცვლის სასახლის სარდაფში დარჩენილ ძველსა და ძვირფას ღვინოების უნივერსიტეტისათვის გადარჩენისათვის სამეცნიერო მიზნებისთვის.

განაჩენი: ეთხოვოს მთავრობის წარმომადგენელს  გადმოსცენ უნივერსიტეტს ისეთი ღვინოები რომლებსაც სიძველითა ან სხვა ღირსებით სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს.

როდის შესრულდა: გაგზავნილია

7. განსახილველი საგანი: ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების გამგეობისაგან ნებართვის ქაღალდი რომ უნივერსიტეტმა ისესხოს სამუზეუმო თანხიდან 40.000 მანეთი და საქ. საისტ. და საეთ. საზოგადოებასთან საზიაროდ იყიდოს ერმაკოვის კოლექცია.

განაჩენი: ეცნობოს ამის შესახებ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭოს.

როდის შესრულდა: ეცნობა 3/IV

8. განსახილველი საგანი: საქართველოს ეროვნული საბჭოს ხელოვნების სექციის დადგენილება უნივერსიტეტის მიერ მიმართულ თხოვნის საპასუხოდ  დაეხმაროს სექცია ერმაკოვის კოლექციის შეძენაში: რადგანაც ხელოვნების სექციას არა აქვს საგანგებო თანხა ასეთი საჭიროების დასაკმაყოფილებლად, უნივერსიტეტის თხოვნა გადაეცეს ეროვნულ საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს და ნება დაერთოს ხელოვ. სექციის მხრივ საჭირო შუამდგომლობა და განმარტება თხოვნის დასაკმაყოფილებლად. 

განაჩენი: მიღებილ იქნას ცნობად.

9. განსახილველი საგანი: ტფილისის ქალაქის გამგეობის პასუხი უნივერსიტეტის მიერ აღძრულ შუამდგომლობაზე  შეღავათიანი ბილეთები მისცენ სტუდენტებს ტრამვაიზე სამოგზაუროდ. შეღავათიანი ბილეთები კავკასიის სამოსწავლო ოლქის კომისარიატს გაეგზავნა ღარიბ მოსწავლეთა შორის გასანაწილებლად.

განაჩენი: მიღებულ იქნას ცნობად.

10. განსახილველი საგანი: ტფილისის ქართული გიმნაზიის გამგე კომიტეტის ქაღალდი დადგენილებანი: “დაეთმოს ქართულ უნივერსიტეტს ზედა სართულში ოთახები”. 

განაჩენი: ცნობად.

11. განსახილველი საგანი: ოდესის ქართული საზოგადოებისაგან მოლოცვა ქართულ უნივერსიტეტს.

განაჩენი: მადლობა გამოეცხადოს.

12. განსახილველი საგანი: ჩრდილო ოსეთის სამოსწავლო საბჭოსაგან მოლოცვა ქართულ უნივერსიტეტს და შეკითხვა, რა ენაზე იკითხება ლექციები უნივერსიტეტში და მიიღებიან თუ არა ოსები?

განაჩენი: გაეგზავნოს მადლობა და ეცნობოს რომ ლექციები ქართულად იკითხება  ხოლო მიღებით ყველანი მიიღებიან განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა.

13. განსახილველი საგანი: ალექსანდრე იოსებისძის წერეთლისაგან თხოვნა, რომ ის თანახმაა დარჩეს უნივერსიტეტში იმ პირობებში, რომლებიც აღნიშნულია უნივერსიტეტის საბჭოს წერილში.

განაჩენი: ცნობად.

14. განსახილველი საგანი: ეროვნული საბჭოს ფურცელი საბჭოსათვის ფულით დახმარების შესახებ.

განაჩენი: ყოველთვიურად გაღებულ იქნას პროფესორებისა და სხვა თანამდებობის პირთა მიერ ჯამაგირის ერთი პროცენტი.

15. განსახილველი საგანი: გამგეობის მდივნის ჯამაგირის გადიდება.

განაჩენი: მიემატოს დროებით სიძვირის გამო თვეში ასი მანეთი, ე. ი. მიეცეს თვიურად ოთხასი მან.

16. განსახილველი საგანი: სააღდგომო საჩუქარი სამს მსახურს და დამატებითი ჯილდო საღამოს კრებებისათვის.

განაჩენი: მიეცეს თითოს ასასი მანეთი, მიღებულ იქნეს ზომები, უნივერსიტეტის მსახურებსაც ხაზინიდან მიეცესთ დამატებითი ჯილდო როგორც ეს ხდება სხვა კერძო სასწავლებლებში. საღამოს კრებებისათვის მიეცესთ ხუთი თუმანი.

17. განსახილველი საგანი: ლექციების შეწყვეტა სააღდგომოდ.

განაჩენი: შეწუყდეს ერთი კვირით დიდხუთშაბათიდან აღდგომის კვირის ხუთშაბათამდის.

  პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ა. შანიძე, ა. ბენაშვილი, გ. ახვლედიანი, დ. უზნაძე, ი. ყიფშიძე

 

 

ქ ა რ თ უ ლ ი  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.

პროფესორთა  საბჭო

ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი

N-10                                    

“2” მაისი 1918 წ.

სხდომა დაიწყო დილის  “10” საათზე

დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ე. თაყაიშვილი, ა. შანიძე, ანდრია ბენაშვილი, დ. უზნაძე, გ. ახვლედიანი და ი. ყიფშიძე

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი           მდივანი: ი. ყიფშიძე

1. განსახილველი საგანი: წაკითხულ და დამტკიცებულ იქნა წინა კრების ოქმი.

2. განსახილველი საგანი: ი. ჯავახიშვილის მოხსენება კავკასიის სხვადასხვა მთიელთა ენების შესწავლის შესახებ. მომხსენებლის აზრით ასეთ შესწავლას გარდა დიდი მეცნიერული მნიშვნელობისა, და სხვათა შორის ქართული ენის მეცნიერულად შესწავლისათვის, აქვს აგრეთვე ჩვენთვის ქართველებისათვის პოლიტიკური მნიშვნელობაც (იხ. საბჭოს საქმეები ¹ )

განაჩენი: მიღებულ იქნეს ზომები მთიელთა ენების შესასწავლად. მომავალ ენკენისთვიდანვე დაიწყოს ოსური ენის სწავლება და ამ საქმის ხელმძღვანელობა მიენდოს პროფესორის მოადგილეს გ. ახვლედიანს (აგრეთვე აფხაზური ენისა, მოწვეულ იქმნას პ. ჭარაია). შემდეგ თანდათანობით, სამეცნიერო ძალთა და საშუალებათა მიხედვით მოეწყოს დაღესტნისა და საჩაჩნოს ენების შესწავლაც.

4 . განსახილველი საგანი: ი. ჯავახიშვილისა და ი. ყიფშიძის მოხსენება “საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემსწავლელი კომიტეტი”ს დაარსების საჭიროების შესახებ (იხ. საბჭოს საქმეები ¹  )

განაჩენი: დაარსდეს “საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემსწავლელი კომიტეტი”.

5. განსახილველი საგანი: შემოწირულებანი:

ა, საგარეჯოს კოოპერატივისაგან 300 მანეთი,

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.

ბ, ხონის გიმნაზიის მ. ჭავჭიანიძისგან  426 მ. და 50 კ.,

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.

გ, ანტონ ივ. თოიძისაგან წერილი რომ სადგურ მანჩჟურიაში ქართული უნივერსიტეტის სასარგებლოდ გამართულ საღამოს შემოსავალი დარჩა 6870 მანეთი და რომ ის ამ ფულს შეიტანს ხარბინის რუსულ აზიურ ბანკში. საღამო გაუმართავთ ან. თოიძეს, სტ. თიროშვილს და მ. გაწერელიას. დახმარება აღმოუჩენიათ Aანასტასია თოიძეს, სიმ. ცეცხლაძეს, სურინოვს, საპელკინს, ქბ. გოლდფელდს, დოევასას და სხ. 

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.

  პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე, ი. ყიფშიძე, კ. კეკელიძე

 

 

ქ ა რ თ უ ლ ი  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.

პროფესორთა  საბჭო

ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი

N-11                                   

“21” მაისს, 1918 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს  “8 1/2” საათზე.

დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ა. ბენაშვილი, კ. კეკელიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, დ. უზნაძე, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე და ი. ყიფშიძე

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი         მდივანი: ი. ყიფშიძე

1. განსახილველი საგანი: წაკითხულ და დამტკიცებულ იქმნა წინა კრების ოქმი.

2. განსახილველი საგანი: ი. ჯავახიშვილის განცხადება: ერმაკოვის კოლექციის ნასყიდობის ქაღალდის სისრულეში მოსაყვანად საჭიროა საბჭომ ერთი თავისი წევრი სათანადო ნდობით აღჭურვოსო.

განაჩენი: მიენდოს ფაკულტეტის დეკანს ბ. ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილს უნივერსიტეტის მხრივ წარმომადგენლობა [.... ერ]მაკოვის კოლექციის და ფოტოგრაფიის შესყიდვის საქმე საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად სისრულეში მოიყვანოს ნოტარიალურის წესით.

 რეკტორი პ. მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ა. ბენაშვილი, დ. უზნაძე, ა. შანიძე

3. განსახილველი საგანი: სხვა ფაკულტეტების გახსნა.

განაჩენი: მომავალ ენკენისთვიდან გაიხსნეს საბუნებისმეტყველო და სამათემათიკო ფაკულტეტი. შემუშავებულ იქნეს შემდეგი მორიგი კრებისათვის ამ ფაკულტეტისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა. ხარჯთაღრიცხვის შედგენა თავსიდვა დეკანმა ი. ჯავახიშვილმა.

4. განსახილველი საგანი: რექტორმა განაცხადა რომ ქართველ ექიმთა და და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების გამგეობის წევრმა სპ. ვირსალაძემ მას სიტყვიერად გადასცა შემდეგი: თუ უნივერსიტეტი აპირებს საექიმო ფაკულტეტის გახსნას, იმ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოება ზომებს მიიღებს რომ მიხეილის საავადმყოფო ჩვენს განკარგულებაში გადმოვიდესო.

განაჩენი: ეცნობოს სიტყვიერადვე რომ უნივერსიტეტი აპირებსსაექიმო ფაკულტეტის გახსნას და რომ მიხეილის და სხვა საავადმყოფოების ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა განკარგულებაში გადასვლა ძლიერ სასურველი და აუცილებლად საჭიროა მომავალი ფაკულტეტისათვის.

5. განსახილველი საგანი: ა. შანიძემ განაცხადა, რომ მან გადაათვალიერა ოსმალურ და არაბულ ენებზე ხელთნაწერები და წიგნები ოსმალეთიდან ღვალაძის მიერ ჩამოტანილი. ჩამომტანი ათას მანეთს თხოულობსო. ხელთნაწერები მე18 საუკუნეზე უადრესი არ უნდა იყოსო. შანიძის აზრით ხუთასი მანეთის მიცემა შეიძლება.

განაჩენი: გადადებულ იქნეს ამ საქმისათვის ხუთასი მანეთი. 

 პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ა. ბენაშვილი, დ. უზნაძე, გ. ახვლედიანი, ე. თაყაიშვილი, ა. შანიძე, კ. კეკელიძე, ი. ყიფშიძე

3 . განსახილველი საგანი: წაკითხულ იქმნა შ. ნუცუბიძის წერილი ბ. რექტორის სახელობაზედ მოწერილი, რომელშიდაც ის სთხოვს საბჭოს  გაანთავისუფლონ ის ამ სემესტრში ლექციების კითხვისაგან როგორც ავადმყოფი.

განაჩენი: განთავისუფლებულ იქმნეს ლექციების კითხვისგან თანახმად თხოვნისა და შეწყვეტილი კურსის დასრულება მომავალ სემესტრში დაევალოს.

4. განსახილველი საგანი: ტფ. ფიზიკური ობსერვატორიისაგან ცნობა რომ ობსერვატორიას დირექტორის თანამდებობის დასაჭერად გამოცხადებული კონკურსის ვადა ახალი სტილის შემოღების გამო 20 მაისამდის გრძელდება.

განაჩენი: მიღებულ იქმნეს ცნობად.

5. განსახილველი საგანი: ხასანნური ყადიზადეს თხოვნა რომ უნივერსიტეტში ოსმალური ენისა და ლიტერატურის კათედრა მიეცეს.

განაჩენი: რადგან მთხოვნელმა ქართული არ იცის და უნივერსიტეტში კი სწავლა მხოლოდ ქართულად წარმოებს, ამისათვის მთხოვნელს უარეყოს.

6. განსახილველი საგანი: ქართველ მსახიობთა კავშირის საბჭოს მომართვა მსახიობის ბიქტორ გამყრელიძის 30 წლისთავის სასცენო მოღვაწეობის აღსანიშნავად გასამართავ დღესასწაულში მონაწილეობის მიღების შესახებ.

განაჩენი: ცნობად.

7. განსახილველი საგანი: შემდეგმა რედაქციებმა უფასოდ დაგვითმეს თავისი გაზეთები: 1, საქართველო (2 ც.); 2, ჰორიზონი; 3, გუშაგი; 4, სოციალდემოკრატი; 5, ხალხის ჟ; 6, რევოლჲუციონური ნობათი და, 7, Каваказское слово.

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.

8. განსახილველი საგანი: კავკასიის მასწავლებელთა კავშირის ტფ. განყოფილებისაგან მომართვა გაგზავნოს უნივერსიტეტმა თავისი წარმომადგენელი შკოლის [......] მის გეგმის შესამუშავებელად კომისიის მოსაწყობად.

განაჩენი: ცნობად.

9. განსახილველი საგანი: შემოვიდა შემოწირულება: 1, კ. დ. ლორთქიფანიძისაგან 490 მ., 2, კიტას ფონდის გასაძლიერებლად 36 მ. დუშაურაშვილისაგან და, 3, დეკანოზის იაკობ და ექიმის ნიკოლოზ ფხაკაძეებისაგან 200 მანეთი.

განაჩენი: გამოეცხადოსთ მადლობა.

10. განსახილვევლი საგანი: ლექციების კითხვის შეწყვეტა საზაფხულოდ.

განაჩენი: ლექციები შეწყდეს 12 ივნისს.

11. განსახილვევლი საგანი: ი. ჯავახიშვილის მოხსენება ე. თაყაიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ: ე. თაყაიშვილი ეს 28 წ. რაც მუშაობს ქართული არქეოლოგიის დარგში და მის წინაშე დიდი ღვაწლი მიუძღვისო და ამისთვის ის ღირსია ქართული არქეოლოგიის დოქტორობის ხარისხისა Honoris causa (იხ. საბჭოს საქმეები ¹ )

განაჩენი: საბჭომ ერთხმად მიუსაჯა ე. თაყაიშვილს ქართული არქეოლოგიის დოქტორობის ხარისხი.

 პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ა. შანიძე, დ. უზნაძე, გ. ახვლედიანი, ი. ყიფშიძე

 

 

ქ ა რ თ უ ლ ი  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.

პროფესორთა  საბჭო

ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი

N-13               “11” ივნისს 1918 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს  “7 1/2” საათზე

დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, კ. კეკელიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, ა. ბენაშვილი, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე, დ. უზნაძე და ი. ყიფშიძე.

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი            მდივანი: ი. ყიფშიძე 

1. განსახილველი საგანი: წაკითხულ და დამტკიცებულ იქმნა წინა კრების ოქმი.

2. განსახილველი საგანი: ქართული უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაქცევის საკითხი. 

განაჩენი: წარდგენილ იქმნას სამინისტროში უნივერსიტეტის ძირითადი დებულებანი ზოგიერთი მუხლების შეცვლით, სახელდობრ იმ მუხლებისა,  სადაც  უნივერსიტეტის  სახელწოდებაზე  და უნივერსიტეტისათვის საჭირო თანხებზეა ლაპარაკი. უნივერსიტეტს ეწოდოს “ტფილისის უნივერსიტეტი” ან “ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი” და  ქონებრივად მთავრობამ უზრუნველყოს.  

3. განსახილველი საგანი: ერმაკოვის კოლექციისა და ფოტოგრაფიის შესყიდვის შესახებ.

განაჩენი: რადგან ერმაკოვის კოლექციისა და ფოტოგრაფიის  შესყიდვის საქმე სისრულეში იქმნა მოყვანილი, ნოტარიალური წესის  თანახმად 21 მაისის პროფესორთა საბჭოს დადგენილებით და დღეს ეს კოლექცია და ფოტოგრაფია ქართული უნივერსიტეტისა და საქ. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საზიარო საკუთრებას შეადგენს, ამის გამო საბჭომ დაადგინა  ა, ეცნობოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭოს, რომ უნივერსიტეტი დღიდან ნასყიდობის ქაღალდის შესრულებისა მოვალეა იხადოს წლიურად 4% იმ 40.000 (ორმოცი ათასი) მანეთისა, რომელიც უნივერსიტეტმა ზემოაღნიშნული საქმისთვის სამუზეუმო თანხიდან ისესხა, ბ, ყოველგვარი ხარჯები კოლექციისა და ფოტოგრაფიის შესანახად უნივერსიტეტმა და საისტორიო საზოგადოებამ თანაბრად უნდა გასწიონ. ამ ხარჯების თვალყურის გდება უნივერსიტეტის  მხრივ ევალება პროფესორებს ი. ჯავახიშვილს და ი. ყიფშიძეს, გ, ფოტოგრაფიაში მომუშავე ორ პირისაგან ერთს, სახელდობრ თეოდორე კიუნეს დაენიოშნოს ამ თვის პირველიდან თვიურად ოთხასი (400) მანეთი.  

4. განსახილველი საგანი: ეროვნული საბჭოსათვის დახმარება. 13 აპრილის სხდომაზე უნივერსიტეტის საბჭომ გადასწყვიტა ყოველთვიურად გაღებულ იქმნას პროფესორებისა და სხვა თანამშრომლების პირთა მიერ ჯამაგირის ერთი პროცენტი.

განაჩენი: რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ  ეროვნული საბჭოს მდგომარეობა არსებითად შეიცვალა, ამისთვის  ჯამაგირისაგან ერთი პროცენტის გამორიცხვა მის სასარგებლოდ მოსპობილ იქმნას.  

5. განსახილველი საგანი: ქუთაისიდან ბაქრაძის დეპეშა პრ. ჯავახიშვილის სახელზედ  რომ ფარცვანიძეს ქიმიური ლაბორატორია დაუტოვებია ზურხაბადში.

განაჩენი: ცნობად. 

6. განსახილველი საგანი: პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ენების ფაკულტეტის ქართულსომხურ განყოფილებაზე კურსდამთავრებულის დავით ყიფშიძის თხოვნა უნივერსიტეტში დატოვების შესახებ განსაკუთრებით სომხურ საისტორიო მწერლობაში  სამეცნიერო მუშაობისათვის.

განაჩენი: დატოვებულ იქმნას თანახმად თხოვნისა.  

7. განსახილველი საგანი: შემოწირულობანი: ა, (ფულად)  ქუთაისის სათადარიგო პოლკის ოფიცერთა შორის შეგროვილი ფულის გადასაგზავნი ბილეთი 4.338 მან, ბ, ნატჩავას საკრედიტო ამხანაგეობის გადასაგზავნი ბილეთი 168 მ. და 24 კ. გ, კახეთის კავშირის მცირე ნდობის  დაწესებულებათა რწმუნებულების 1917 წ. წლიური საზოგადო კრების მიერ უნივერსიტეტის სასარგებლოდ 1500 მანეთი, რომლის გადახდას ამავე “კავშირის” გამგეობა წვრილწვრილად გვპირდება. 

(წიგნები) გ. ჟორდანიასაგან განსვენებულის მამა მისის თ. ჟორდანიას “ქრონიკების” I ტ. თექვსმეტი ცალი და მისივე სხვადასხვა ნაწერები. გარდა ამისა გ. ჟორდანია გვატყობინებს, რომ მას განზრახვა აქვს მამა მისის ნაქონი ყველა წიგნები და ხელთნაწერები უნივერსიტეტს შემოსწიროს იმ პირობით, რომ ყველა ეს ნივთები დაცულ იქნას ერთ შკაფში, სახელწოდებით “თ. ჟორდანიას ბიბლიოთეკა”.

განაჩენი: გამოეცხადოთ მადლობა, ამასთანავე გ. ჟორდანიას ეცნობოს რომ უნივერსიტეტის საბჭო თანახმაა მის წინადადებაზე.

  პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, დ. უზნაძე, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე, კ. კეკელიძე , ი. ყიფშიძე, ე. თაყაიშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი

 

 

ქ ა რ თ უ ლ ი  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.

პროფესორთა  საბჭო

ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი

N-14                                   

“17” ივნისს 1918 წ.

სხდომა დაიწყო დილის  “11” საათზე.

დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, კ. კეკელიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, დ. უზნაძე, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე, ი. აბულაძე და ი. ყიფშიძე. კრებას დაესწრო ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე სპირიდონ ვირსალაძე.

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი          მდივანი: ი. ყიფშიძე

1. განსახილველი საგანი: წაკითხულ და დამტკიცებულ იქმნა წინა კრების ოქმი.

2. განსახილველი საგანი: საბუნებისმეტყველოსამათემატიკო და საექიმო ფაკულტეტების გახსნის საკითხი.

განაჩენი: მომავალ ენკენისთვიდანვე გაიხსნას საბუნებისმეტყველოსამათემატიკო და საექიმო ფაკულტეტები.

3. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა.

განაჩენი: განხილულ და დამტკიცებულ იქმნა მომავალი წლისათვის საბჭოს ხარჯთაღრიცხვა სამინისტროში წარსადგენად. 

4. განსახილველი საგანი: ი. ჯავახიშვილის და ი. ყიფშიძის მოხსენება “საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემსწავლელი კომიტეტის” დაარსების საჭიროების შესახებ (იხ. საბჭოს საქმეები ¹ ) 

განაჩენი: დაარსდეს “საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემსწავლელი კომიტეტი”.

5. განსახილველი საგანი: შემოწირულობანი: ა, საგარეჯოს კოოპერატივისაგან 300 მანეთი, ბ, ხონის გიმნაზიის მ. ჭავჭიანიძისგან  426 მ. და 50 კ. გ, ანტონ ივ. თოიძისაგან წერილი რომ სადგურ მანჩჟურიაში ქართული უნივერსიტეტის სასარგებლოდ გამართულ საღამოს შემოსავალი დარჩა 6870 მანეთი და რომ ის ამ ფულს შეიტანს ხარბინის რუსულ აზიურ ბანკში. საღამო გაუმართავთ ან. თოიძეს, სტ. თიროშვილს და მ. გაწერელიას. დახმარება აღმოუჩენიათ ანასტასია თოიძეს, სიმ. ცეცხლაძეს, სურინოვს, საპელკინს, ქბ გოლდფელდს, დოევასას და სხვ.

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.

 პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე, ი. ყიფშიძე, კ. კეკელიძე

 

 

ქ ა რ თ უ ლ ი  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.

პროფესორთა  საბჭო

ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი

N-15                  “25” ივნისს 1918 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს  “8” საათზე.

დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ა. ბენაშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, ა. შანიძე და ი. ყიფშიძე. კრებას დაესწრენ აგრეთვე ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების წევრნი: სპ. ვირსალაძე, ივ. თიკანაძე და გ. მუხაძე

 თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი          მდივანი: ი. ყიფშიძე

 1. განსახილველი საგანი: საბუნებისმეტყველო და საექიმო ფაკულტეტის გახსნა და მოწყობა

განაჩენი: დაუყოვნებლივ მიღებულ იქმნას საჭირო ზომები ორივე ფაკულტეტის ენკენისთვიდან გახსნისა და მოწყობის შესახებ: 1. ეთხოვოს მთავრობას დაუთმონ უნივერსიტეტს ერთერთი შესაფერი შენობა; სასურველია დაეთმოს ქართული გიმნაზიის შენობა. 2. უნივერსიტეტის შესანახი ფული მთავრობამ უზრუნველყოს და უნივერსიტეტი მთავრობის უნივერსიტეტად გამოცხადდეს. 3. ეცნობოს მთავრობას, რომ საბუნებისმეტყველო ფაკულტეტთან სამეურნეო განყოფილება შეიძლება გაიხსნას, 4. აღიძრას შუამდგომლობა, სადაც ჯერარს, რომ საექიმო ფაკულტეტისათვის ეხლავე მიჩნეულ იქმნას რამოდენიმე საავადმყოფო, ორი მაინც, და 5. ყველა ამ საკითხების მოგვარება დაევალოს ცალკე კომისიას, რომელშიც შევლენ უნივერსიტეტის გამგეობის წევრნი და ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების სამი წარმომადგენელი.

2. განსახილველი საგანი: შემოწირულობანი ა. (ფულად) მედიცინის დოქტორის ალექ. ვლ. ტიხონოვიჩისაგან ათასი (1000) მანეთი, ბ. (წიგნები და ხელნაწერები) 1. ა. ჯაბადარმა შემოსწირა თავისი ბიბლიოთეკის ნაწილი, 2. გ. ჟორდანიამ მამამისის ნაქონი წიგნები, ხელნაწერები და საბუთები 3. ექიმმა ივ. თიკანაძემ  თავისი ნაწერები 19 წიგნი.

განაჩენი: გამოეცხადოთ მადლობა.

 პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე, ი. ყიფშიძე, კ. კეკელიძე

 

 

ქ ა რ თ უ ლ ი  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.

პროფესორთა  საბჭო

ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი

N-16                                   

“6” ივლისს 1918 წ.

სხდომა დაიწყო დღის  “1” საათზე.

დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე და ი. ყიფშიძე

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი          მდივანი: ი. ყიფშიძე

1. განსახილველი საგანი: წაკითხულ და დამტკიცებულ იქმნა წინა ორი კრების ოქმები.

2. განსახილველი საგანი: დეკანმა ი. ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრომ უკანვე დაუბრუნა მას უნივერსიტეტის ხარჯთაღრიცხვა, რადგანაც ის მთელი  წლისათვის იყო შედგენილი. საჭიროა ხარჯთაღრიცხვის შედგენა მხოლოდ ერთი სემესტრისათვის, ე. ი. მიმდინარე 1918 წლის ბოლომდის.

განაჩენი: შესწორდეს ხარჯთაღრიცხვა თანახმად სამინისტროს ჩვენებისა და ხელახლა წარედგინოს სამინისტროს.

3. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის გამგეობის წევრების (რექტორს, დეკანსა და საბჭოს მდივანს), ხაზინადრისა და წიგნთსაცავის გამგისათვის გასულ სემესტრში მათი ხვედრი ჯამაგირის მიცემა. 

განაჩენი: რადგანაც უნივერსიტეტის მდგომარეობა ნივთიერად ამიერითგან უზრუნველყოფილია, ზემოდასახელებულ პირთ მიეცეთ ხვედრი ჯამაგირი, 1918 წ. 1 იანვრიდან, ხოლო წიგნთსაცავის გამგეს 1 თებერვლიდან (არჩეულ იქმნა 27 იანვარს).

4. განსახილველი საგანი: გ. ახვლედიანს ოსური ენის შესასწავლად ავანსის მიცემა.

განაჩენი: მიეცეს ჯერჯერობით ავანსად ორასი მანეთი (200 მ.) ამ მიზნისათვის.

5. განსახილველი საგანი: შემოწირულობანი: ა, (ფულად) მცხეთის საზოგადოების “კერა”საგან 300 მანეთი  ბ, (წიგნები და ჟურნალები)  1. სრულიად რუსეთის საერობოკავშირის ამიერკავკასიის კომიტეტისა და ამავე კავშირის ტფილისის მსახურთა დელეგატების ყრილობის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ ამ კავშირის გაუქმებულ წიგნთსაცავიდან 1087 ცალი წიგნი სამეცნიერო შინაარსისა სხვადასხვა ენაზედ, 2,  სვიმონ კლდიაშვილისაგან 62 წიგნი გერმანულ ენაზედ საბუნებისმეტყველო დარგისა და 190305 წწ. “Borichte der deuther chamischen gesellschapt” და 190205 წწ. “Журнал русского физикохимического обущества”. 3. ბარბარე იოსების ასულის ღვინიაშვილისაგან ათი ცალი წიგნი სხვადასხვა აღმოსავლურ ენაზედ.

განაჩენი: გამოეცხადოთ მადლობა.

6. განსახილველი საგანი: ანგარიშები: 1. საქ. საისტ. და საეთნ. საზოგადოების ხაზინადრის ირ. სონღულაშვილის ფოტოგრაფიის ხარჯების შესახებ, გარდა 8.000 მანეთისა რომელიც უკვე გადახდილია, (იხ. 30 მაისის სხდომის ოქმი) კიდევ 796 მ. 70 კ.  2. ა. შანიძის უნივერსიტეტის წიგნთასაცავისათვის ერთი სომხური ხელთნაწერისა და სომხურრუსული ლექსიკონის შესაძენად  28 მანეთი.

განაჩენი: ორივე ანგარიში დამტკიცებულ იქნას. 

7. განსახილველი საგანი: თამარ ნიკოლოზ ნიკოლაძის ასულის თხოვნა  ჩარიცხულ იქმნას ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტად.

განაჩენი: ეცნობოს თამარ ნიკოლაძეს, რომ საბჭოს არაფერი საწინააღმდეგო არ აქვს რომ მისი თხოვნა დაკმაყოფილებულ იქმნას, მხოლოდ საბოლოოდ საკითხის გადასაჭრელად საჭიროა სათანადო კათედრის პროფესორის თანხმობა.

 პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, გ. ახვლედიანი, ი. ყიფშიძე, კ. კეკელიძე, ა. შანიძე

 

 

ქ ა რ თ უ ლ ი  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.

პროფესორთა  საბჭო

ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი

N-17                                  

“17” ივლისს 1918 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს  “6” საათზე.

დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, კ. კეკელიძე, ა. ბენაშვილი, გ. ახვლედიანი, ი. აბულაძე, ი. ყიფშიძე, დ. უზნაძე

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი           მდივანი: ი. ყიფშიძე

1. განსახილველი საგანი: წაკითხულ და დამტკიცებულ იქნა წინა კრების ოქმი.

2. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის შესაფერი შენობის საკითხი.

განაჩენი: რადგანაც, კადეტთა კორპუსის შენობა, რომელიც სხვათა შორის განზრახული იყო დათმობოდა უნივერსიტეტს, ორგზის დათვალიერების შემდეგ, უნივერსიტეტისათვის შეუფერებლად იქნა ცნობილი, საბჭომ დაადგინა: ეცნობოს სამინისტროს რომ ამჟამად ტფილისში უნივერსიტეტისათვის ყველაზე უფრო შესაფერი შენობა ქართული გიმნაზიის შენობაა და ამისთვის ეთხოვოს სამინისტროს, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, განთავისუფლებული იქმნეს ეს შენობა იქ მდგომი ჯარის ნაწილისა და ლტოლვილთაგან. 

3. განსახილველი საგანი: ალექსანდრე ილარიონის ძის ჯანელიძის განცხადება  ჩაირიცხოს ის უნივერსიტეტში დატოვებულად გეოლოგიის კათედრისათვის და ყაზანში გაიგზავნოს გასამზადებლად  წლინახევრით, ე. ი. 1920 წ. 1 იანვრამდის.

განაჩენი: ჩარიცხულ იქნას უნივერსიტეტში დატოვებულთ რიცხვში ამა წლის პირველი აგვისტოდან 1920 წ. პირველ იანვრამდის და წლიურად მიეცეს ყაზანში ან სხვაგან გასამგზავრებლად და მოსამზადებლად 3600 მანეთი, ანუ თვეში 300 მანეთი. 

4. განსახილველი საგანი: მიხეილ შალამბერიძის განცხადება  ებოძოს მას უნივერსიტეტში ასისტენტის ადგილი ლექციების კითხვის უფლებით ქიმიაში. 

განაჩენი: მოწვეულ იქმნას ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შემდეგ ასისტენტად ქიმიაში, ხოლო რაც შეეხება ლექციების კითხვის უფლებას, ეს საკითხი ჯერჯერობით გადაუწყვეტელი დარჩეს.

5. განსახილველი საგანი: ალექსანდრე სვანიძის წერილი რექტორის სახელზედ, რომ მას მიეცეს უნივერსიტეტში აღმოსავლეთის ისტორიის  ლექტორობა.

განაჩენი: მსჯელობას იქონიებს საბჭო მას შემდეგ, როდესაც მთხოვნელი მოახერხებს და უნივერსიტეტს წარმოუდგენს თავის რომელიმე შრომას და სხვა საჭირო საბუთებს.

6. განსახილველი საგანი: შემოწირულობა: ალ. ნეიმანმა შემოსწირა უნივერსიტეტს ერთი ხელთნაწერი პატარა ფორმატისა.

განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.

7. განსახილველი საგანი: ბ. რექტორის, დამსახურებული პროფესორის პ. მელიქიშვილის სიტყვიერი განცხადება რომ ის რექტორობას, როგორც დღეიდან ამ თანამდებობაზე არჩევისას, ისე მომავალში უსასყიდლოდ აასრულებს და უარს ამბობს გასულ სემესტრში მის ხვედრ ჯამაგირზე გამოწერილს 175 მანეთზედ. 

განაჩენი: მადლობა.

 ე. თაყაიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ა. ბენაშვილი, ა. შანიძე, დ. უზნაძე, გ. ახვლედიანი  

 

# 18
,,17,, აგვისტოს 1918 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს ,,6. 30,, საათზე.

დაესწრნენ: რექტორი პ. მელიქიშვილი, დეკანი ივ. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, კ. კეკელიძე, დ. უზნაძე, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე. კრებაზე მოწვეული იყო ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოე-ბის თავმჯდომარე სპირიდონ ვირსალაძე

თავმჯდომარეობდა: რექტორი პ. მელიქიშვილი
მდივნის მაგიერ: ა. შანიძე

1. განსახილველი საგანი: პროფესორთა მოწვევის საკითხი.
განაჩენი: დადგენილ იქმნა მოწვეულ იქმნენ:
ბოტანიკის კათედრაზე; სოლომონ ზ. ქურდიანი
მინერალოგიისაზე: ალექსანდრე ა. თვალჭრელიძე
ანატომიისაზე: ალექსანდრე ა. ნათიშვილი
ფისიოლოგიისაზე: ვარლამ პ. მოსეშვილი, რომელიც დროებით სამ-კურნალო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობას შეასრულებს.
2. განსახილველი საგანი: ჭიათურიდან საქიმიო ლაბორატორი-ის გადმოტანის შესახებ.
განაჩენი: მიენდოს მ. შალამბერიძეს ამ საქმის მოგვარება.
3. განსახილველი საგანი: სხვა და სხვა უწყებათა ლაბორატორიების (სამთამადნოსი, სარკინიგზოსი, წყლის სამმართველოსი და სხვ.) უნივერსიტეტთან დაკავშირების საკითხი.
განაჩენი: დადგენილ იქმნა, რომ ყველა ის ლაბორატორიები, რომელნიც სხვადასხვა უწყებას ეკუთვნიან და რომელთაც დიდი სა-ხელმწიფოებრივი და მეცნიერული მნიშვნელობა აქვთ, უნივერსიტეტს დაუკავშირდენ და მის ზედამხედველობის ქვეშ შემოვიდენ, ისე რომ მათ თავისი პრაქტიკული მიზნებიც შეასრულონ და უნი-ვერსიტეტსაც საშუალება მიეცეს მათი სარგებლობისა და გამოყენებისა.
ამის შესახებ შუამდგომლობა იქმნეს აღძრული სახალხო სამი-ნისტროსა და მინისტრთა საბჭოს წინაშე.
ექიმმა სპ. ვირსალაძემ იკისრა ცნობების მოწოდება სამკურნალო ლაბორატორიებისა, მიხეილის საავადმყოფოსა, საბებიო ინსტიტუტისა და სხვა დამÃმარე დაწესებულებათა შესახებ, რომელნიც სამ-კურნალო ფაკულტეტისათვის არიან საჭირო.
4. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის შენობის შესახებ.
განაჩენი: რადგანაც მიწერმოწერით არაკეთდებარა, ამიტომ კვლავ დაუყოვნებლივ ეცნობოს პირადად სამხედროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის მდგომარეობა და ღონისძიება იქმნეს მიღებული, რათა რაც შეიძლება მალე გაყვანილ იქმნენ უნივერსიტეტის შენობიდან მფრინავთა რაზმი და გადმოხვეწილები.
ამ საქმის თაობაზე სამინისტროში მოლაპარაკება თავს იდვეს: ბატ. რექტორმა და ე. თაყაიშვილმა ფ. გოგიჩაიშვილთან ერთად.
5. განსახილველი საგანი: სურსათსანოვაგის მიმწოდებელი კო-მიტეტისაგან სხვადასხვა ნივთების შეძენის შესახებ.
განაჩენი: სურსათსანოვაგის მიმწოდებელი კომიტეტისაგან (комитет снабжения) საპასუხო წერილში შესაძენად ჩამოთვლილ საგნებიდან ამოიშალოს:
1) ფაიფურის პინაკები (блюда фаянсовая),
2) პრიმუსები და
3) პრიმუსის ნემსები.
დანარჩენი ნივთების შეძენა შეიძლება.
ამასთანავე პრინციპიალური საკითხი აღიძრა, რომ ყოველივე ხარჯების შესახებ საქმე გამგეობაში იყოს გარჩეული.
6. განსახილველი საგანი: გიორგი ნანეიშვილის თხოვნა უნივერსიტეტთან დატოვების შესახებ.
განაჩენი: დატოვებულ იქმნეს, თანაÃმად თხოვნისა, სამართლის ფილოსოფიის კათედრაზე (პირველი აგვისტოდან).
7. განსახილველი საგანი: საბჭოს მოÃსენდა შემოწირულობათა შესახებ:
ა) გენერალმა ვასილ დავითის ძე გაბაშვილმა უნივერსიტეტს შემოსწირა თავისი გარდაცვლილი შვილის, ინჟინერის, ბიბლიოთეკი-დან:
ა) ერთი ატლასი,
ბ) ორმოცდა თორმეტი (52) სხვადასხვა წიგნი
ც) ჟურნალები და რუკები
დ) თირი შუშისყუთი
ე) ერთი პატარა ყუთი
განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.
ბ) შავი ქვის მრეწველთა საბჭოსაგან უნივერსიტეტს მოუვიდა ოც-დახუთი (25) წიგნი უცხო ენებზე უმთავრესად აღმოსავლეთის შესახებ.
განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.
გ) დიმიტრი გორდეევმა შემოსწირა თავისი Минიатюры грузинских лицевых [.....] Сიонскаго Древнехранилища.
განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.
დ) К. Т- въ’'მა შემოსწირა: О древней географიй Закавказья
განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.
ე) საბჭოს მოÃსენდა ან. ახალშენიშვილის მიერ ტფილისის დაწყებითი სკოლების ქართ. მასწავლებლებს შორის შეკრებილი სამას ათი მანეთისა და ათი შაურის (310 მ. 10 შ.) შესახებ.
განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.
ვ) სოფ. ნორიოს მომხმარებელ საზოგადოებისაგან (ნიკ. ბადრიძის Ãელით) ოცდახუთი მანეთის (25 მ.) შემოწირულება.
განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.
ზ) კაპიტან ივანე არჩილის ძის ანჯაფარიძის მიერ ს. ჭოლევში (სენაკის მაზრა) უნივერსიტეტის სასარგებლოდ დადგმულ წარმოდ-გენაზე შეგროვილი ორასი მანეთი (200 მან.).
განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.

ე. თაყაიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი

 

# 19
,,13,, ენკენისთვე 1918 წ.

სხდომა დაიწყო ......................................,,......,,საათზე

დაესწრენ: გ. ახვლედიანი, ბენაშვილი ა, ე. თაყაიშვილი, კ. კეკელიძე, პ. მელიქიშვილი, ვ. მოსეშვილი, დ. უზნაძე, ი. ყიფშიძე, და ა. შანიძე, და ი. ჯავახიშვილი, კრებას დაესწრენ აგრეთვე ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების წევრნი: სპ. ვირსალაძე, ივ. თიკანაძე და გ. მუხაძე.

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი მდივანი: ი. ყიფშიძე

საბჭოს მოხსენდა, რომ ყოფილი ქართული გიმნაზიის შენობა და ეზო, თანახმად მთავრობის დადგენილებისა, უნივერსიტეტს დაეთმო და სრულს მის განკარგულებაში გადმოვიდა და რომ 8 ენკენისთვეს შენობა უკვე ჩაიბარა უნივერსიტეტის გამგეობამ.
1. განსახილველი საგანი: შენობის გამგის მოწვევა.
განაჩენი: მოწვეულ იქმნას ანტონ ივ. თვალჭრელიძე და დაენიშნოს თვეში ხუთასი (500) მანეთი ბინითურთ ან ექვსასი (600) მ. უბინაოდ.
2. განსახილველი საგანი: ლაბორატორიების და აუდიტორიების მოწყობა.
განაჩენი: მიღებულ იქმნას ზომები ქუთაისიდან მინერალოგიის კაბინეტისა და ჭიათურიდან საქიმიო ლაბორატორიის გადმოსატანად. ამ მიზნისათვის რკინიგზის გამგეს ეთხოვოს ვაგონი და წერილი მიეწეროს ჭიათურაში ექიმს სიმონ ჯაფარიძეს, ამ საქმეში დახმარება გაუწიოს უნივერსიტეტს.
3. განსახილველი საგანი: საანატომიო თეატრის და კლინიკის საკითხი.
განაჩენი: ეთხოვოს მთავრობას რომ უნივერსიტეტს მიეცეს უფლება მიხეილის საავადმყოფოთი და საბებიო ინსტიტუტით ისარგებლოს. ამ საგნის შესახებ მოხსენების დაწერა მიენდო მედიცინის დოქტორს სპ. ვირსალაძეს (იხ. საბჭოს საქმეები).
4. განსახილველი საგანი: ხაზინადრის არჩევა.
განაჩენი: არჩეულ იქმნას ივ. გველესიანი ხუთასი მანეთის მიცემით თვიურად.
5. განსახილველი საგანი: განათლების სამინისტროს საბჭოში წარმომადგენლის არჩევა.
განაჩენი: არჩეულ იქმნას პრ. ივ. ჯავახიშვილი.
6. განსახილველი საგანი: ალ. სვანიძის მიერ წარმოდგენილი თავისი ხელნაწერი შრომა ,,სპარსეთი II (არშაკუნიანთ ხანა), III (სასანიდთა ხანა)’’ და მის მიერვე წარმოდგენილი მოწმობა ჰალლეს უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანისაგან რომ, ა, სვანიძემ ზემო დასახელებულ ფაკულტეტს წარუდგინა დისერტაცია ,,Bეიტროგე ზურ Uრგერცჰიცჰტე Gეორგიონს’’ და ბ, რომ სვანიძე უნდა შესდგომოდა ზეპირ გამოცდებს, მაგრამ სამინისტრომ მას, როგორც მტრის ქვეყნის ქვეშევრდომს, ნება არ დართო.
განაჩენი: შრომა გადაეცეს განსახილველად პრ. ივანე ჯავახიშვილს.
7. განსახილველი საგანი: სტეფანეშალვა ვარდიძის თხოვნა უნივერსიტეტში რაჲმე თანამდებობის მიცემის შესახებ.
განაჩენი: მოწვეულ იქმნეს იტალიური ენის ლექტორად.
8. განსახილველი საგანი: ლეონ მელიქსედეკის ძის მელიქსეთბეგის თხოვნა მიეცეს მას უნივერსიტეტში სომხური ენის სწვალების უფლება.
განაჩენი: მოწვეულ იქმნას ლექტორად ახალ სომხურში.
9. განსახილველი საგანი: ზაქარია ალექსის ძის ყანჩაველის თხოვნა მიეცეს მას ბოტანიკის კათედრის ასისტენტის ადგილი.
განაჩენი: საბჭოს პრინციპიალურად არავითარი საწინააღმდეგო არა აქვს თხოვნის დასაკმაყოფილებლად, ხოლო გადამჭრელი ხმა ეკუთვნის ბოტანიკის პროფესორს.
10. განსახილველი საგანი: ექიმ კ. ერისთავის თხოვნა ანატომიის კათედრაზე ასისტენტად არჩევის შესახებ.
განაჩენი: ანატომიის პროფესორს ეკითხოს.
11. განსახილველი საგანი: განათლების სამინისტროდან ქაღალდი რომ თუ შესაძლოა დოცენტ ალ. ჯავახიშვილს, გეოგრაფიულ ინსტიტუტის დამაარსებელს, უნივერსიტეტში დაეთმოს ერთი მოზრდილი აუდიტორია (250 კაცისათვის).
განაჩენი: ვინაიდან ეს საკითხი შეეხება საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს, რომელიც მხოლოდ ახლა იწყება უნივერსიტეტში და ჯერ ფაკულტეტის წევრებს თავი არ მოუყრიათ, ამ ფაკულტეტს ეკითხოს მომავალში ამ საკითხის გადაწყვეტა.
როდის შესრულდა: 17/9
12. განსახილველი საგანი: ასისტენტის მიხეილ შალამბერიძის განცხადება რექტორის სახელზე, რომ ის განათავისუფლონ სამსახურიდან.
განაჩენი: დაკმაყოფილებულ იქმნას.
13. განსახილველი საგანი: დეკანის პროფ. ივ. ჯავახიშვილის განცხადება რექტორის სახელზედ რომ მას ორი კვირით (15 ენკენისთვიდან) დასასვენებლად ტფილისიდან წასვლის ნება მიეცეს.
განაჩენი: დაკმაყოფილებულ იქმნას ხოლო დეკანის თანამდებობა დროებით დაევალოს პრ. ი. ყიფშიძეს.
14. განსახილველი საგანი: სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის ვ. მოსეშვილის განცხადება, რომ საბჭომ იშუამდგომლოს მთავრობის წინაშე, რათა ცენტრალური აფთიაქის საწყობიდან უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტს ზომიერ ფასებში დაეთმოს სხვადასხვა საჭირო საგნები (სია წარმოდგენილია).
განაჩენი: აღიძრას მთავრობის წინაშე შესაფერი შუამდგომლობა.
15. განსახილველი საგანი: მისივე განცხადება ეთხოვოს მთავრობას, რომ უნივერსიტეტს გადმოეცეს ,,ბოლშევიკთა’’გან ჩამორთმეული სტამბა.
განაჩენი: დღევანდელ პირობებში ხელსაყრელი არ იქნება უნივერსიტეტისათვის საკუთარი სტამბის გაჩენა.
16. განსახილველი საგანი: მისივე განცხადება სანათი გაზის ქარხნის აშენების შესახებ.
განაჩენი: დღევანდელ პირობებში ესეც შეუძლებელია.
17. განსახილველი საგანი: მოსკოვის ქართული სამეცნიერო საზოგადოებისაგან უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს მილოცვა და უნივერსიტეტის წიგნთსაცავისათვის წიგნების შემოწირვა.
განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.
18. განსახილველი საგანი: ალექსანდრე ილიას ძის გძელიშვილის თხოვნა უნივერსიტეტის გამგეობის სახელობაზედ მიეცეს მას მდივნის თანაშემწის ადგილი.
განაჩენი: მოწვეულ იქმნა ენკენისთვის პირველიდან.
19. განსახილველი საგანი: დეკანის ი. ჯავახიშვილის მოხსენება მიხეილ წერეთლის უნივერსიტეტში დატოვების შესახებ ასიროლოგიაში და ძველ აღმოსავლეთის ისტორიაში.
განაჩენი: დატოვებულ იქმნას 1 აგვისტოდან.

ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ა. ბენაშვილი, ე. თაყაიშვილი, ა. შანიძე, გ. ახვლედიანი, დ. უზნაძე, ი. თიკანაძე, ი. ყიფშიძე

 

# 20
,,3,, ოქტომბერს 1918 წ.

სხდომა დაიწყო............................,,......,, საათზე

დაესწრენ: ი. აბულაძე, გ. ახვლედიანი, ან. ბენაშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, ე. თაყაიშვილი, კ. კეკელიძე, პ. მელიქიშვილი, შ. ნუცუბიძე, ან. რაზმაძე, დ. უზნაძე, სოლ. ქურდიანი, ზაქ. ყანჩაველი, ი. ყიფშიძე, ა. შანიძე, ი. ჯავახიშვილი და მედიცინის დოქტორები: სპ. ვირსალაძე, ივ. თიკანაძე და გ. მუხაძე.

თავმჯდომარეობდა: ი. ჯავახიშვილი, შემდეგ პ. მელიქიშვილი
მდივანი: ი. ყიფშიძე

1. განსახილველი საგანი: წაკითხულ და დამტკიცებულ იქმნა სამი წინა კრების ოქმები.
2. განსახილველი საგანი: ლექციების დაწყების დრო.
განაჩენი: სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზედ ლექციები დაიწყოს 10 ოქტ., ხოლო დანარჩენებზე თანდათან აუდიტორიების დამზადების მიხედვით, ყოველ შემთხვევაში არა უგვიანეს 1 ნოემბრისა.
3. განსახილველი საგანი: ლექციები რა დროს იკითხებოდეს, დილით, თუ საღამოთი?
განაჩენი: სასურველია ლექციები დილით იკითხებოდეს საზოგადოდ, ნამეტურ საბუნებისმეტყველო ან საექიმო ფაკულტეტებზედ, მაგრამ რადგანაც სტუდენტობის უმეტესი ნაწილი იძულებულია აუტანელი სიძვირის გამო სხვადასხვა დაწესებულებებში იმსახუროს, ამ მდგომარეობას ანგარიში უნდა გაეწიოს და ზოგიერთი ლექციები მაინც საღამოობით უნდა იქმნეს წაკითხული. საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად წინადადება მიეცეს სტუდენტთა წრის გამგეობას მოიწვიოს სტუდენტთა საერთო კრება.
4. განსახილველი საგანი: პროფ. ს. ქურდიანის განცხადება, რომ ზაქ. ყანჩაველი დამტკიცებულ იქმნეს ბოტანიკის კათედრის ასისტენტად.
განაჩენი: დამტკიცებულ იქმნეს.
5. განსახილველი საგანი: ივ. თიკანაძის წინადადება შესახებ იმისა, რომ არჩეულ იქმნეს კომისია ბოტანიკისა და ზოოლოგიის კოლექციების შესაგროვებლად.
განაჩენი: არჩეულ იქმნენ ივ. თიკანაძე, პროფ. ს. ქურდიანი და ზ. ყანჩაველი.
6. განსახილველი საგანი: წაკითხულ იქმნა პროფ. ალ. ნათიშვილის წერილი ბ. რექტორის სახელობაზედ რომ ნათიშვილი ოქტომბრის პირველ რიცხვებში ტფილისში იქნება და თავის თანამდებობის აღსრულებას შეუდგება.
განაჩენი: ცნობად.
7. განსახილველი საგანი: ექიმ ბესარიონ ოქროპირიძის განცხადება, რომ მას სურვილი აქვს ანატომიაში სამეცნიერო მუშაობისა.
განაჩენი: გადაეცეს ანატომიის პროფესორს.
8. განსახილველი საგანი: ექიმ ივ. დემურიას თხოვნა მიეცეს უნივერსიტეტის ექიმის ადგილი.
განაჩენი: გადაიდოს ეს საკითხი მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის დამტკიცებამდის.
9. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტში სამართლის ისტორიისა და ფილოსოფიის კათედრაზე დატოვებულის გიორგი ნანეიშვილის თხოვნა გაიგზავნოს ის გერმანიაში (ლეჲპციგში) სწავლის გასაგრძელებლად, მიეცეს შესაფერი ნივთიერი დახმარება.
განაჩენი: გაიგზავნოს და მიეცეს თვეში =600= მანეთი.
10. განსახილველი საგანი: გეოლოგიის კათედრაზე პროფესორობისათვის მოსამზადებლად დატოვებულის ალ. ჯანელიძის თხოვნა, რომ ის სწავლის გასაგრძობად გაიგზავნოს ქ. ყაზანში და 1918 წლის ბოლოსთვის მისი ხვედრი სტიპენდია =3000= მანეთი (თვეში =600= მ.) წინდაწინ მიეცეს.
განაჩენი: გაიგზავნოს გერმანიაში.
11. განსახილველი საგანი: სარატოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის მეIV კ. სტუდენტის შალვა ღამბაშიძის თხოვნა, რომ ამ თავითვე ან ახლო მომავალში სამკურნალო ფაკულტეტის ყველა კურსები გაიხსნას.
განაჩენი: არ არის შესაძლებელი.

პ. მელიქიშვილი, ა. რაზმაძე, ა. ბენაშვილი, ა. შანიძე, შ. ნუცუბიძე, ივ. ჯავახიშვილი, ი. ყიფშიძე


ქ ა რ თ უ ლ ი უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.
პროფესორთა საბჭო
ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი

 

# 21
,,7,, ნოემბერს 1918 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს ,,7,, საათზე.

დაესწრენ: ან. ბენაშვილი, პ. მელიქიშვილი, ვ. მოსეშვილი, ალ. ნათიშვილი, ნუცუბიძე, ან. რაზმაძე, დ. უზნაძე, ს. ქურდიანი, ი. ყიფშიძე, ა. შანიძე, არჩ. ხარაძე და ივ. ჯავახიშვილი

თავმჯდომარეობდა: რექტ. პ. მელიქიშვილი მდივანი: ი. ყიფშიძე

1. განსახილველი საგანი: წაკითხულ და დამტკიცებულ იქმნა წინა კრების ოქმი.
2. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის გამგეობის ორგანიზაცია.
განაჩენი: გამგეობა შესდგებოდეს ხუთი პირისაგან რექტორისა, ორივე ფაკულტეტის დეკანებისა და მდივნებისაგან.
3. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის წესდების შესამუშავებლად კომისიის არჩევა.
განაჩენი: წესდება უნდა შეიცავდეს ორ ნაწილს: პირველ ნაწილში, რომელიც პარლამენტსა და მთავრობას წარედგინება, უნდა გამოხატული იყოს უნივერსიტეტის დამოკიდებულება და ურთიერთობა სახელმწიფოსადმი უნივერსიტეტის ფართო ავტონომიის საფუძველზედ; მეორე ნაწილი კი უნდა შეიცავდეს უნივერსიტეტის შინაური ცხოვრების ყოველ მხრივ დაწვრილებით განხილვას და მის მოწესრიგებას.
კომისიაში არჩეულ იქმნენ: რექტორი, ორივე დეკანი, საბჭოს მდივანი და ან. რაზმაძე.
4. განსახილველი საგანი: საბჭოს მდივნის არჩევა.
განაჩენი: არჩეულ იქმნა ი. ყიფშიძე. რადგანაც უკვე დამტკიცებულ უნივერსიტეტის შტატში საბჭოს მდივნის თანამდებობა შეტანილი არ არის, ამისათვის იანვრამდის საბჭოს მდივანს უნივერსიტეტის სპეციალი თანხებიდან მიეცეს სარგო, რომლის რაოდენობა საბჭომ განსაზღვროს შემდეგ კრებაზედ.
5. განსახილველი საგანი: ან. რაზმაძის განცხადება _ მოწვეულ იქმნას ფიზიკის პროფესორად ჰოლანდიის ცნობილი პროფესორი ერენფესტი.
განაჩენი: ეთხოვოს ბ. რაზმაძეს რომ მან პირადად როგორც თავის ნაცნობს წერილი მისწეროს პროფ. ერენფესტს და სთხოვოს მას გვაცნობოს ერთი ისა, რომ შეუძლია თუ არა მას ტფილისში ჩამოსლვა და მეორეც _ რა პირობებში დასთანხმდებოდა ტფილისის უნივერსიტეტში ლექციების კითხვას.
6. განსხაილველი საგანი: პროფ. მოსეშვილის მოხსენება სანათი გაზის ქარხნის შესახებ: სამხედრო საექიმო ლაბორატორიას ჰქონია გაზის ქარხანა და შესაძლოა გაზის იმ ქარხნიდან მილებით გამოყვანა უნივერსიტეტის შენობაშიო.
განაჩენი: შემუშავებულ იქმნას პროექტი, რამდენად შესაძლოა სამხედრო ლაბორატორიის ქარხნიდან, რომელიც მტკვრის გაღმა მხარეზეა, მილებით გაზის გამოყვანა და ამასთანავე მეორე პროექტიც უნივერსიტეტთან საკუთარი ქარხნის აშენებისა და მოწყობის შესახებ.
პროექტის შედგენა მიენდოს ინჟ. გორსკის.
7. განსახილველი საგანი: მისივე მოხსენება შესახებ იმისა, რომ ეთხოვოს მთავრობას _ უნივერსიტეტს ნება ჰქონდეს ისარგებლოს შეღავათიან პირობებში მეტეხის ციხის სტამბით.
განაჩენი: ეთხოვოს მთავრობას მეტეხის ციხის სტამბის შესახებ თანახმად მოხსენებისა.
8. განსახილველი საგანი: მისივე მოხსენება ლიტოგრაფიის უნივერსიტეტისათვის საჭიროების შესახებ.
განაჩენი: დროებით ეს საკითხი გადაიდოს.
9. განსახილველი საგანი: შემოწირულობანი: ა, (ფულად) _ 1, თავრიზის გარნიზონის ქართველ მხედართა კულტურულგანმანათლებელი წრის თავმჯდომარის _ რაფ. ჩხაიძისაგან წრის ფული =600= მანეთი, 2, კახეთის რკინიგზის გამგეობისა და სამმართველოსაგან ამავე გზის განსუენებული გამგის ა. ს. წივწივაძის გვირგვინის ნაცვლად =500= მან, ბ, (წიგნები) _ ,,განათლების~ ამხანაგობიდან (ქუთაისი) სახელმძღვანელოები: არჩ. ჩხენკელისა, ,,ბუნება~ (ორი ცალი); გ, მ. ცაგარეიშვილისა ,,გეოგრაფია~ (ორი ცალი); იასონ გაბილაÁასაგან მისივე ნათარგმნი: ლუჩიანო ბარბიერი ,,ოქროს წყარო~ (ოთხი ცალი) და შარლ ჟიდის ,,პოლიტიკური ეკონომიის საფუძვლები~ (სამი ცალი); მთავრიშვილისა და ამხ. წიგნის მაღაზიის გამოცემანი: ,,საქართველოს საკათალიკოზო ეკლესიის მოკლე ისტორია~ დეკ. მელ. კელენჯერიძისა და ,,საქართველოს ეკლესიის ისტორია~ ევს. ნიკოლაძისა; სიმონ ალ. ქვარიანისაგან მის მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში შეგროვილი ქართული სიტყვები ხუთ რვეულად.
განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.
10. განსახილველი საგანი: ნიკ. სუდაკოვის ფიზიკის ასისტენტად დამტკიცება თანახმად საბუნებისმეტყველოსამათემატიკო ფაკულტეტის დადგენილებისა.
განაჩენი: დამტკიცებულ იქმნას.

პ. მელიქიშვილი, არ. ხარაძე, ვ. მოსეშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ი. ყიფშიძე, დ. უზნაძე, ა. ბენაშვილი

 

 

ქ ა რ თ უ ლ ი უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.
პროფესორთა საბჭო
ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი

 

# 22
,,6,, დეკემბერს 1918 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს ,,7,, საათზე.

დაესწრენ: გ. ახვლედიანი, ა. ბენაშვილი, ე. თაყაიშვილი, კ. კეკელიძე, პ. მელიქიშვილი, ვ. მოსეშვილი, დ. უზნაძე, ი. ყიფშიძე, ა. შანიძე, არჩ. ხარაძე და ივ. ჯავახიშვილი.

თავმჯდომარეობდა: რექტ. პ. მელიქიშვილი მდივანი: ი. ყიფშიძე

1. განსახილველი საგანი: წაკითხულ და დამტკიცებულ იქმნა წინა კრების ოქმი.
2. განსახილველი საგანი: მომავალი წლის ხარჯთ აღრიცხვა.
განაჩენი: შედგენილ იქმნას ხარჯთ აღრიცხვა თანახმად ფაკულტეტების დადგენილებისა ამ საგნის გამო. პროფესორებსა და ასისტენტებს მოემატოთ ჯამაგირის 33% (ერთი მესამედი). ბიბლიოთეკისა და კანცელარიის თანამდებობის პირთ, აგრეთვე დაბალ მოსამსახურეებსაც მოემატოს ჯამაგირი, რომლის რაოდენობის გამორკვევა მიენდოს გამგეობას.
3. განსახილველი საგანი: 1918 წ. ხარჯთ აღრიცხვიდან მორჩენილი ფული.
განაჩენი: ვინაითგან ხარჯთ აღრიცხვაში ზოგიერთი აუცილებელი, უნივერსიტეტისაგან უკვე გაწეული ხარჯი შეტანილი არ იყო (მაგ. ანატომიისა და ფიზიოლოგიის კაბინეტების მოწყობა) და მეორეს მხრით, ზოგიერთი მუხლი ხარჯთ აღრიცხვისა ან სრულებით არ არის დახარჯული ანდა მხოლოდ ნაწილობრივ, ამისთვის ეთხოვოს სამინისტროს რომ უნივერსიტეტს ნება მიეცეს ხარჯების ერთი მუხლიდან მეორეში გადატანისა და ამ მხრივ იგი ნუ იქნება შეზღუდული.
4. განსახილველი საგანი: სამინისტროს მოწერილობა _ რომ უნივერსიტეტისათვის ყოველთვიურად საჭირო ხარჯები წინასწარ კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს.
განაჩენი: ეცნობოს სამინისტროს, რომ მთავრობას უნივერსიტეტის ხარჯების წინასწარი კონტროლის უფლება არა აქვს თანახმად უნივერსიტეტის დროებითი ძირითადი დებულებისა ($1).
5. განსახილველი საგანი: ერმაკოვის ფოტოგრაფიის შესყიდვის გამო 40.000 მანეთის ვალის გასტუმრება.
განაჩენი: სასურველია ეს ვალი ერთიანად გასტუმრებულ იქმნეს ან სპეციალურ თანხიდან ანდა უნივერსიტეტის საზოგადოების საშვალებიდან, რომლის ნებართვით იყო ნასყიდი ეს ფოტოგრაფია.
6. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის შენობის სხვადასხვა ფაკულტეტებისა და ლაბორატორიების შორის გამანაწილებელი კომისია.
განაჩენი: კომისიაში არჩეულ იქმნენ _ ბ. რექტორი, ვ. მოსეშვილი, ალ. ნათიშვილი, ს. ქურდიანი, ანდ. რაზმაძე, გ. ახვლედიანი, დ. უზნაძე და ა. შანიძე.
7. განსახილველი საგანი: შემოწირულობანი:
ა (ფულად) 1, ექიმ მელიქიშვილისაგან შეგროვილი საბუნებისმეტყველო და სამეურნეო ფაკულტეტისათვის =3.300= მანეთი, 2, ელისაბედ იოსების ასულის საგინაშვილისა და ელენე [აბულა]ისაგან =100= მანეთი ერთს სემესტრში, რომელიმე სტუდენტის სწავლის ფულად განსვენებული კონსტანტინე როსტომის ძის მამაცაშვილის გვირგვინის ნაცვლად, 3, ალექსი ცხადაძისაგან =50= მან.
განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.
ბ (წიგნები) : 1, დ. გორდეევისაგან მისივე ,,Иллюстраций по поэмჰ Шоты Руставели, 2, ს. მელიქოვისაგან მისივე ,,Каталитическое окисленიе хлористаго хрома~. 3, გ. თუმანოვისაგან მისივე ,,Организацიя земства в Закавказъе’’, 4. კავკასიის საარქ. ინსტიტუტისაგან ,,Mონუმეტა Hაგიოგრაპჰიცა Gეორგიცა’’, 5, მთავრიშვილის გამომცემლობისგან: ა) ,,ვეფ. ტყაოსანი~, ბ) კუკულესკოს ,,ქიმია~
6. ი. გაბელაიასაგან მისივე ნათარგმნი ლენსკის ~კოოპერატიულ ევროპაში~
განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.

პ. მელიქიშვილი, ვ. მოსეშვილი, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ა. ბენაშვილი, ე. თაყაიშვილი, ა. ხარაძე, ა. შანიძე

წყარო:  "ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფესორთა საბჭოს ოქმები", გამოსაცემად მოამზადეს მანანა ლილუაშვილმა და ზურაბ გაიპარაშვილმა, თბ., უნივერსალი, 2006

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates