• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ბადრიძე ილია

ბადრიძე ილია ნესტორის ძე (მეტსახელი: ილიკო) (1978, ქ. თელავი - 19.VII.1937) - სოციალ-დემოკრატი, არალეგალური სტამბების შექმნის მონაწილე. 1902 აირჩიეს რსდმპ თბილისის კომიტეტის წევრად. 1905 მონაწილეობას იღებდა ავჭალაში ბომბების დამამზადებელი სახელოსნოს მოწყობაში. რის გამოც ის არალეგალური საბუთებითა და შეცვლილი სახელით ცხოვრობდა ბაქოში. 1911 ბაქოში დააპატიმრეს და იძულებული გახდა გაემხილა თავისი ნამდვილი სახელი. ამის შემდეგ იჯდა მეტეხის ციხეში, მოგვიანებით კი ციმბირში სამუდამო გადასახლება მიესაჯა.

1917 დაბრუნდა საქართველოში და დასახელებულ იქნა საქართველოს ეროვნული საბჭოს (შემდგომში პარლამენტი) წევრად. ი.  ბადრიძე ასევე იყო საგანგებო სასამართლოს წევრი. მონაწილეობა მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნებში. 1919 წ-ის თებერვალში არჩეულ იქნა კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ი. ბადრიძე ემიგრაციაში არ წასულა. საბჭოთა ჩეკამ მასზე ძებნა გამოაცხადა, როგორც მენშევიკების ერთ-ერთ ლიდერზე და ამ ბრალდებით მიმდინარეობდა მისი დაკითხვა. ბადრიძე პატიმრობაში მძიმედ ავადმყოფობდა. მისი გათავისუფლება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოხერხდა. მეორე პატიმრობა მას 1924 წ-ის აჯანყების შემდეგ მოუწია. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა თბილისში, სადაც მუშაობდა მელნის საამქროში. 1937 ი. ბადრიძეც სხვა ბევრის მსგავსად საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა და ის ბრალდების გამოტანის დღესვე დახვრიტეს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates