• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ახმეტელი მიხეილ

ახმეტელი მიხეილ კონსტანტინეს ძე (1895, ბორჯომი - 1963, მიუნხენი, გფრ) - პოლიტოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სოვეტოლოგიის გერმანული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქარ­თ­ული ემი­გ­რა­ციის ცნობი­ლი წარმო­მა­დ­­გენელი. და­ი­ბა­და აზნაურის, სასულიერო პი­რის ოჯახში. დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია (1914). სწა­ვლობდა ხარკოვის უნივერსი­ტე­ტში (1914-1917).

სამშობლოში დაბრუნების შემ­დეგ თანაუგრძნობდა ხელისუფლების სათავეში მოქცეულ სოციალ-დე­მოკრატებს, რომელთა შორისაც იყო მისი ბიძა ვლადიმერ ახმეტელი, საქართველოს ელჩი გერ­მა­ნი­აში. საქართველოს დემოკრა­ტი­უ­ლი რესპუბლიკის მთავრო­ბის მიერ დანი­შ­ნული სტიპენდიით გაიგ­ზა­ვ­ნა გერმანიაში სწა­ვლის გა­სა­გ­რძე­ლე­ბ­­ლად (1919).               

საბ­ჭო­თა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრა­ტიუ­ლი რეს­პუბ­­ლი­კის ოკუპაციის შემ­დეგ მიიღო გერმანიის მოქალაქეობა. დაამ­თავ­რა იენის უნივერსიტეტი და იქვე და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცია ფილოსოფიის დოქტორის ხა­რი­სხის მოსაპოვებლად (1925). იმავე წელს შეუდგა აგრარულ მეცნიერებათა შესწავ­ლას. მისი ნაშ­რო­მები იბეჭ­დე­ბო­და გერ­მა­ნიაში გა­მო­­მავალ ავ­­ტო­რი­ტეტულ სა­მე­ც­ნი­ე­რო ჟურნალებში. გამოს­ცა ფუ­ნ­დამენტური გამოკვლევები სსრ კავშირისა და აღ­მოსავლეთ ევროპის აგრარული პოლიტიკის, ბო­ლ­შევიზმის ისტორიის, საგარეო და საშინაო პოლიტიკის ისტორიის ძირითად სა­კი­თ­ხებზე. მათ შორის გამოირჩევა წიგნი „აგრარული პოლიტიკა საბჭოთა კავშირში და მი­სი შედეგები“ (1942), რომელიც საერთაშორისო დონის სოვეტოლოგიური გამოკვ­ლე­­ვაა. ითვლება სოვეტოლოგიის გერმანული სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებლად. ზო­გ­ჯერ წერდა ფსევ­დო­ნიმით „კონსტანტინ მიხაილი“. ახ­ლო ურთიერთობაში იმყოფე­ბო­და ქართული და სხვა ­კავკასიელი ერ­ების ემი­გ­რაციის ცნობილ წარმომადგენ­ლე­ბ­თან. მოღ­ვა­­წე­ობ­და აღმო­სავ­ლეთ ევროპის სამეცნიერო-კვლევით ინს­ტი­ტუტში (1927-1934). 1937-1940 წ-ში ხელმძ­ღვა­ნელობდა ამ ცენტრს, რომელსაც ვანზეეს ინს­ტი­ტუ­ტსაც უწოდებდნენ. პა­რა­ლე­ლურად მუშა­ობდა ბრეს­ლაუს უნივერ­სიტეტში ჯერ პრი­ვატ-დოცენტის, ხოლო შემ­დეგ პრო­­ფე­სორის თანამ­დე­ბობაზე. ასევე მოღვაწეობდა ბერლინის ჰუმბოლდტის სა­ხე­ლობის (1939-1945) და მიუნხენის უნი­ვე­რ­სიტეტებში (1945 წ-დან). II მსო­ფ­ლიო ომის პე­რი­ოდ­ში, ალექ­სან­დრე ნიკურა­ძე­ს­თან ერთად, ხელ­მ­ძ­ღვა­ნე­ლობდა აღ­მოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და სსრ კავშირის შემსწავლელ სამეც­ნი­ერო-კვლევით ინსტიტუტს. იყო გერ­მა­­ნიის მეშ­ვე­ო­ბით კავკასიის გა­ნ­თავისუფ­ლე­ბის მომხრე, რომლის ძირითად მი­ზანს წარმოად­გე­ნ­და კავკასიური კო­ნ­ფე­დე­­რა­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბება  საქარ­თ­ვე­ლოს ჰე­გემონიითა და გე­რ­მა­­ნიის პრო­ტე­ქ­­ტორატით. 1943 მკაცრად გააკრიტიკა გერ­მა­ნიის პოლიტიკა აღ­მო­სავლეთით დაპყრობილი ტე­რი­ტორიის მოსახლეობის მიმართ, რის გამოც დაპატი­მ­რებას ძლივს გადაურ­ჩა. ომის დასრულების შემდეგ დასახ­ლ­და მიუნხენ­ში, სა­დაც მისი აქტიური მონაწილეობით დაფუძნდა აღ­მოსავლეთ ევ­რო­პისა და სსრ კავ­ში­რის შემსწავლელი ახალი სამეცნი­ე­რო-კვლევითი ინსტი­ტუტი. ეწეო­და აქტიურ საზოგა­დოებ­რივ-პო­ლი­­ტიკურ საქ­მი­ა­ნო­ბას. იყო გერმანიაში არსე­ბული ქართველთა სათვის­ტო­მოს გამ­გე­ო­ბის წევრი და იმავე ქვეყანაში გამომავალი ქარ­თუ­ლი ემიგრანტული პრესის აქ­ტი­ური თანამშ­რო­მელი, ანტიბოლშევიკური და ანტისაბ­ჭო­ური მოძრაობის გამოჩენილი წარმომად­გე­ნე­ლი დასავლეთ ევროპაში, ერთ-ერთი და­მფუძნებელი „ანტიბოლშევიკ ერთა ბლო­კისა“.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates