ახვლედიანი იასონ ალექსანდრეს ძე (7.IV.1852 - 19.I.1940) - გენერალი. დაამთავრა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი. რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის მონაწილე. 1900 გროზნოს სარეზერვო ბატალიონის უფროსი. რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წწ-ის ომის მონაწილე. ბატალიონის მეთაური. მანჯურიაში მიმდინარე ბრძოლების მონაწილე. 1906-1911 წწ-ში პოლკის მეთაური, აბასთუმნის ჰოსპიტლის უფროსი, აბასთუმნის სამხედრო კომენდანტი. 1912 წ-დან თადარიგში გავიდა. დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. გიორგის მე-4 ხარისხის, წმ. ანას მე-4 ხარისხის, მე-3 ხარისხის, მე-2 ხარისხის, 1-ლი ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-3 და მე-2, წმ. ვლადიმირის მე-4 და მე-3 ხარისხის.
1918 წ-დან მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო ვეტერანთა სახლის უფროსი. 1921 საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში არ წავიდა. ცხოვრობდა თბილისში.