• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ალშიბაია გრიგოლ

ალშიბაია გრიგოლ კონსტანტინეს ძე (1881 - 1957) -  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, პოლიტიკური მოღვაწე, ექიმი, დიპლომატი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1920-1921 წწ-ში იყო საბჭოთა აზერბაიჯანში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი. 1921 წ-დან გ. ალშიბაია პოლიტიკური ემიგრანტია. იგი წერილებს ბეჭდავდა ემიგრაციულ გაზეთში  „დამოუკიდებელი საქართველო“ (გამოდიოდა პარიზში 1926 იანვრიდან - 1939 ივლისამდე; ვარშავაში კავკასიურ ოფისს ხელმძღვანელობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ჯარის მიერ ვარშავის დაკავების შემდეგ აქ დაარსებული  კავკასიის კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა. 1943 წ-ის შემოდგომაზე მის ნაცვლად სამხედრო და ტყვეთა საკითხების მოსაგვარებლად საკავშირო შტაბი დაარსდა, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც გ. ალშიბაია იყო.  შტაბის ორგანიზებით, 1944 წ-ის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად დღესასწაული ჩატარდა. ზეიმი ქართული კოლონიის თავმჯდომარემ - ტიტე მარგველაშვილმა გახსნა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გ. ალშიბაია ოჯახით საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.              

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates