• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

აბაშიძე ილია (ილიკო) სოლომონის ძე

აბაშიძე ილია (ილიკო) სოლომონის ძე (1882 (1884 ?), გურჯაანი - 1953) - ვიოლონჩელისტი, პედაგოგი. რვა წლისა, სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიაბარეს. მეოთხე კლასში ვიოლონჩელზე დაკვრის შესწავლა დაიწყო. 1902-1904 თბილისის მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა. 1904 მუსიკალური განათლების მიღება მოსკოვის ფილარმონიულ სასწავლებელში განაგრძო. პარალელურად, მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზეც ისმენდა ლექციებს. შემდგომში  სასწავლებლად იყო ფინეთში და გერმანიაში, ლაიპციგის კონსერვატორიაში, შემდეგ ჩეხეთში.  საქართველოში დაბრუნების შემდეგ საკონცერტო მოღვაწეობას შეუდგა.

1918 დამოუკიდებელ საქართველოში მან ითავა ნ. სულხანიშვილის დავიწყების სივრციდან ხელახლა ასპარეზზე გამოყვანა. ქართველთა სამხედრო კავშირის დახმარებით ფასიანი გუნდი შეადგინა და კომპოზიტორი მის ლოტბარად მოიწვია. ამ გუნდმა ორი ისტორიული მნიშვნელობის ეროვნული კონცერტი ჩაატარა: 9 ივნისს - ქართულ კლუბში და 30 ივნისს - ოპერის თეატრში.                                                                                                         გასაბჭოების შემდეგ, სხვადასხვა დროს იყო: თბილისსა და ქუთაისში პირველი საფორტეპიანო ტრიოს ორგანიზატორი და წევრი; მ. ბალანჩივაძის მიერ დაარსებული ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის გამგე და პედაგოგი; მოსწავლეთა გუნდის დამაარსებელი და ლოტბარი; ა. ყარაშვილის სიმებიანი კვარტეტისა და სხვ. კამერულ-ინსტრუმენტული ანსამბლების წევრი.       

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates