• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჯიბლაძე ვლადიმერ გიორგის ძე

ჯიბლაძე ვლადიმერ გიორგის ძე (მეტსახელი: ლადო, პეტროვი) [18.01.1879 სოფ. გეზათი - 09.02.1938]. თავდაპირველად სასწავლებლად კულაშის სკოლაში შევიდა, შემდეგ სწავლა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში განაგრძო. მუშაობდა რკინიგზის სახელოსნოებში ზეინკლად. იყო  რსდმპ-ს წევრი. 1901 რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში მოწყობილი გაფიცვების გამო ვ. ჯიბლაძე დააპატიმრეს და თბილისიდან გაასახლეს. 1903 პოლიტიკური ბრალდებით დააპატიმრეს და სამი წლით გადასახლება მიუსაჯეს. 1917 წელს არჩეულ იქნა საქართელოს ეროვნული საბჭოს (შემდგომში - პარლამენტის) წევრად, ამასთანავე არჩეული იყო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. 1918 წელს ასევე იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1919  არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად  სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. მონაწილეობას იღებდა საბჭოთა საოკუპაციო ჯარებთან ბრძოლებში 1921 ოკუპაციის შემდეგ დაბრუნდა თავის სოფელში საცხოვრებლად. იმავე წელსვე ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის იქნა დაპატიმრებული, მოგვიანებით კი გადაასახლეს. 1937 წელს ლ. ჯიბლაძეს დახვრეტა მიუსაჯეს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates