• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

წულუკიძე გიორგი დავითის ძე

წულუკიძე გიორგი დავითის ძე (23.IV.1860 - 1923) - დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. პრაპორშჩიკი (1880). პოდპორუჩიკი (1883). პორუჩიკი (1887). შტაბსკაპიტანი (1893). დაამთავრა ოფიცერთა სკოლა. კაპიტანი (1900). პოდპოლკოვნიკი (1905). პოლკოვნიკი (1910). პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. კავკასიის მსროლელთა მე-11  პოლკის უფროსი. მსროლელთა მე-5 დივიზიის ბრიგადის უფროსი. გენერალ-მაიორი (1916). მსროლელთა მე-5 დივიზიის ბრიგადის მეთაური (1916). 1917 ჯერ ქვეითთა 174-ე დივიზიის, შემდეგ 67-ე დივიზიის უფროსი. დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. გიორგის მე-4 ხარისხის, წმ. ანას მე-2 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის, წმ სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლებით. 

1918-1921 წწ-ში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. 1918 წ-ის დეკემბერში, სომხეთთან ომის დროს, იყო ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორი და იქ მყოფი ქართული შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების უფროსი. სწორედ მის დაქვემდებარებაში მყოფ შენაერთებს მოუწიათ ომის პირველ ეტაპზე ყველაზე მძიმე ბრძოლების წარმოება რიცხვმრავალ მოწინააღმდეგესთან. გ. წულუკიძე იძულებული იყო, უკან დაეხია. დეკემბრის ბოლოს ის თავის შენაერთებთან ერთად გენერალ მაზნიაშვილის დაქვემდებარებაში შევიდა. 1921 წ-ის თებერვალ-მარტში იყო ბათუმის ციხესიმაგრის უფროსი. ემიგრაციაში არ წასულა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates