• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჩხეიძე უშანგი ვიქტორის ძე

ჩხეიძე უშანგი ვიქტორის ძე  (28.XI.1898, სოფ. ფუთი, შორაპნის მაზრ. - 01.XII.1953, თბილისი) - ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1933). მიაბარეს ზესტაფონის კერძო სკოლაში. 1918 დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარალელურად მეცადინეობდა რეჟისორ გ. ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში. თავდაპირველად მონაწილეობდა მუშათა თეატრების (ავჭალის აუდიტორის, ავლაბრის თეატრი, თბილისის მუშათა ცენტრალური კლუბი) წარმოდგენებში. 1920 წ-დან მუშაობდა თბილისის ქართული დრამის, ხოლო 1921 წ-დან რუსთაველის სახელობის თეატრში. წარმატებით შეასრულა როლები: ვიქტორი და არისტო (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება" და "სამანიშვილის დედინაცვალი"), ელიზბარი (ს. შანშიაშვილის "მათრახის პანაშვიდი"), მეფე ჯიმშერი (ი. გედევანიშვილის "სინათლე"), ინკუბუსი (ს. შანშიაშვილის "ლატავრა"), ფილი კულენი (ჯ. სინგის "გმირი") და სხვ.                               

1925 ბრწყინვალედ განახორციელა ჰამლეტის სახე (უ. შექსპირის "ჰამლეტი") და საყოველთაო აღიარება მოიპოვა. გადავიდა კ. მარჯანიშვილის მიერ ახლად დაარსებულ ქუთაისის თეატრში  (1928-1930), ხოლო 1930 წ-დან - თბილისში.  დაწერა წიგნები: "კ. მარჯანიშვილი - რეჟისორი და მასწავლებელი" (1949), "მოგონებები და წერილები" (1956). კინოში შესრულებული აქვს როლები: ნიკო ("ქარიშხლის წინ", 1925), „რაიკომის მდივანი იულონი“ ("ნარინჯის ველი", 1937) და სხვ. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.               

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates