• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სუმბათაშვილი გიორგი  ნიკოლოზის ძე

სუმბათაშვილი გიორგი  ნიკოლოზის ძე (6.VI.1868 - ). დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი. პოდპორუჩიკი (1892). პორუჩიკი (1896). შტაბს-კაპიტანი (1900). დაამთავრა ოფიცერთა სკოლა. მონაწილეობდა 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში, სადაც დაიჭრა. კაპიტანი (1904). 1911-ვის ირიცხება ვიბორგის 85-ე ქვეითთა პოლკში. პირველი მსოფдიო ომის დასაწყისში ნოვოჩერკასკის 145-ე პოლკშია. მეთაურობდა ბატალიონს. პოლკოვნიკი (1914, წარჩინებისთვის). 1915-1917-ში ცარიცინის 146-ე პოლკის მეთაურია. დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ვლადიმირი მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ანას მე-4 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. ანას მე-2 ხარისხის ხმლებით,  წმ. გიორგის მე-4 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლებით. დაჯილდოებული იყო იარაღით.

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. გენერალი (1918). სომხეთთან ომის დროს იყო გენერალ მაზნიაშვილის მოადგილე. 1921 წ-ის თებერვალში, ომის დაწყების წინ იმყოფებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდლის გენერალ ი. გედევანიშვილის დაქვემდებარებაში. უშუალოდ სარდლობდა ბამბაკის ხეობაში სანაინი-შაგალის მიმართულებაზე განლაგებულ შენაერთებს. ომის პირველ ეტაპზე განცდილი მარცხის გამო იძულებული იყო უკან დაეხია თბილისის მიმართულებით. თბილისიდან უკანდახევისას გენერალმა კვინიტაძემ მარცხენა კოლონის უფროსად დანიშნა. მონაწილეობდა 4-5 მარტის ოსიაურის ბრძოლაში, სადაც სარდლობდა მარჯვენა ფრთას და ასევე უღელტეხილების დაცვას. 18-20 მარტს მონაწილეობდა ბათუმიდან ქემალისტების განდევნაში. ემიგრაციაში არ წასულა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates