• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სპადე თეოდორ

სპადე თეოდორ (7. III. 1891, ვინდავა - 25. VII. 1970, თემირტაუ), სა­ქა­რ­თველოს დე­მოკ­რა­­­ტი­უ­ლი რეს­პუ­ბ­ლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცერი. დაამთავრა რიგის პო­­ლიტექნიკუმი, სანკტ-პეტერბურგის კადეტთა კორპუსი და საფრანგეთის საზღვაო აკა­დემია. I მსოფლიო ომის პერიოდში საზღვაო ოფი­ცრის რანგში მსახურობდა შავ ზღვაში დისლოცირებულ სამხედრო-საზღვაო ფლოტში, რომელიც ექვემდება­რე­ბოდა ჯერ რუსეთის იმპერიის, შე­მდეგ ამიერკავკასიის, ბოლოს კი საქართ­ვე­ლოს დემოკრა­ტი­­ული რესპუბლიკის მთავრობას. ბათუმის მართლმადიდებლურ ეკლე­სი­აში ჯვარი დაიწერა ნადეჟ­და შველიძეზე (1917). მეთაურობდა ნაღმზიდს, აგრეთვე, ჩქარმავალ კა­ტერთა რაზმს. ქართველ მე­ზღვაურთა ნაწილთან ერ­თად ტყვედ ჩაუ­ვა­­რდა საქართ­ვე­ლოში შემოჭრილ ოსმა­ლე­თის იმპერიის არმიას, რო­მელმაც ჩვენი ქვე­­ყ­ნის სამხრეთ-დასავლეთი ტერიტო­რია მი­იტაცა (1918). 6 თვე გაატარა ტყვე­ობაში, საი­და­ნაც თა­ვი­ს­მა მეუღლემ გამოისყიდა. სამ­შო­ბ­ლოში დაბრუნების (1920) შემდეგ, მსახუ­რობ­და ლა­ტვიის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალებში, რომელსაც 1931-1940 წლებში ად­მი­რლის რანგში ხე­ლ­­მძღვანელობდა. დაჯილდოებული ლატვიის, საფრანგეთის, შვე­დე­თის, პოლონეთის, ლიტვისა და ესტონეთის საპატიო სახელმწიფო ჯილდოებით. მისი მეუღლე ნ. შველიძე (გარდ. 1937 წ.) დიდ თანადგომას იჩენდა ლა­ტ­ვი­აში მცხო­ვ­რებ ქართველთა საზო­გა­დო­ების მიმართ. სსრკ-ის შეიარაღებული ძალების მიერ ლა­ტ­ვიის ოკუპაციის (1940) შემდეგ დაა­პა­ტიმრეს. გათავისუფლების (1954) შემდეგ, გა­და­ასახლეს ყაზა­ხე­თის ქ. თემირ­ტა­უში, სადაც გარდაც­ვა­ლე­ბამდე ცხოვრობდა. მისი ნე­შ­ტი გადაასვენეს და დაკრძალეს რიგაში. 2014 წლის ნოემბერში, ლატვიის პრე­ზი­დენტ იანის ბერზინშის ოფი­ცი­ალური ვი­ზი­ტისას, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სა­ზე­იმოდ გაიხსნა მემორია­ლუ­რი დაფა, რომელსაც ქართულ და ლატვი­ურ ენებზე აწერია: “ლატვიის სამხედ­რო ფლოტის ადმირალს თეოდორ სპადეს (1891-1970) საქართველოს სამხედრო ფლო­ტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates