სიდამონ-ერისთავი გიორგი (26.VIII.1865, თბილისი -?). იურისტი.  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი.   უმაღლესი იურიდიული განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო.  1890-დან მუშაობდა პეტერბურგის სასამართლოში.
1917-ს დროებითმა სამმართველომ პეტერბურგის მილიციის მთავარ იურისტკონსულტანტად დანიშნა, მალევე კი ქალაქის მილიციის უფროსად. 1917-ს ივნისში მცირე ხნით შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. 1918-ს სექტემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ სოხუმის საგანგებო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა. 1919-ს 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მუშაობდა სისხლის სამართლის საკასაციო დეპარტამენტში. 1920 წლის ნოემბერს დამფუძნებელმა კრებას სენატორის უფლებამოსილება შეუწყვიტა.
სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია.