• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჟღენტი ვიქტორ ალმასხანის ძე

ჟღენტი ვიქტორ ალმასხანის ძე (მეტსახელი: ლეონტი) [1884 სოფ. ჯვარცმა - 08.04.1969]. ვიქტორ ჟღენტმა განათლება ბათუმის სახელოსნო სასწავლებელში მიიღო, პროფესიით  ფეიქარი იყო. იგი საცხოვრებლად ბაქოში გადავიდა და სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის საქმიანობით იყო დაკავებული. მისი ხელმოწერა არის 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. ის ჯერ საქართველოს ეროვნული საბჭოს, შემდეგ კი დამფუძნებელი კრების წევრი გახდა. დამოუკიდებლობის პერიოდში მუშაობდა საგანგებო რწმუნებულად ცხინვალში. 1921 წელს, საქართელოს ოკუპაციის შემდეგ მან დატოვა საქართველო და საფრანგეთში გაემგზავრა ემიგრაციაში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates