• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

პირუმოვი (ფირუმოვი) სვიმონ

პირუმოვი (ფირუმოვი) სვიმონ ( ?, ტფილისი -  ?) . სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. ეროვნებით სომეხი. ინჟინერი. უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო.

1918-ს თებერვალში დამატებითი სიით არჩეული იქნა ამიერკავკასიის სეიმის წევრად, შედიოდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. 1918-ს შემოდგომაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ სომეხთათვის გამოყოფილი კვოტით გახდა პარლამენტის წევრი. იყო პარლამენტის სოციალ-დემოკრატიული  ფრაქციის წევრი.

სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates