• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სასამართლო განაჩენის შეცვლის შესახებ კანონი

სასამართლო განაჩენის შეცვლის შესახებ კანონი. ტერმინი ,,სასამართლო ხელისუფლება“ ქართულ სინამდვილეში პირველად სწორედ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობაში იყო გამოყენებული. კონკრეტულად, მხედველობაშია 1919 წ. 29 ივლისისკანონი ,,საქართველოს სენატის დებულების შემოღებისა“. ამ კანონით განისაზღვრა, თუ რომელ ორგანოებს ეკუთვნოდა ,,სასამართლო ხელისუფლება“ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.  თუმცა 1921 წ. კონსტიტუციაში სიტყვა „სასამართლო ხელისუფლება“ არც ერთხელაა მოხსენიებული, კონსტიტუციის შესაბამის ნაწილს „სასამართლოები“ ეწოდება.

1919 წ. 17 აპრილის დადგენილება „სასამართლოს განაჩენის შეცვლის თაობაზე შემოსული თხოვნების განხილვისა“ დაინტერესებულ პირებს, რომლებიც მხარეებად გამოდიოდნენ სასამართლო პროცესებზე, უფლებას არ აძლევდა შეეტანა სააპელაციო საჩივარი დამფუძნებელ კრებაში. დეპუტატები მოითხოვდნენ, რომ დამფუძნებელი კრება ყოფილიყო საბოლოო ინსტანცია სისხლის სამართლის საქმეებზე. იურიდიული კომისიის სახელით დავით ონიაშვილი განმარტავდა, რომ „დამფუძნებელი კრება არ უნდა არჩევდეს ასეთ მოთხოვნებს. დამფუძნებელი კრება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა და ასეთი საქმეების გარჩევა ხელს შეუშლის და შეაფერხებს მის მოღვაწეობას“.ა ღნიშნული დადგენილება მოიცავს ერთ პუნქტს და აღიარებს: „საქართველოს დამფუძნებელი კრების სახელზე შემოსული თხოვნებიდა შუამდგომლობანი, რომლებიც სასამართლოს განაჩენის შეცვლას შეეხება, დამფუძნებელი კრების მიერ განუხილველი დარჩება“. ამ დებულებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო გაემიჯნა მართლმსაჯულებით ფუნქციებს, ეს საკითხი, ჯერ კიდევ, აქტუალური იყო ევროპაში მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, როდესაც გერმანიის უმაღლესი ხელისუფლება ნაკლებად ერეოდა სისხლისა და სამოქალაქო სამართლის სფეროში. პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰემ პირველი 1739 წ. იმუქრებოდა, რომ იგი შეუბრალებლად ჩამოახრჩობდა ყველა იმათ, ვინც მას მიმართავდა სასამართლოს მიერ გარჩეული საქმეებისათვის თხოვნით და 1752 წ. 22 ოქტომბრის რესკრიპტრით აცხადებდა, რომ არ ჩაერეოდა სასამართლოს საქმეებში და თვითონაც სახელმწიფო კანონებს დაემორჩილებოდა.

1919 წ. 19 ივლის სდამფიძნებელმ აკრებამ მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს (სენატის) დებულება.  1919 წ. 7 ოქტომბერს არჩეულ იქნა სენატის პირველი წევრები 15 მოსამართლის შემადგენლობით. უზენაესი სასამართლო მუშაობას შეუდგა 1919 წ. 23 ოქტომბერს. სენატი აღიჭურვა სასამართლოს განაჩენის შეცვლის უფლებამოსილებით. სენატის დებულების მე-8 მუხლის მიხედვით, იგი თავისი მოღვაწეობის ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენდა საქართველოს დამფუძნებელ კრებას.

საბოლოოდ ეს საკითი კონსტიტუციურ რანგში იქნა აყვანილი. 1921 წ. კონსტიტუციის 79-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს არც ერთი განაჩენი არ შეიძლება გაუქმებულ, შეცვლილ, ან შეჩერებულ იქნეს კანონმდებელი, აღმასრულებელი ან ადმინისტრატიული ორგანოს მიერ.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates