სომხური პრესა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის პერიოდში საქართველოში 32 სომხური პერიოდული გამოცემა ფუნქციონირებდა. საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიული მართველობის ფორმიდან გამომდინარე მაქსიმალურად იყო დაცული პრესის თავისუფლება, გამონაკლისს წარმოადგენდა 1918-ის დეკემბერი, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით სომხეთთან ომის პერიოდში დროებით დაიხურა რამოდენიმე პროპაგანდისტული გამოცემა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამოდიოდა შემდეგი სომხურენოვანი პრესის ორგანოები:
`მშაკ~ (მუშა). ლიტერატურული და პოლიტიკური ყოველკვირეული გაზეთი. თბილისი; 1872-1921, 4 გვ., რედ.-გამომ. _ გრ. არწრუნი, 1892-დან რედ. _ ალე. ქალანთარი, შემდეგ ჰამბ. არაქელიანი; 1913-დან რედ.-გამომ. _ ჰამბ. არაქელიანი, 1918 წლიდან _ ლ. ქალანთარი.
`ჰორიზონ~ (ჰორიზონტი) -`ნორ ჰორიზონი~ . ლიტერატურული, საზოგადოებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური გაზეთი. (დაშნაკცუთიუნის ორგანო). თბილისი; 1909-1918, 4 გვ., რედ.-გამომ. ბ. ნურალიანი, შემდეგ ს. საჰაკიანი; ფაქტიური რედ. იყვნენ _ ლ. თუმანიანი, მ. ვალადიანი, ნ. აღბალიანი, ა. ჯამალიანი, ა. შაჰხათუნი, მ. ვარდანიანი, ს. გრუზინიანი (ვრაციანი), ვ. ნავასარდიანი. 1908–09 წ. ერქვა `გორწ~. 1918-დან გამოიცემოდა `ნორ ჰორიზონის~ სათაურით.
`აშხატავორ~ (მშრომელი). მუშურ-გლეხური გაზეთი. თბილისი; 1917-1920; 4 გვ,. რედ. _ ვ. ტერ-გრიგორიანი (ვაჰან ხორენი).
`ნორ აშხატავორ~ (ახალი მშრომელი). მუშური და გლეხური გაზეთი. დაშნაკცუთიუნის საქართველოსა და თბილისის კომიტეტების ორგანო. თბილისი; 1919-1920, 4 გვ., რედ. _ ზ. ზორიანი.
`პაიქარ~ (ბრძოლა). ლიტერატურული საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ყოველკვირეული გაზეთი. სოციალ დემოკრატ მუშათა პარტიის ამიერკავკასიის ფორმირების ორგანო. თბილისი; 1915-1919, 4 გვ., რედ.-გამომ.ი ჰ. სარგსიანი.
`ბანვორი კრივ~ (პროლეტარის ბრძოლა). რუსეთის სოციალ-დემოკრატ (მუშათა) პარტიის (ბოლშვეიკების) თბილისის კომიტეტის ორგანო. თბილისი; 1917-1918; 4 გვ,. რედ. _ ს. ხანოიანი, ა. არავიანი.
`გრაკან გეღარვესტაკან ალმანახ~ (მხატვრულ-ლიტერატურული ალმანახი). თბილისი; 1917, 1919, 48 გვ., დირ. მ. ეფრიკიანი, გ. მკრტჩიანი, ჰ. მაილიანი.
`მიუთიუნ~ (ერთობა). სრულიად სომეხ მოსწავლეთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის ორგანო. მხატვრული და ლიტერატურული ყოველკვირეული გაზეთი. თბილისი; 1917-1919, 4 გვ., რედ. _ გ. აბოვიანი, ს. ელბაკიანი.
`შარჟუმ~ (მოძრაობა). მოსწავლეთა ბეჭდვითი ორგანო. ახალციხე, 1917 _ 1918, 4 გვ., რედ. ა. ავაგიანი, მ. ზარაფიანი.
`ჰაიასტან~ (სომხეთი). ყოველდღიური გაზეთი. (სარდალ ანდრანიკის ბეჭდვითი ორგანო). თბილისი; 1917-1918, 4 გვ., რედ. ვ. თოთოვენცი.
`ჰაიკაშენ~. ყოველთვიური ლიტერატურულ-პოლიტიკური ეროვნული გამოცემა. ჰნჩაკიანთა (ლიბერალური) პარტიის კავკასიის ცენტრალური სამმართველოს ორგანო. თბილისი; 1917 _ 1918. 48 გვ., სარედაქციო კოლეგია.
`აშხატანქი დროშაკ~ (პროლეტარის დროშა). სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ამიერკავკასიის რეგიონისა და თბილისის კომიტეტების ორგანო. თბილისი;, 1918-1919; 4 გვ,. სარედაქციო კოლეგია.
`ბანვორ~ (მუშა). რუსეთის სოციალ-დემოკრატ მუშათა პარტიის (უმრავლესობის) კავკასიის ქვეყნების და თბილისის კომიტეტების ორგანო. თბილისი; 1918; 4 გვ,. რედ. _ ს. კასიანი და სხვ.
`კაიწ~ (ნაპერწკალი). ნახევრადოფიციალური ორგანო. სოციალ-დემოკრატიული პარტიის სომხეთის ჰნჩაკიანთა (ლიბერალური) პარტიის აღმასრულებელი ორგანოს გამოცემა. თბილისი; 1918, 4 გვ., მფლობელი ს. მურადიანი.
`კარმირ დროშაკ~ (წითელი დროშა). ყოველდღიური გაზეთი. ბოლშევიკური გამოცემა. თბილისი; 1918, 4 გვ., რედ.-გამომ. მკრტიჩ გარდაშიანი.
`კარმირ ორერ~ (წითელი დღეები). სომხეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგანო. თბილისი; 1918, 4 გვ., რედ.: გ. ვარდანიანის და ვ. ერემიანის
`კომუნა~. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული (მუშათა) პარტიის თბილისის და რეგიონალური კომიტეტების ორგანო. არალეგალური გაზეთი. თბილისი; 1918, 4 გვ., გამომ. ჰ. კამარინი.
`ლრაბერ~ (მაცნე). საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ლიტერატურული გამოცემა. ყოველკვირეული გაზეთი. თბილისი; რედ..გამომ. სიმ. მკრტჩიანი, ტ. ნაზარიანი.
`ნორ კÁანქ~ (ახალი ცხოვრება). პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ჟურნალი (მენშევიკური მიმართულების).. სოხუმი, 1918, 4 სარედაქციო კოლეგია.
`ჟოღოვრდი ძაინ~ (ხალხის ხმა). საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ლიტერატურული ყოველდღიური გაზეთი. სომხეთის სახალხო პარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგანო.. თბილისი; 1918-1919; 4გვ. სარედაქციო კოლეგია.
`ჟოღოვურდ~ (ხალხი). საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ლიტერატურული ყოველდღიური გაზეთი. თბილისი; 1918-1920; 4 გვ,.
`ჰრაზდან~. მხატვრულ-ლიტერატურული კრებული (ერთწლიანი გამოცემა). თბილისი; 1918, 96 გვ., სარედაქციო ჯგუფი.
`არაგაწი~. ამერიკის სომეხ მოსწავლეთა ბიუროს გამოცემა. თბილისი; 1919, 4 გვ.,
`ბანვორ~ (მუშა). ყოველთვიური გამოცემა. თბილისი; 1919, 26 გვ., რედ. ს. ერზნკიანი.
`ბანვორი ძაინ~ (პროლეტარის ხმა). საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სომხური სექციის ორგანო. თბილისი; 1919-1921; 2 გვ,. სარედაქციო ჯგუფი.
ბოღბოჯ~ (კვირტი). ლიტერატურული, სახელოვნებო ყოველკვირეული გაზეთი. თბილისი; 1919, 20 გვ.,
`გორწავორ~ (მშრომელი). სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის განყოფილების ორგანო. თბილისი; 1919; 4 გვ,. სარედაქციო ჯგუფი.
`ვორბი ძაინ~ (ობლის ხმა). გამოდიოდა ორშაბათობით. მოსკოვის სომხური კომიტეტის ობოლ მოსწავლეთა კავშირის ორგანო. თბილისი; 1919, 4 გვ.,
`ზოკი ჭროიგ~ (ზოკის ხმა). ილუსტრირებული ლიტერატურული, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გამოცემა (ზოკურ დიალექტზე). თბილისი; 1919, 8 გვ., რედ.: რ. ზარგარენცი, ჰ. თუმანიანი.
`ლუის~ (სინათლე). მოსწავლეების ყოველკვირეული გაზეთი. სომეხ რევოლუციონერთა ერთობის (დაშნაკცუთიუნის) მოსწავლეთა კავშირის თბილისის კომიტეტის ორგანო. თბილისი; 1919, 4 გვ., სარედაქციო კოლეგია.
`სოციალ-დემოკრატ~ (სოციალ-დემოკრატი). მუშური ყოველკვირეული გაზეთი. რსდ(მ) პარტიის ამიერკავკასიის ბიუროს ბეჭდვითი ორგანო. თბილისი; 1919, 4 გვ., სარედაქციო ჯგუფი (არშაკ ზურაბიანი).
`ფაროს~ (შუქურა). პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ჟურნალი. სოხუმი, 1919, 4 გვ., 32`ჰარაჯი~. პროლეტარული გაზეთი. თბილისი; სტამბა `როტინიანი~, 1919-1920, 4 გვ., სარედაქციო კოლეგია.