• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ცენტრალური არქივი

ცენტრალური არქივი - საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი არის მემკვიდრე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს ექვთიმე თაყაიშვილის მცდელობით და ხელშეწყობით შექნილი რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივისა. არქივის შექნის აუცილებლობას დიდი ქართველი მეცნიერები - ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, პავლე ინგოროყვა, სარგის კაკაბაძე და სხვები ქვეყნისთვის მეტად ღირებული დოკუმენტების გადარჩენის აუცილებლობით ხსნიდნენ. იმ მძიმე დროს, როდესაც ქაღალდის შოვნა ჭირდა, ძვირფას დოკუმენტებს ვაჭრები ზოგჯერ პროდუქტების შესახვევად იყენებდნენ, ნადგურდებოდა ეროვნული სიმდიდრე, ქართველი ერის სულიერი საგანძური. ამიტომ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დიდი ყურადღება გამოიჩინა ამ საკითხის მიმართ. 1920 წ-ის 23 აპრილს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსების შესახებ და, იმავდროულად, მიუჩინა მას ადგილსამყოფელი მაშინდელ ოლღას ქუჩის №48-ში არსებულ სამხედრო-საოლქო სასამართლოს მყარ და უსაფრთხო სამსართულიან შენობაში. დამოუკიდებლობის წლებშივე სამეცნიერო არქივის მაშინდელმა მუშაკებმა შეძლეს ბევრი გაფანტული დოკუმენტის შეგროვება, თავმოყრა და გადარჩევა-დახარისხება. მათმა დაუღალავმა და მუხლჩაუხრელმა შრომამ  უგზოუკვლოდ გაფანტული არქივების გადარჩენის მიზნით და მათი ერთ ადგილზე კონცენტრაციისათვის, ის  შედეგი გამოიღო, რომ საარქივო საქმე მყარ ნიადაგზე დადგა. ერთი წელიც არ იყო გასული არქივის დაარსებიდან, რომ საქართველო რუსეთის საოკუპაციო ჯარმა დაიპყრო, ქვეყანაში  საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. შექმნილი არქივის საფუძველზე, 1921 წ-ის 1 ივლისს საქართველოს რევკომმა მიიღო დეკრეტი საარქივო საქმის რეორგანიზაციის შესახებ. დაარსდა საარქივო საქმეთა სამმართველო, რომელიც სათავეში ჩაუდგა სამეცნიერო არქივის საქმიანობას. საქართველოს სამეცნიერო არქივის ფორმირებაში დიდი წვლილი მიუძღვით მეცნიერებს: სარგის კაკაბაძეს, მიხეილ პოლიევქტოვს, შალვა ჩხეტიას, სამხედრო ისტორიკოსს სიმონ ესაძეს, ძველი საარქივო საბუთების მოპოვებაში ამაგდარ მეცნიერს, ისტორიკოს გიორგი ბოჭორიძეს. XX ს.-ის 20-იან წწ-ში, სარგის კაკაბაძის ინიციატივით, საქართველოს დაუბრუნდა 1915 ოსმალეთის შესაძლო შემოტევებისგან არქივების გადარჩენის მიზნით ჩრდილოეთ კავკასიაში ევაკუირებული კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის დიდძალი უძვირფასესი საარქივო ფონდები. ამ ფონდების რეევაკუირება სარგის კაკაბაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა 1923 წ-ის იანვარ-თებერვალში. 192 არქივის ფონდები გაამდიდრა შალვა ჩხეტიას მიერ მოსკოვსა და პეტერბურგის საცავებიდან ჩამოტანილმა ქართულმა ხელნაწერებმა და საბუთებმა. სამწუხაროდ, საქართველოს სამეცნიერო არქივში დაცული ბევრი სამხედრო-ისტორიული  ხასიათის მქონე და დიდისამეცნიერო მნიშვნელობის ფონდი 1964, სსრკ-ის მთავარი საარქივო სამმართველოს მოთხოვნით, მოსკოვში გაიგზავნა. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი სიძველეთსაცავია, სადაც ინახება დოკუმენტები X საუკუნიდან  1921 წ-მდე. დოკუმენტთა საერთო რაოდენობა მილიონს აღწევს.      

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates