შოთა რუსთაველის ჯგუფ-პარტია - 1919 წ-ის დამფუძნებელი კრების არჩევნებისთვის შექმნილი პოლიტიკური ჯგუფი, რომლის საარჩევნო ნომერი იყო 10. წარდგენილი იყო ერთკაციანი პარტიული საარჩევნო სია: ევგენი დვალი (პროფესიით მწიგნობარ-მწერალი). სიას ხელს აწერდა 55 მხარდამჭერი. არჩევნებში ამ ჯგუფმა საქართველოს მასშტაბით მიიღო მხოლოდ 51 ხმა.