• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა აზერბაიჯანში

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა აზერბაიჯანში. ამიერკავკასიის სეიმის დაშლის შემდეგ, აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა თბილისში გამოცხადდა. ახლად ჩამოყალიბებული რესპუბლიკის მთავრობა ფათალი ხან-ხოელის თავმჯდომარეობით გარკვეული დროით საქართველოს დედაქალაქში მოღვაწეობდა. შემდეგ იგი განჯაში გადავიდა, მოგვიანებით კი, ბაქოში დამკვიდრდა, რომლის ბოლშევიკთაგან განთავისუფლება, მხოლოდ, ოსმალეთის არმიის დახმარებით მოხერხდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წელს „დე ფაქტო“-დ, ხოლო 1919 წელს „დე იურე“-დ აღიარა. საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლად აზერბაიჯანში ნ. ქარცივაძე დაინიშნა. ის წერს: „მხოლოდ ერთი თვე ვიცხოვრე ბაქოში, როგორც საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენელმა. დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ როგორც მმართველ და მაღალ წრეებში, ისე თვით რესპუბლიკის მცხოვრებთა შორის საქართველოსადმი გულწრფელი მეზობლური განწყობილება არსებობს, მხოლოდ ეს სულიერი განწყობილება საჭიროა იქნეს უფრო თვალსაჩინო... ბევრი ქართველი პირველ ხანებში დიდ გაჭირვებას განიცდიდა მოულოდნელი გაღატაკებით. აზერბაიჯანის მთავრობამ გაიგო რა მათი მდგომარეობა, დაუყოვნებლივ გადასცა ქართულ ეროვნულ საბჭოს დახმარება 50. 000  სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე ნ. ქარცივაძე  ჯერ გ. მახარაძემ, შემდეგ კი - გ. ალშიბაიამ შეცვალა. აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლობა თბილისში მ. ჯაფაროვს ჰქონდა მინდობილი.

     1919-დან 1920-ის ნოემბრამდე აზერბაიჯანში (ბაქოში) ელჩად მუშაობდა გრიგოლ ალშიბაია, ხოლო დეკემბერში იგი გაბრიელ ხუნდაძემ შეცვალა. 1918-1921 წლებში, ბაქოში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობას ლევან თუმანიშვილი ასრულებდა. საქართველოს საელჩოში შედიოდა სტრუქტურული ერთეულები: ელჩი, მრჩევლები;

მდივნები; საქმეთა მმართველები; განყოფილებები; საქმის მწარმოებლები და სხვ. ვინაიდან გასაბჭოების შემდეგ აზერბაიჯანიდან უცხოეთის მისიების ევაკუაცია მოხდა, ბაქოში საქართველოს საელჩოს ჰქონდა შესაბამისი რწმუნებები, რათა საფრანგეთის, ინგლისის, ამერიკის მოქალაქეთა ინტერესები დაეცვა.  1920 წლის შემოდგომიდან, ბაქო,  რუსული ანტიქართული ბანაკის როლს ასრულებდა. აწ უკვე რუსების მიერ დაპყრობილ ქალაქში საქართველოზე თავდასხმისთვის მზადება გამალებით მიმდინარეობდა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates