• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სამხედრო წოდებები

სამხედრო წოდებები. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს შეიარაღებულ ძალებბში ოფიცრები მსახურობდნენ იმ წოდებებით, რომელი წოდებებიც მათ გააჩნდათ რუსულ არმიაში. თავდაპირველად მათი წოდებების მომატება ხდებოდა თავის გამოჩენის მიხედვით. 1919 წლის 31 ივლისს მიღებულ იქნა კანონი სამხედრო პირთა ხარისხების დებულების შეცვლის შესახებ. კანონის თანახმად საქართველოს რეგულარულ ჯარში სამხედრო წოდების მინიჭება მოხდებოდა თანამდებობის შესაბამისად. რეგულარულ ჯარში დაწესდა ოფიცერთა შემდეგი თანამდებობები: გენერალი -პირი რომელიც მეთაურობდა ბრიგადას ან ეჭირა უფრო მაღალი თანამდებობა, ან ეჭირა თანაბარი თანამდებობა სამხედრო უწყების სამმართველოებსა თუ დაწესებულებებში. პოლკოვნიკი - ერთეულის უფროსი, ან პირი რომელსაც თანაბარი თანამდებობა უჭირავს სხვა გვარეობის ჯარში, სამმართველოებსა თუ დაწესებულებებში. მაიორი - ერთეულის უფროსის თანაშემწე; დამოუკიდებელი ნაწილის უფროსი და ის პირი, რომელსაც თანაბარი თანამდებობა უჭირავს სხვა გვარეობის ჯარში, სამმართველოებსა თუ დაწესებულებებში. კაპიტანი - გუნდის უფროსი ან ის პირი რომელსაც თანაბარი თანამდებობა უჭირავს სხვა გვარეობის ჯარში, სამმართველოებსა თუ დაწესებულებებში; უფროსი ლეიტენანტი - გუნდის უფროსი ოფიცერი; ლეიტენანტი- ყველა სხვა უმცროსი ოფიცერი. რიგითი ჯარისკაცების შემადგენლობაში უნტერ-ოფიცრები მოიხსენიებოდნენ როგორც ნაცვლები. სახალხო გვარდიაში არ არსებობდა ოფიცერთა ხარისხები და მეთაურები ოფიციალურად დაკავებული თანამდებობების მიხედვით იწოდებოდნენ. მაგ: ოცეულის მეთაური, ასეულის მეთაური, ათასეულის მეთაური.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates