• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სატარიფო პალატა

სატარიფო პალატა - საქართველოს შრომის სამინისტროსთან არსებული ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იყო რომლის ფუნქციებშიც შედიოდა: საკვები პროდუქტების ბაზრის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება,  მონაცემების მოპოვება ხელფასების შესახებ, დასკვნების დადება საარსებო  ხარჯის მომატებასთან დაკავშირებით, მუშების მოთხოვნების შესახებ აზრის დაფიქსირება, კოლექტიური კონტრაქტების შესწავლა და რატიფიცირება, საარსებო საშუალო მინიმუმის დადგენა რესპუბლიკის მასშტაბით, სახელფასო თანხის დადგენა პროფესიების, ინდუსტრიების, რეგიონების მიხედვით, სხვადასხვა ინდუსტრიულ სფეროში სამუშაოს პროდუქტიულობის „სტანდარტის“ დადგენა, გამომუშავებითი ხელფასების ნორმების დადგენა, სავალდებულო არბიტრაჟის განხორციელება ხელფასების სფეროში, განაკვეთური ხელფასის პერიოდული  და საგანგებო შემოწმებისთვის თარიღების დანიშვნა, სპეკულაციისა და საარსებო ხარჯის მატების დასამარცხებლად ზომების მიღება, რესპუბლიკის პოდუქტიულობის განვითარებისა და ხელფასის რეგულარიზაციის საკითხის შესწავლა, შრომის სამინისტროს განსახილველად გადასაცემი კანონებისა და ბრძანებულებების პროექტების გადაცემა.

სატარიფო პალატა 1919-ს აპრილში გამართულ პროფკავშირების პირველი ყრილობის შემდეგ შეიქმნა, ამ ინიციატივას შრომის მინისტრი მოადგილე და შემდგომი შრომისა და მომარგების მინისტრი გიორგი ერაძე ედგა სათავეში. სატარიფო პალატის თავმჯდომარე ილია გოლდმანი გახლდა. პალატა შედგებოდა შრომის სამინისტროს, მუშებისა და დამქირავებლების წარმომადგენლებისგან 1/3 პრინციპის დაცვით.  პალატამ თავისი არსებობის თითქმის ორწლიანი პერიოდის განმავლობაში არაერთი შრომითი დავა განიხილა და გამოიტანა თავისი ვერდიქტი. პალატის ნაყოფიერი მუშაობის შედეგად 1919-1920-ში არაერთი გაფიცვა იქნა თავიდან აცილებული. ფინანსური არასტაბილურობის, ფასების მუდმივი ზრდის, შეუჩერებელი ინფლაციის პირობებში, პალატის მიერ დამტკიცებული სახელფასო განაკვეთები, სურსათისა და სხვა საქონლის ფასების რეგულირება მუშათათვის უმნიშვნელოვანეს პროცესს წარმოადგენდა მუშების ისედაც მძიმე მდგომარეობის გაუარესებისგან დაცვის კუთხით. პალატამ რამოდენიმეჯერ სახელფასო განაკვეთების  40-60-100 %-იანი ზრდის გადაწყვეტილება მიიღო, სურსათზე ფასების ზრდის გამო. პალატა დროგამოშვებით მუშათა პროფკავშირების მეირ უსაფუძვლოდ წამოწყებულ ინიციატივებს ხელფასის გაზრდის შესახებ არ აკმაყოფილებდა, მაგალითად 1919-ს თბილისის სააფთიაქო მუშათა პროფკავშირების მოთხოვნა ხელფასების მომატებაზე არ გაითვალისწინა.   1920-ს საქართველოში ვიზიტად მყოფი კარლ კაუცკი აქტიურად აკვირდებოდა სატარიფო პალატის მუშაობას, რომელსაც მსოფლიოში მაგალითი არ ჰქონდა. კაუცკის შემდგომში საქართველოს შესახებ გამოცემულ წიგნში დაწერა -„სატარიფო პალატა ვალდებულია იხელმძღვანელოს საარსებო მინიმუმისა და დასაქმებულთა ხელფასის გათვალისწინებით; შეისწავლოს მუშათა დავები; განიხილოს კოლექტიური ხელშეკრულებები და მიიყვანოს ისინი შეთანხმებამდე. საბოლოოდ კი, მუშათა და დამქირავებელთა დავების დროს იმოქმედოს, როგორც მედიატორმა“.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates