• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ორმოცდაერთი გრადუსი = 41° - „Сорок первый градус”

  ორმოცდაერთი გრადუსი = 41° - „Сорок первый градус”(14-20 ივლისი,1919, თბილისი). რუსულენოვანი ყოველკვირეული გაზეთ ი41° -„Сорок первый градус» („ორმოცდაერთი გრადუსი“) გამოდიოდა 1919 წელს, ქ. თბილისში.  გაზეთს გამოსცემდა კომპანია ”41°”. გამოცემას ხელმძღვანელობდა სარედაქციო კოლეგია ალექსეი კრუჩენიხის, ილია ზდანევიჩისა და კირილ ზდანევიჩის შემადგენლობით. დაიბეჭდა საქართველოს რესპუბლიკი სქალაქთა კავშირის ტიპოგრაფიაში. იბეჭდებოდა ოთხ გვერდზე. გამოვიდა გაზეთის ერთადერთი ნომერი. 41° ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. 41◦ („ორმოცდაერთი გრადუსი“) ეწოდებოდა 1918 წლის დასაწყისში, თბილისში ჩამოყალიბებულ ფუტურისტების ჯგუფს, რომელიც ძმებმა ილია და კირილ ზდანევიჩებმა, ალექსეი კრუჩენიხმა და იგორ ტერენტიევმა დააარსეს. სხვა ფუტურისტებისა და დადაისტებისგან განსხვავებით,რომლებიც წარსულს სრულიად უარყოფდნენ, ამ ჯგუფის წევრები მიიჩნევდნენ, რომ  შთაგონება შეეძლოთ ნებისმიერი სტილიდან და ეპოქიდან მიეღოთ. ჯგუფი 1920 წლამდე არსებობდა და მისი დაშლის შემდეგაც, ჯგუფის წევრების ნაწარმოებები გამოდიოდა სამარკო ნიშნით 41◦. ავანგარდისტების ამ ჯგუფის სახელდება  უკავშირდება გეოგრაფიულ განედს, რომელზეც თბილისი იმყოფება (ისევე, როგორც ბარსელონა და რომი); ამასთანავე, გრადუსის ის მაჩვენებელია, რომელიც არყის საშუალო გრადუსზე მეტია დაიმავდროულად, ადამიანის სხეულის ტემპერატურის ის ზღვარია, როდესაც  ბოდვაიწყება.

    ფუტურისტული გამოცემის პირველი და ერთადერთი ნომერი 1919 წლის 14-20 ივლისს გამოვიდა. გაზეთის პირველივე გვერდზე საუბარია კომპანია „41◦“-ის მნიშვნელობასა და მიზანდასახულობაზე. გამოქვეყნებულია ჯგუფის  მეტად ამბიციური მანიფესტი, რომელშიც ხელოვნების აუცილებელ ფორმად გამოცხადებულია ე.წ. ”ზაუმი”. გაზეთში ვკითხულობთ: „41◦ ამოცანაა - თანამშრომელთა ყველა მნიშვნელოვანი აღმოჩენების გამოყენებითმსოფლიოს დატრიალება ახალ ღერძზე“. „41◦“ გვაწვდის ინფორმაციას კომპანიის საგამომცემლო საქმიანობის შესახებ (გარდა მოცემული გაზეთისა, ჯგუფმათბილისში გამოსცა ა. კრუჩენიხის, ი. ზდანევიჩისა და ი. ტერენტიევის არაერთი ნაწარმოები). გაზეთში იბეჭდება ნაწყვეტი იგორ ტერენტიევის წიგნიდან „ქერუბიმები უსტვენენ“ („Херубимы свистят“), ლექსები: „ნაღველი“, „ილია ზდანევიჩს“, „სინაზის რეკორდი“ (ილია ზდანევიჩის ცხოვრება), ვ. მაიაკოვსკის „აზეფ-იუდა - ხლებნიკოვი“,ი. ზდანევიჩის „იზაბელ მეშვიდეს“; აგრეთვეა. კრუჩენიხის წერილები, რომლებიც ეხება მაიაკოვსკის, ტიუტჩევის, ბელის და სხვათა შემოქმედებას. გაზეთის რუბრიკაში „ხელოვნება და მუსიკა“ წარმოდგენილია ტერენტიევის „ჟანა მატინიონისა და გურჯიევის საღამო“.რუბრიკა „ქრონიკაში“ იბეჭდება მოკლე ინფორმაციები მწერლებისა და ზოგადად, ლიტერატურის შესახებ. მაგ.: „უკვალოდ დაიკარგა ვასილი (იგივე ანატოლი) კამენსკი“, „ყაზახიდან დაბრუნდა პოეტი გრ. რობაქიძე“, „ადმირალმა სეიმურმა თბილისში შეიძინა ზომერის ნახატი, ასეთივე გემოვნებით გამოირჩევიან დანარჩენი ინგლისელებიც“ და სხვ.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates