• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ოპერისა და ბალეტის თეატრი

ოპერისა და ბალეტის თეატრი - 15.IV.1847 საფუძველი ჩაეყარა ე.წ. ,,ქარვასლის თეატრს“. თეატრის აგების ერთ-ერთი მომხრე კავკასიის იმდროინდელი მეფისნაცვალი გენერალ ადიუტანტი, გრაფი მიხეილ ვორონცოვი იყო. თბილისის ცენტრში, ერევნის მოედანზე გაბრიელ ივანეს ძე თამამშევს უსასყიდლოდ გადაეცა მიწა, რომელზეც საკუთარი ხარჯით აეგო ორსართულიანი შენობა. ერთ ნაწილში თეატრი განთავსდა და გადაეცა ქალაქას. მეორე ნაწილში კი ქარვასლა იყო, რომელსაც თავად განკარგავდა. შენობის პროექტი შექმნა ოდესიდან მოწვეულმა იტალიელმა არქიტექტორმა ჯოვანი სკუდიერიმ. 1851 გაზაფხულზე შენობა მზად იყო, ინტერიერი მოხატა  გრიგოლ გაგარინმა. 12.IV.1851 თეატრის კარი მაყურებლისთვის გაიხსნა. 8.XI.1851 საზეიმო ღონისძიება გაიმართა, 9.XI.1851 იტალიური დასის მიერ, დირიჟორ ბარბიერის ხელმძღვანელობით პირველი საოპერო სეზონი დაიწყო. 11.X.1874 ,,ქარვასლის თეატრი“ დაიწვა. ოპერამ 22 წლით საინჟინრო უწყების ბაღში მდებარე ,,საზაფხულო თეატრს“ შეაფარა თავი. 1896 გოლოვინის გამზირზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი) არქიტექტორ ვიქტორ შრეტერის დაპროექტებული ე.წ. ,,სახაზინო თეატრი“ აიგო. მშენებლობა 16 წელი მიმდინარეობდა. მშენებლობის მეთვალყურედ ჯერ ზალცმანი დაინიშნა, შემდეგ სიმონიანი, ბოლოს 1896 შიმკევიჩი. სცენი მოაწყო საიმპერატორო თეატრების განთქმულმა დეკორატორმა ვალცმა. შენობა რიჰარდ ვაგნერის ბაიროითის გეგმის მიხედვით აიგო. მის გარეგნულ სახეს კი ისლამური არქიტექტურის ელემენტებს, ე.წ. მავრიტანული სტილი განსაზღვრავს. ოპერის სცენაზე სხვადასხვა დროს მსოფლიოში წამყვანი საოპერო და საბალეტო დასები გამოდიოდნენ: 1897-1898 - იტალირი ოპერა, 1903 ვენის საიმპერატორო ოპერეტა, 1907 პეტრბურგისა და მოსკოვის კომიკური ოპერები, 1907, 1908, 1913 პეტერბურგის საიმპერატორო ბალეტი და სხვ. თეატრს ემსახურებოდა ფოტოგრაფი ედუარდ კლარი, ყავდა გრიმიორი გრიგოლ გიორგობიანი, რომლის გარდაცვალების შემდეგ, 1876-დან მის ნაცვლად ი.ნ. მხეიძის სახელოსნო გაისხნა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში თეატრს თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრი ეწოდა. 18.V.1918 ოპერის კომისრად ალექსანდრე წუწუნავა დაინიშნა. 1918-1919 სეზონი ვაგნერის ოპერით ,,ტანჰეიზერი“ გაიხსნა. 17.VI.1918 პირველი ქართული ოპერა რევაზ გოგნიაშვილის ,,ქრისტინე“ დაიდგა. თუმცა, ამ ჟანრის პირველ კლასიკურ ნიმუშებად 5.II.1919 დადგმული დ. არაყიშვილის ოპერა ,,თქმულება შოთა რუსთაველზე“, 21.II.1919 ზაქარია ფალიაშვილის ,,აბესალომ და ეთერი“, დეკემბერს კი ვიქტორ დოლიძის ,,ქეთო და კოტე“ მიიჩნევა. 1918 ოქტომბრიდან ანტიპრიზა ს.ი. ევლახიშვილის გადაეცა. 1919 ჩამოყალიბდა ქართული საოპერო სტუდია, რომელსაც  ხელმძღვანელობდნენ  დ. არაყიშვილი და სამუელ სტოლერმანი. 1920 ჩატარდა მ. ნანობაშვილისა და ნ.ა. შეველიოვის გასტროლები. 19.XI.1920 ქართულ ენაზე დაიდგა ოპერა ,,ღალატი“. რესპუბლიკის პრესა ატიურად აშუქებდა ოპერაში მიმდინარე პროცესებს. დაიბეჭდა არაერთი აფიშა, ფოტო თუ წერილი, რომელიც ოპერისა და ბალეტის მდგომარეობას შეეხებოდა.                           

საბჭოთა პერიოდიში ქართული ოპერები და ბალეტი გასცდა საქართველოს ფარგლებს. 1973 თეატრს ხანძარი გაუჩნდა და ინტერიერი განადგურდა. აღდგენით სამუშაოებს არქიტექტორები მეძმარიაშვილი და ჩაჩანიძე ხელმძღვანელობდნენ.2010 თეატრის შენობის რემონტი დაიწყო. არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილი. 2016 განახლებული თეატრი გაიხსნა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates